| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2016 |
აი, კიდევ ერთი დღის ბოლო, დღის, რომელიც უამრავის მსგავსი იყო, თუ არ ჩავთვლით, რომ ახლობლის სიკვდილი გაიგე...
თუმცა, რაღა დღის ბოლო, როცა გათენებამდე სულ რამდენიმე საათია, ზიხარ და ხვდები - დიდი არაფერი, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ამაოებას, კიდევ ერთხელ დაეკიდა ბეწვზე ცხოვრება ანუ ბეწვზე გადარჩი და მაინც, ახლა რატომღაც ისე ხარ, როგორც სიკვდილმისჯილი, რომელიც საბოლოო სიტყვას თავს ვერ უყრის.
ბჟუტავს წარმოსახვითი სანთლის შუქი, (რადგან ელექტროენერგიის განათება ზედმეტად შეუსაბამოა დღის ამ მონაკვეთისა და შენი მდგომარეობისთვის); არა, რომანტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ ფიქრობ შენს გონებაში არსებულ იდეალურ ცხოვრებაზე და გჯერა, ის სადღაც არსებობს, (რეალურის პარალელურად), და თავისთვის, უდარდელად მიედინება.
რა იქნებოდა, შენი ნადვილი, გარდაუვალი, შეუქცევადი ცხოვრება ოდნავ მაინც დამსგავსებოდა იმას, შენს გონებაში არსებულ იდეალურს... რა იქნებოდა, ყველგან, ყველასთან არ აგვიანებდე, ცხოვრებას არ აგვიანებდე, მომაკვდავებთან მაინც ასწრებდე დასამშვიდობებლად მისვლას... რა იქნებოდა, დღითიდღე არ ცოტავდებოდნენ ახლობელი ადამიანები შენს გარშემო, ან რა მოხდებოდა, მაგალითად, ერთადერთი ყოფილიყო შენი სიყვარული, პირველი და უკანასკნელი, (როგორც სულ ოცნებობდი), ვისთვისაც ასევე ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი იქნებოდი...
მაგრამ ამ ყველაფერზე მხოლოდ წერა შეგიძლია, თან ისე, რომ მხატვრულ ხერხებზე ფიქრის თავიც არ გაქვს, რადგან ამ შუაღამით, როცა წარმოსახვითი სანთელი ბჟუტავს, შენ მხოლოდ ვინმეს თვალებს ეძებ, ყურებს ეძებ... ანუ შვებას ეძებ და მეტიც, ხსნას ეძებ და გადარჩენას.
ხვალ კი, ყოველივე პათეტიკად მოგეჩვენება და შეგრცხვება შენივე ტკივილის, რომელიც სხვისთვის „ღობეს ჩხირი“ იქნება, ისევე როგორც ალბათ შენთვისაც ბევრჯერ ყოფილა სხვისი...
ახლა კი, ახლა უბრალოდ ზიხარ და ხვდები - დიდი არაფერი, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ამაოებას, კიდევ ერთხელ დაეკიდა ბეწვზე ცხოვრება ანუ ბეწვზე გადარჩი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
9. :) აზრიანი,ჯანსაღი პოეზია. :* :) აზრიანი,ჯანსაღი პოეზია. :*
8. მწერალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა საუკეთესო დეტექტივად, თავად იყო სერიული მკვლელი. მწერალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა საუკეთესო დეტექტივად, თავად იყო სერიული მკვლელი.
7. მხატვრებში როგორ მიმართავენ მდედრობით სქესს? მხატვარესა? მხატვრებში როგორ მიმართავენ მდედრობით სქესს? მხატვარესა?
6. ბავშვი შორეულ დაბიდან. - ძალიან ძალიან დიდი მადლობა.
ოღონდ პოეტესა არა. თუ მაინცდამაინც, იყოს პოეტი. :)) ბავშვი შორეულ დაბიდან. - ძალიან ძალიან დიდი მადლობა.
ოღონდ პოეტესა არა. თუ მაინცდამაინც, იყოს პოეტი. :))
5. გარდაცვლილი დღე გარდაცვლილი დღის გვერდით წვება. ბოლო არ უჩანს ერთფეროვან სასაფლაოებს.
კარგი პოეტესა ხარ. გაიხარე. გარდაცვლილი დღე გარდაცვლილი დღის გვერდით წვება. ბოლო არ უჩანს ერთფეროვან სასაფლაოებს.
კარგი პოეტესა ხარ. გაიხარე.
4. მადლობა აქაც. :) მადლობა აქაც. :)
3. აი ეს არის დასტური ლოგიკის კლასიკური პრინციპისა (A is A (engl)) ; А=А ლოგიკის ეს პრინციპი არის აზროვნების უმაღლესი პრინციპი. ობიექტივიზმის ძირითადი აქსიომაა: ობიექტური რეალობა არსებობს იმისგან დამოუკიდებლად, აღიქვამს თუ არა მას ადამიანი. ობიექტივიზმის მიხედვით, აზროვნება არის ერთადერთი საშუალება სინამდვილის აღქმისთვის და ერთადერთი მოტივაცია მოქმედებისთვის. ჩათვალე რომ ესეც იმ კომენტარის ნაწილია, რაც "ხუთ წუთზე" დავდე და ნამდვილად არ არის "ჩარირამა" კომენტარი. ხომ კი?
აი ეს არის დასტური ლოგიკის კლასიკური პრინციპისა (A is A (engl)) ; А=А ლოგიკის ეს პრინციპი არის აზროვნების უმაღლესი პრინციპი. ობიექტივიზმის ძირითადი აქსიომაა: ობიექტური რეალობა არსებობს იმისგან დამოუკიდებლად, აღიქვამს თუ არა მას ადამიანი. ობიექტივიზმის მიხედვით, აზროვნება არის ერთადერთი საშუალება სინამდვილის აღქმისთვის და ერთადერთი მოტივაცია მოქმედებისთვის. ჩათვალე რომ ესეც იმ კომენტარის ნაწილია, რაც "ხუთ წუთზე" დავდე და ნამდვილად არ არის "ჩარირამა" კომენტარი. ხომ კი?
2. მადლობა თაზო. :) მადლობა თაზო. :)
1. მომეწონა. მადლობა ავტორს. მომეწონა. მადლობა ავტორს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|