| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 23 ივლისი, 2016 |
ქ ი ნ ა ქ ი ნ ა ო
დარდმა ჩამხედა თვალებში, ძალიან შამაშინაო, ტკივილიც შამამეჩვია, გულში დაიდვა ბინაო. ვერც სანუგეშო რა ვნახენ, ფიქრს მივეძალე ტყვილაო, თურმე, წლებ შემამლევია, სამარეც, გზა-გზა თხრილაო. ზეცამაც გამომიგლოვა და ცრემლი ჟინჟლა, წვრილაო. ვიყურებოდი, შორს სადამ, ვაგროვე ქინაქინაო, გონი-გონ შამორუალმა იმედმა ტკივილ ხშირაო. თავს მედგნენ დობილ-ძმობილნი, ვით ცაზე თეთრი ირაო, მანუგეშებდნენ, ამბობდენ ჩვენ ვცვალეთ შენად, კი რაო. ის კი, ვერ გაითავისეს, სიკვდილს უხადეს გირაო, აქითაისაკ მაბრუნეს, დღეზე დღე მიდვეს წკირაო. მე , უმაგათოდ აქამდინ, შამჭამდა, მიწა გრილაო. დავიწყებულას ხანდახან ცრემლთ ჩამოღვენთდა ცვილაო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უდიდესი მადლობა მუხა!
ხოო, იქნებ ასეც, შესაძლებელია. უდიდესი მადლობა მუხა!
ხოო, იქნებ ასეც, შესაძლებელია.
1. მშვენიერია. მხოლოდ სათაური უნდა იყოს
ქინაქინაო. (ეს ხუმრობით)
მშვენიერია. მხოლოდ სათაური უნდა იყოს
ქინაქინაო. (ეს ხუმრობით)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|