ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2016


სულ ეს...

დროებამ ბრძოლა მარგუნა -
გათენებიდან ცისკრამდე,
მე, სულ  ესა ვარ, რაცა ვარ,
მხოლოდ ის მინდა - გიყვარდე.
რაც გამაჩნია,  შევძელი
მხოლოდ ნიჭით და გონებით,
შრომაც მომწონდა, გართობაც
არ მიხვეჭია ქონება.
ასეთი მინდა გიყვარდე.
თუმცა,  სულ ეს ვარ, რაცა ვარ, -
ცხოვრებამ ბრძოლაზე უკეთ
შენზე ოცნება მასწავლა.
შენთან მოვყავარ ყველა გზას
მზე გამინათებს, თუ  მთვარე.
სულ ხელისგულზე გატარებ,
ღიმილით თუ გამახარებ.
როგორც არ უნდა მიჭირდეს,
ცივ ნიავს არ მოგაკარებ.
ეს პირობა რომ გამართლდეს,
გულს დარდით ნუ გამიგმირავ.
თუ სიყვარულით  გამათბობ,
მეც წელში გავიმართები,
გამარჯვებულსაც მიხილავ.


































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები