ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2016


ჩ ე მ ს ა ვ ი თ ბევრსაც..

ცხოვრება  მძიმე,
ცად  მიმაქვს  მხრებით,
მიჭირს  ამ  ტვირთის ,
ტარება  როგორ,
წარმოიდგინეთ, 
როგორაც  მთები,
შედგმული  მხრებზე,
მე  მოქცეული 
ქვეშ  ჭიანჭველა
და  შორით  მიცქერს, 
ღიმილით  ყველა,
მთვარე  გვერდს  იქცევს.
ვინ  ფიქრობს  შველას,
ჩვენ შორის  ბნელა.
მე  მარტო  ვდგევარ,
ამ  სუსტი  მხრებით, 
სხვა მონდომებით,
ვწევ,
დამაქვს,
ვიტან.... 
გმადლობ  უფალო,
რომ  მეხიდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები