 | ავტორი: ბლაგვი ჟანრი: პროზა 13 ივლისი, 2016 |
- თქვენი აზრით რა არის მახინჯი იდეა, რაც კაცობრიობას მოსვლია თავში? - მე არ ვიცი რას ნიშნავს მახინჯი იდეა, ამიტომ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. - და კარგი რა შეუქმნია ადამიანებს, მათი არსებობის მანძილზე? - რეალურად არც ეგ ვიცი რას ნიშნავს. ჩვენ რაღაც მოვლენებს ვყოფთ ერთმანეთისგან და მერე კარგს ან ცუდს ვარქმევთ, იმის მიხედვით თუ როგორ გვკვებავს ესა თუ ის მოვლენა მატერიაში. რეალურად კი ერთი მზიდან, ადამიანიდან გამოდის ეს ენერგია და სანამ მიწას შეეხება, ჰაერში იწყებს დანაწევრებას და როცა ეს დანაწევრებული, უკვე ტრანსფორმირებული ენერგია, (ჩვენ, რომ ფიქრებს ვეძახით) ეხება მიწას, იბადება ვიბრაციული, უკვე მანმადე პროექტირებული ენერგია და ჩვენ ამ ენერგიეს ვეძახით სიტყვას. სწორედ ეს ვიბრაცია განაპირობებს კარგს და ცუდს მატერიაში. - კიმაგრამ ხომ არსებობს ჭეშმარიტად, განყენებულად მდგომი კარგი და ცუდი? - არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება. ადამიანის გარეშე არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი.! ადამიანი როგორც არსება, რომელსაც შეუძლია გაიაზროს სამყარო, თავად წყვეტს რა არის ცუდი და რა კარგი. რა ბოროტება და რა სიკეთე. ვინ იყოს მისი ღვთაება და ვინ მტერი. - ადამიანის თავისუფალ ნებას გულისხმბთ? - დიახ ასეა. - მაგრამ არსებობს ძალადობრივი არჩევანიც, როცა ადამიანებს აიძულებენ ის არჩევანი გააკეთოს რაც არ სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავენ. მაგალითად ისლამურ ქვეყნებში ადამიანებს აიძულებენ ისე მოიქცნენ როგორც ამას სჯულის კანონი მოითხოვს. იგივე ხდებოდა ქრისტიანულ ქვეყნებში შუასაუკუნეებში, როცა ადამიანებს წვავდნენ სხვადასხვა შეხედულებების გამო. - რეალურად ესეც არჩევანია. იგი ირჩევს საკუთარ თავთან ბრძოლისთვის. ის ირჩევს მისი სურვილის, შინაგანი მდგომარეობის საწინააღმდეგოს რაც მასში გამოიწვევს მუდმივ ქაოსს. თუმცა ეს ქაოსიც დროებითია, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცის. თუ არადა მოკლავენ. მას კი ეშინია სიკვდილის რადგან სიკვდილი არ ცოდნაში შესვლაა. სწორედ ამიტომ ეშინიათ ადამიანებს სიკვდილის. ჩვენ არ ვიცით რა არის იქ. - იმიტომ რომ არავინ დაბრუნებულა იქედან, რომ მოეყოლათ რა არის იქ. - რომც მოგვიყვნენ ჩვენი გონება არ მიიღებს ამას. - რატომ? - იმიტომ რომ მდგომარეობა რომელშიც ჩვენ ვართ არ ერწყმის იქ არსებულ მდგომარეობას. ასევთქვათ ზურგით დგანან ერთამანეთის მიმართ და სრულიად სხვა რამეზე ფირობენ. - თუ ასეა სული რომელიც სავარაუდოდ იქედან იმ სამყაროდან მოდის როგორ ან რატომ არის თავსებადი მატერიაში ანუ ჩვენს სხეულთან? - არ ვიცი. ამით ქრისტეც გაკვირვებული იყო. სინამდვილეში არც ისეთი თავსებადნი არიან ერთმანეთთან. ასე რომ იყოს ამდენი პრობლმები არ ექნებოდათ.
- უსმენთ ბატონო ბადრი ამ პაციენტს? - კი ვუსმენ ია. საიდან მოიყვანეს ეს გაფიცებ. - არ მოუყვანიათ. თავად მოგვადგა მკურნალობა მჭირდებაო ასე გვითხრა და გინდა თუ არა აქ დამტოვეთო. ერთ საათზე მეტია ბატონი დავითი ელაპარაკება, ამბობს შუამდინარეთიდან მოვდივარ, გზაში სტრესი გადავიტანე და თქვენი დახმარება მჭირდებაო, მაგრამ ამას რომ ვუსმენ მემგონი რაღაცას გვატყუებს. - გაგიჟდები კაცი რაა.. რას აღარ გაიგებ ამ უკუღმართ ქვეყნაზე. პატრონი არ ყავს თუ იცი? სახელი და გვარი არ უთქვამს? სად ცხოვრობს სადაურია? დაურეკოთ თავისიანებს იქნებადა ეძებენ მაგ საცოდავს.. - გრაგნი მქვია იაფეტის შვილი ვარო ამბობს.. - იაფეტიშვილები სადაურები არიან ნეტა? - იაფეტიშვილები არა ბატონო ბადრი. იაფეტის შვილი ვარო. არ უთქვამს რა გვარია. მარტო ამას ამბობს და რაღაც უაზრობებს ჰყვება, თქვენც ხომ უსმენთ. - უაზრობები ეძახე შენ. მოიცა გამოვიდეს დავითი როგორი აღფრთოვანება გამოხატოს.. - მოიცა რაა ეგ ჩვენ პაციენტებზე გიჟია მემგონი. - ვეტყვი იცოდე მაგას.. - გაგიჟდი? მომკლავს ვერ იტანს სიტყვა გიჟს? ამასწინათ რომელიღაც პაციენტზე ვთქვი საცოდავი გაგიჟდამეთქი და ისეთი თვალებით შემომხედა გეგონება ჩემი ბრალი იყო ის საცოდავი რომ გაგიჟდა. - მართალია მერე ის კაცი. ექიმი ხარ შენ და არ შეგეფერება საზოგადოებრივი ტერმინოლოგია. -დაიწყე ეხლა შენც. - კაი ხოო.. მოიცა მოვუსმინოთ კიდე რეებს ლაპარაკობენ ჩვენი და უცნობი გენიოსები. - მოიცა ყავას მოვიტან და მოვალ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. სამყარო ნამდვილად ნეიტრალურია, ეს ჩვენი აღქმებია დადებითი ან უარყოფითი, ნუ, ცხადია, სიკეთე და ბოროტება არსებობს, მაგრამ ბევრი რამ ნეიტრალურია. კარგი ნააზრევია. ++ სამყარო ნამდვილად ნეიტრალურია, ეს ჩვენი აღქმებია დადებითი ან უარყოფითი, ნუ, ცხადია, სიკეთე და ბოროტება არსებობს, მაგრამ ბევრი რამ ნეიტრალურია. კარგი ნააზრევია. ++
21. იუნგმა ჩაატარა ე.წ "ორჭრილოვანი ექსპერიმენტი" და დიახ, ეგეც ნაწილია იმ თანამედროვე ექსპერიმენტისა )))
მე შემიძლია ამაზე მთელი ნაშრომები მოვიტანო აქ (თუმცა გერმანულ ან ინგ. ენაზე) მაგრამ ამას არ გავაკეთებ ))) თვითონ ეცადეთ მოიძიოთ ხოლმე წყარო როდესაც ხედავთ იმფორმაციას რომლის გაგებაც რთულია :):)
ბლაგვი, მადლობა შესანიშნავი ნაწარმოებისათვის, აქაც შენარჩუნებული გაქვს შენი სიმაღლე. ასე განაგრძე ! იუნგმა ჩაატარა ე.წ "ორჭრილოვანი ექსპერიმენტი" და დიახ, ეგეც ნაწილია იმ თანამედროვე ექსპერიმენტისა )))
მე შემიძლია ამაზე მთელი ნაშრომები მოვიტანო აქ (თუმცა გერმანულ ან ინგ. ენაზე) მაგრამ ამას არ გავაკეთებ ))) თვითონ ეცადეთ მოიძიოთ ხოლმე წყარო როდესაც ხედავთ იმფორმაციას რომლის გაგებაც რთულია :):)
ბლაგვი, მადლობა შესანიშნავი ნაწარმოებისათვის, აქაც შენარჩუნებული გაქვს შენი სიმაღლე. ასე განაგრძე !
20. დიდი დისკუსია ამტყდარა აქ.. მომწონს ესეთი ამბები.. შემეცნებითი მუხტი შემოაქვს ხოლმე. :)
მადლობა სერენას და ნიკს ამისთვის.
ეხლა რაც შეეხება კვანტურ ამბებს.. ჰო სერენა მართალია .. იყო მსგავსი ექსპერიმენტი .. ბევრი თან.. ჯერ კიდე იუნგის ამბავია ინტერფერენციული ვიზუალის ამბები.. მერე განავითარეს.. მარტივ ლინკს მოვიტან აქ.. იტალიურად არის მაგრამ გასაგებია.. )) https://www.youtube.com/watch?v=ExTyM0WCulU
მე მესმის ნიკის შეკითხვა.. თუ არ დააკვირდი საიდან გაქვს პასუხი.. ანუ ორი სრულიად სხვადასხვა დაკვირვების შედეგზეა საუბარი.. მაშინ როცა პირდაპირი დაკვირვებაა (ანუ დამკვირვებლის არ არსებობის დაშვებით) და არაპირდაპირი, გვერდიდან დაკვირვებით.. (ანუ დამკვირვებლის დაშვებით)..
ან მე ვბოდიალობ ეხლა და სრულიად სხვანაირად არის.. )) ცოტაა მაგის ალბათობა მაგრამ მაინც დავუშვებ.. ))
ასეა თუ ისე.. ეს ამ სიმღერის ლინკი მაინც გამოგვადგება ბოლოსკენ.. https://www.youtube.com/watch?v=_YXcFhu35Ng&list=RD_YXcFhu35Ng&start_radio=1
დიდი დისკუსია ამტყდარა აქ.. მომწონს ესეთი ამბები.. შემეცნებითი მუხტი შემოაქვს ხოლმე. :)
მადლობა სერენას და ნიკს ამისთვის.
ეხლა რაც შეეხება კვანტურ ამბებს.. ჰო სერენა მართალია .. იყო მსგავსი ექსპერიმენტი .. ბევრი თან.. ჯერ კიდე იუნგის ამბავია ინტერფერენციული ვიზუალის ამბები.. მერე განავითარეს.. მარტივ ლინკს მოვიტან აქ.. იტალიურად არის მაგრამ გასაგებია.. )) https://www.youtube.com/watch?v=ExTyM0WCulU
მე მესმის ნიკის შეკითხვა.. თუ არ დააკვირდი საიდან გაქვს პასუხი.. ანუ ორი სრულიად სხვადასხვა დაკვირვების შედეგზეა საუბარი.. მაშინ როცა პირდაპირი დაკვირვებაა (ანუ დამკვირვებლის არ არსებობის დაშვებით) და არაპირდაპირი, გვერდიდან დაკვირვებით.. (ანუ დამკვირვებლის დაშვებით)..
ან მე ვბოდიალობ ეხლა და სრულიად სხვანაირად არის.. )) ცოტაა მაგის ალბათობა მაგრამ მაინც დავუშვებ.. ))
ასეა თუ ისე.. ეს ამ სიმღერის ლინკი მაინც გამოგვადგება ბოლოსკენ.. https://www.youtube.com/watch?v=_YXcFhu35Ng&list=RD_YXcFhu35Ng&start_radio=1
19. ნიკი,
ცოტა ფიზიკა არ კმარა, ცოტა არასდროსაა საკმარისი.
გთხოვთ შეეშვათ ჩემი წერტილ-მძიმეებისა და ასო-ბგერების რედაქტირებას ყველა ჩემს კომენტარზე, თუ რამეზე შეიძლება გამეცინოს, სწორედ ეს არის.
ბმულს კი მოვიძიებ ოღონდ მეეჭვება ქართულ ენაზე იყოს, სხვა რა ენას ფლობთ?
გარდა ამისა თუ კი მეცნიერება გიყვართ და გაინტერესებთ თვალყური ადევნეთ ე.წ. "პოპსაინს" ან "ნაუჩპოპს" შესაბამისად აღარ გაგიკვირდებოდათ ასე ))) აღარ არის 1990 წელი )))
ნიკი,

18. მეცინება ხოლმე ხანდახან ცოტა ფიზიკა მეც მესმის, მაგრამ ამას ფიზიკაც არ უნდა
“ისინი დაკვირვების შემთხვევაში იქცეოდნენ ნაწილაკებად, მის გარეშე კი ისე იქცეოდნენ როგორც ტალღა.“ აი მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ მთვარეზე დავუშვათ არსებობს რაღაც სიცოცხლე, მაგრამ ეს იდეა სულ ახლახანს მოუვიდა ვიღაცას თავში სულ ამ წამს
შეგიძლიათ მითხრათ რანაირად იქცევიან ამ სიცოცხლის მატარებლები იქ? ცხადია დაკვირვების გარეშე ვერა ხო, თუ არ დააკვირდით რანაირად?
ხოდა ამ ფატონს კიარადა ფოტონსაც, თუ არ აკვირდებით, რა იცით, რომ როგორც ტალღა, ისე იქცეოდა? :) დაკვირვება არ გულისხმობს თვალით ყურებას ცხადია, არამედ ექსპერიმენტს. და თუ აკვირდებოდნენ, გამოდის, რომ გვატყუებენ არ ვაკვირდებოდითო :)
სად წაიკითხეთ, შეიძლება მოგვცეთ ბმული? მეცინება ხოლმე ხანდახან ცოტა ფიზიკა მეც მესმის, მაგრამ ამას ფიზიკაც არ უნდა
“ისინი დაკვირვების შემთხვევაში იქცეოდნენ ნაწილაკებად, მის გარეშე კი ისე იქცეოდნენ როგორც ტალღა.“ აი მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ მთვარეზე დავუშვათ არსებობს რაღაც სიცოცხლე, მაგრამ ეს იდეა სულ ახლახანს მოუვიდა ვიღაცას თავში სულ ამ წამს
შეგიძლიათ მითხრათ რანაირად იქცევიან ამ სიცოცხლის მატარებლები იქ? ცხადია დაკვირვების გარეშე ვერა ხო, თუ არ დააკვირდით რანაირად?
ხოდა ამ ფატონს კიარადა ფოტონსაც, თუ არ აკვირდებით, რა იცით, რომ როგორც ტალღა, ისე იქცეოდა? :) დაკვირვება არ გულისხმობს თვალით ყურებას ცხადია, არამედ ექსპერიმენტს. და თუ აკვირდებოდნენ, გამოდის, რომ გვატყუებენ არ ვაკვირდებოდითო :)
სად წაიკითხეთ, შეიძლება მოგვცეთ ბმული?
17. ფიზიკაში არის ასეთი თანამედროვე ტერმინი "დამკვირვებლის ეფექტი" რაც გულისხმობს იმას რომ ელემენტები კვანტურ დონეზე ცვლიან თავიანთ ქცევას, მაშინ როდესაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან (თუ როფორ "აცნობიერებენ" ამას ეს ჯერ გაუგებარია) ამაზე საინეტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, ინტერფერენციული გამოსახულების მისაღებად, მათ ფატონების ნაწილაკები გაისროლეს სათითაოდ, ისინი დაკვირვების შემთხვევაში იქცეოდნენ ნაწილაკებად, მის გარეშე კი ისე იქცეოდნენ როგორც ტალღა. გასაოცარია არა? ამ მოთხრობაში ბევრი საინტერესო მიგნებაა, თუმცა რიგ დებულებებს არ დავეთანხმებოდი. აი მატერიისა და აბსტრაქციის თავსებადობაზე საინტერესო ჰიპოთეზა იქნა შემოთავაზებული და ამაზე ფიქრს გავაგრძელებ. ავტორო წარმატებები ! )))
+5 ქულა ფიზიკაში არის ასეთი თანამედროვე ტერმინი "დამკვირვებლის ეფექტი" რაც გულისხმობს იმას რომ ელემენტები კვანტურ დონეზე ცვლიან თავიანთ ქცევას, მაშინ როდესაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან (თუ როფორ "აცნობიერებენ" ამას ეს ჯერ გაუგებარია) ამაზე საინეტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, ინტერფერენციული გამოსახულების მისაღებად, მათ ფატონების ნაწილაკები გაისროლეს სათითაოდ, ისინი დაკვირვების შემთხვევაში იქცეოდნენ ნაწილაკებად, მის გარეშე კი ისე იქცეოდნენ როგორც ტალღა. გასაოცარია არა? ამ მოთხრობაში ბევრი საინტერესო მიგნებაა, თუმცა რიგ დებულებებს არ დავეთანხმებოდი. აი მატერიისა და აბსტრაქციის თავსებადობაზე საინტერესო ჰიპოთეზა იქნა შემოთავაზებული და ამაზე ფიქრს გავაგრძელებ. ავტორო წარმატებები ! )))
+5 ქულა
16. კარგია! არამით777 დავესესხები: აზროვნებს. კარგია! არამით777 დავესესხები: აზროვნებს.
15. ავტორი: ბლაგვი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 ივლისი, 2016
ავტორი: ბლაგვი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 ივლისი, 2016
14. კარგი წასაკითხი იყო,ბლაგვი დაუძახე და აზროვნებს კი ;) მოგიკითხე და დავამატებ ერთსაც,პოეზიაში ვიქექე და ვერეფერი ვნახე მოსაწონი ამ ჯერზეც და აქ შემოვშემთხვევითდი და მომეწონა!
კარგი წასაკითხი იყო,ბლაგვი დაუძახე და აზროვნებს კი ;) მოგიკითხე და დავამატებ ერთსაც,პოეზიაში ვიქექე და ვერეფერი ვნახე მოსაწონი ამ ჯერზეც და აქ შემოვშემთხვევითდი და მომეწონა!
13. პროდუქტის ხარისხი? მდააა პროდუქტის ხარისხი? მდააა
12. :) მადლობა ფუნიქს. მიზანიუც ეგ იყო, რომ მკითხველს დაენახა სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ზოგადად სამყაროზე. :) მადლობა ფუნიქს. მიზანიუც ეგ იყო, რომ მკითხველს დაენახა სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ზოგადად სამყაროზე.
11. - უსმენთ ბატონო ბადრი ამ პაციენტს? -- მაგარი გადასვლა იყო .. ბაჰ და სულ სხვაგან აღმოვჩნდი ჰაჰა კარგი დიალოგებია :)
- უსმენთ ბატონო ბადრი ამ პაციენტს? -- მაგარი გადასვლა იყო .. ბაჰ და სულ სხვაგან აღმოვჩნდი ჰაჰა კარგი დიალოგებია :)
10. სიკვდილი არ ცოდნაში შესვლაა>> ეს საინტერესო ფრაზაა.
უამრავი ადამიანი სიცოცხლეშიც არცოდნაში ცხოვრობს. პირობითად, არავინ არ იცის, რა ელის ხვალ. ანუ ყოველი ახალი დღე/ღამე არცოდნაში შესვლაა. ასეთ ადამიანებს სიკვდილის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან არცოდნა- არცოდნით ვერ შეიცვლება. რა არის "აქ" და რა არის "იქ" ვფიქრობ პირობითი ცნებებია და მათ შორის ზღვარი მხოლოდ ცივი გვამია. >> ახლა მეც იაფეტის შვილივით ვმსჯელობ. :))
ამ მოთხრობაში ის მომეწონა, რომ "გიჟი" "ნორმალურს" ათასჯერ ჯობია.
სიკვდილი არ ცოდნაში შესვლაა>> ეს საინტერესო ფრაზაა.
უამრავი ადამიანი სიცოცხლეშიც არცოდნაში ცხოვრობს. პირობითად, არავინ არ იცის, რა ელის ხვალ. ანუ ყოველი ახალი დღე/ღამე არცოდნაში შესვლაა. ასეთ ადამიანებს სიკვდილის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან არცოდნა- არცოდნით ვერ შეიცვლება. რა არის "აქ" და რა არის "იქ" ვფიქრობ პირობითი ცნებებია და მათ შორის ზღვარი მხოლოდ ცივი გვამია. >> ახლა მეც იაფეტის შვილივით ვმსჯელობ. :))
ამ მოთხრობაში ის მომეწონა, რომ "გიჟი" "ნორმალურს" ათასჯერ ჯობია.
9. :) გაიხარეთ .. გმადლობთ რომ კითხულობთ ..
მუხა მოგიკითხე მეგობარო. :) :) გაიხარეთ .. გმადლობთ რომ კითხულობთ ..
მუხა მოგიკითხე მეგობარო. :)
8. ვერ იტანს სიტყვა გიჟს? ამასწინათ რომელიღაც პაციენტზე ვთქვი საცოდავი გაგიჟდამეთქი და ისეთი თვალებით შემომხედა გეგონება ჩემი ბრალი იყო ის საცოდავი რომ გაგიჟდა. - მართალია მერე ის კაცი. ექიმი ხარ შენ და არ შეგეფერება საზოგადოებრივი ტერმინოლოგია.
მართალია ის კაცი.
ვერ იტანს სიტყვა გიჟს? ამასწინათ რომელიღაც პაციენტზე ვთქვი საცოდავი გაგიჟდამეთქი და ისეთი თვალებით შემომხედა გეგონება ჩემი ბრალი იყო ის საცოდავი რომ გაგიჟდა. - მართალია მერე ის კაცი. ექიმი ხარ შენ და არ შეგეფერება საზოგადოებრივი ტერმინოლოგია.
მართალია ის კაცი.
7. მომეწონა... წარმოსახვაში გავაცოცხლე გრაგნი,კარგი ტიპია,სიმართლეს ღაღადებს :)
"არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება. ადამიანის გარეშე არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი.! ადამიანი როგორც არსება, რომელსაც შეუძლია გაიაზროს სამყარო, თავად წყვეტს რა არის ცუდი და რა კარგი. რა ბოროტება და რა სიკეთე. ვინ იყოს მისი ღვთაება და ვინ მტერი." მომეწონა... წარმოსახვაში გავაცოცხლე გრაგნი,კარგი ტიპია,სიმართლეს ღაღადებს :)
"არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება. ადამიანის გარეშე არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი.! ადამიანი როგორც არსება, რომელსაც შეუძლია გაიაზროს სამყარო, თავად წყვეტს რა არის ცუდი და რა კარგი. რა ბოროტება და რა სიკეთე. ვინ იყოს მისი ღვთაება და ვინ მტერი."
6. მერე წავიკითხავ ამას. ახლა მოგიკითხავ და ჟანრს შევცვლი :)
მერე წავიკითხავ ამას. ახლა მოგიკითხავ და ჟანრს შევცვლი :)
5. წინა თვეშიც დაუდია ნაწერი. დღეს შევამჩნიე. . გამიხარდა დაბრუნება. .
ამას ვაკოპირებ და მატარებელში წავიკითხავ :) წინა თვეშიც დაუდია ნაწერი. დღეს შევამჩნიე. . გამიხარდა დაბრუნება. .
ამას ვაკოპირებ და მატარებელში წავიკითხავ :)
4. გაიხარე ტიტე.. :) მიხარია თუ მოგეწონა.. ვიცოდი კ ულმინაციის თემას რომ გამოყოფდი.
მარი. . გრაგნი იმტომ მოხვდა, რომ შედარებით პატარა ტექსტია.. :) მეც მოგიკითხე ჩერეზ ტიტე.. :) :* გაიხარე ტიტე.. :) მიხარია თუ მოგეწონა.. ვიცოდი კ ულმინაციის თემას რომ გამოყოფდი.
მარი. . გრაგნი იმტომ მოხვდა, რომ შედარებით პატარა ტექსტია.. :) მეც მოგიკითხე ჩერეზ ტიტე.. :) :*
3. წაკითხული მაქვს მე მგონი უფრო მეტი ისტორიები იყო და აქ მხოლოდ გრაგნი რატომ მოხვდა?:) ტიტეს მოვიკითხავ ბლაგვს არ ვიცნობ, მაგრამ ჩერეზ ტიტე, მოგიკითხავ :)
წაკითხული მაქვს მე მგონი უფრო მეტი ისტორიები იყო და აქ მხოლოდ გრაგნი რატომ მოხვდა?:) ტიტეს მოვიკითხავ ბლაგვს არ ვიცნობ, მაგრამ ჩერეზ ტიტე, მოგიკითხავ :)
2. რაც შეეხება გრაგნის - ეს იტალიური წარმოშობის გვარია სავარაუდოდ, რომელსაც ნორმანდული ფესვები ექნება :დდდ "ია ტაკ დუმაიუ" :) რაც შეეხება გრაგნის - ეს იტალიური წარმოშობის გვარია სავარაუდოდ, რომელსაც ნორმანდული ფესვები ექნება :დდდ "ია ტაკ დუმაიუ" :)
1. :DDDD +5
ინტრიგის მუხტი შენარჩუნებულულია :) საინტერესოდ იკითხება და კულმინაციად უთუოდ ეს უნდა მივიჩნიოთ:
" თუ ასეა სული რომელიც სავარაუდოდ იქედან იმ სამყაროდან მოდის როგორ ან რატომ არის თავსებადი მატერიაში ანუ ჩვენს სხეულთან? - არ ვიცი. ამით ქრისტეც გაკვირვებული იყო."
ეს მართლაც ასე იყო და ამაზე კანონიკური სახარებებიც გვაწვდიან ინფორმაციას, არაკანონიკურიც და სხვა, მხატვრული ლიტერატურის სფეროში დაწერილი სახარებებიც, ისეთები, როგორებიცაა - ჟ. სარამაგუს - სახარებე იესო ქრისტეს მიხედვით, ე.ე. შმიტის - პილატეს სახარება და სხვ.
:DDDD +5

მონაცემები არ არის |
|
|