 | ავტორი: რენუარი ჟანრი: საბავშვო 1 ივნისი, 2016 |
ლაზარე
ლაზარე დიდი ბიჭია, სალამზე სალამს აბრუნებს. ეზოში ჩავა, დაჯდება, ესაუბრება ბაბუებს. თუ ვინმე მოწყენილია, გაათბობს გაახალისებს. წნევა ხომ არ აქვს? კითხულობს თუ ვინმეს მოისაკლისებს. ლაზარე, ვჭამოთ ნაყინი, ან იქნებ სხვა რამ გერჩია? უხმობენ: დროზე ჩამოდი, გუშინ ავიღეთ პენსია. ამოსძახებენ ქვემოდან, მონატრებულნი ბადიშებს, ჩამოვიდოდი, ბიჭებო, მაგრამ, ეხ! ძიძა არ მიშვებს...
სიზმარი
გამოიღვიძა ირინამ და მოიფშვნიტა თვალები, - უხ! რა ლამაზი ტყე იყო, სავსე თავგადასავლებით. ბევრი ყვავილი დავკრიფე, გზის პირას ჩარიგებული, კიდევ....ჰო, შემხვდნენ დათვები ხელიხელჩაკიდებული. მგელიც იქ იყო, ბებიკო, სულ არ ყოფილა ის ავი, შენ რა გაცინებს,ტასიკო, გოგო, შენც იქ არ იყავი?!
ანდრია
მიამბობს დილა ადრიან გაღვიძებული ანდრია: - დედამ საწოლის ქვემოდან წუხელ ძლივს გამომათრია... - იქ რა გინდოდა, სულელო, გამაგებინე ეგენი. - რა ვიცი, ანა, ეტყობა ძილის დროს ვქენი ბრეგვენი.
:))))))) გილოცავთ ბავშვთა დღეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რენუარი. ურაკპარაკის წევრი ხერგიანი ბექას ნაწარმოებზე ვ. მაიაკოვსკი-ლილიჩკას (წერილის ნაცვლად) ნეფერტარიმ დადო ლინკი, გავხსენი და გნახეთ თქვენ, რადიოსაუბარი, მოვისმინე ბოლომდე. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და რაც მთავარია ძალიან კარგად საუბრობდით, ლამაზი ხმის ტემბრით, საოცრება იყავით ინტელექტუალურად და არტისტულად, საინტერესო, დამაჯერებელი ლოგიკით და არგუმენტებით საუბრობდით მდიდარია ეს საიტი თქვენისთანა პოეტის არსებობით. სულ წარმატებებს გისურვებთ. რენუარი. ურაკპარაკის წევრი ხერგიანი ბექას ნაწარმოებზე ვ. მაიაკოვსკი-ლილიჩკას (წერილის ნაცვლად) ნეფერტარიმ დადო ლინკი, გავხსენი და გნახეთ თქვენ, რადიოსაუბარი, მოვისმინე ბოლომდე. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და რაც მთავარია ძალიან კარგად საუბრობდით, ლამაზი ხმის ტემბრით, საოცრება იყავით ინტელექტუალურად და არტისტულად, საინტერესო, დამაჯერებელი ლოგიკით და არგუმენტებით საუბრობდით მდიდარია ეს საიტი თქვენისთანა პოეტის არსებობით. სულ წარმატებებს გისურვებთ.
11. :)) ბოლოზე გამეცინა.. კარგებია
:)) ბოლოზე გამეცინა.. კარგებია
10. პირველი ძალიან კარგია.
პირველი ძალიან კარგია.
9. რა საყვარლებია, დიშვილებს წავუკითხავ. :) რა საყვარლებია, დიშვილებს წავუკითხავ. :)
6. სიტყვა-"მიგნებათა" რატომღაც "მოგონებათა"-დ გადამიკეთა კორექტურამ. რენუარი, მისთვის ღვთისგან ბოძებული "ტექნიკური" შესაძლებლობების ვირტუოზულად გამოყენებას რომ არც ცდილობს ბავშვისთვის განკუთვნილ ლექსში, ეგ მომწონს ძალიან:))) სიტყვა-"მიგნებათა" რატომღაც "მოგონებათა"-დ გადამიკეთა კორექტურამ. რენუარი, მისთვის ღვთისგან ბოძებული "ტექნიკური" შესაძლებლობების ვირტუოზულად გამოყენებას რომ არც ცდილობს ბავშვისთვის განკუთვნილ ლექსში, ეგ მომწონს ძალიან:)))
5. დიდებსაც კარგ ხასიათზე დააყენებს))) ზუსტად ბავშვის სამყაროა ნიჭიერად გალექსილი-ექსპერიმენტების და"მოგონებათა" ძიების გარეშე) რაც სჭირდება ბავშვს, სადაც ცხოვრობს და როგორც ფიქრობს, ისაა ზუსტად და სხარტად აღწერილი ლექსად! რენუარი-პოეტი!! :)+++++5 დიდებსაც კარგ ხასიათზე დააყენებს))) ზუსტად ბავშვის სამყაროა ნიჭიერად გალექსილი-ექსპერიმენტების და"მოგონებათა" ძიების გარეშე) რაც სჭირდება ბავშვს, სადაც ცხოვრობს და როგორც ფიქრობს, ისაა ზუსტად და სხარტად აღწერილი ლექსად! რენუარი-პოეტი!! :)+++++5
4. მიყვარს გემრიელობები ამ გვერდზე! +5 მიყვარს გემრიელობები ამ გვერდზე! +5
3. საპირველივნისოს ლექსები მომეწონა. გილოცავთ ბავშვებო ბავშვთა დღეს! მუდამ იყოს მზე თქვენთან. საპირველივნისოს ლექსები მომეწონა. გილოცავთ ბავშვებო ბავშვთა დღეს! მუდამ იყოს მზე თქვენთან.
2. მეორე მომეწონა. მეორე მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|