 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 26 ივლისი, 2016 |
ნაღვერდალიდან ამოღებულ კარტოფილის სიფათით, შავით, იმ ზანგზე უფრო, აბანო რომ არ უნახავს თვალით - საერთოდ, ღვთისმოსავი კათოლიკე, ექვსი ასკეტი - გემი „ესპან”-ის ბორტზე გაეძრო. გინდა წინიდან, გინდ უკნიდან - ლარივით სწორი. მხრებს, როგორც ლურსმანს - ჰკიდია შალი, სახეები კი - მოვლებულა ქათქათა გოფრით, ვით სააღდგომოდ - ხელსახოცით გოჭის ბარკალი. აივსოს წლებით ცხოვრების კვოტა, სანახაობა ამდაგვარი ეყოფა მარტო - გაიხეს პირი მთქნარებისაგან მთელი მექსიკის ყურეზე ფართოდ. ზესუფთა - როგორც ბორაქსის ხსნარი, ჯარი - ერთად რომ იწყებენ კვებას, თავს აფარებენ, ჭამის მერე, საპირფარეშოს. ერთი ამთქნარებს - ამთქნარებს ყველა. ცნობილ ადგილას- სიმეტრიულად, სადაც ქალებს აქვთ ბორცვები (მკერდი) ამათ ღრმულები ამოუვსიათ - ვერცხლის ჯვარითა და პიუსის მედლით. როს სამოთხეში - ნაადრევად გადაჭვრეტილებს, ცოტა ზედმეტი წაძინება წასცდება თვალებს, უდირიჟორო ორკესტრივით - ექვსეული აირევა და, ექვს სახარებას (გზად საკითხავს) ამოალაგებს. შეხედავ ღამით - ჩამომსხდარან და პრუტუნებენ, და ყოველგვარი გადამეტებით: დილას, საღამოს, შუადღეს - სხედან და პრუტუნებენ, პრუტუნებენ - ღვთის ჩერჩეტები. ჩავლენ, იცვამენ 12 გალოშს, მაშინვე, როცა - დღის იერს ოდნავ გადაკრავს ბინდი, მერე ამოვლენ კაბინებიდან და ისევ - შეხმატკბილებული წკმუილი მიდის. ვიცოდე ენა - ესპანური, ვკითხავდი ბრაზით: ანგელოზებო, უპასუხეთ პოეტს მარტივად: თუ თქვენ ხალხი ხართ, ვინ არიან ყვავები მაშინ? თუ ყვავები ხართ, რად არ დაფრინავთ? აგიტატორო! ნუ ძვრები კანში, მოავლე თვალი მთელ დედამიწას. საუკეთესო ათეისტიც კი - ვერ მოიფიქრებს ამაზე კარგ შარჟს. ო, გიხაროდენ, ჯვარცმულო ქრისტე! ნუ დაუსხლტები შენი ძელის სამსჭვალებს, გიჯობს! როცა მეორედ მოხვალ ამქვეყნად, დარდისგან - ნაღდად - თავს ჩამოიხრჩობ. 1925 ლექსი წაკითხულია, ავტორის მიერ, მებრძოლ უღმერთოთა მეორე საკავშირო ყრილობაზე :)
6 монахинь
Воздев печеные картошки личек, черней, чем негр, не видавший бань, шестеро благочестивейших католичек влезло на борт парохода «Эспань». И сзади и спереди ровней, чем веревка. Шали, как с гвоздика, с плеч висят, а лица обвила белейшая гофрировка, как в пасху гофрируют ножки поросят. Пусть заполнится годами жизни квота — стоит только вспомнить это диво, раздирает рот зевота шире Мексиканского залива. Трезвые, чистые, как раствор борной, вместе, эскадроном, садятся есть. Пообедав, сообща скрываются в уборной. Одна зевнула — зевают шесть. Вместо известных симметричных мест, где у женщин выпуклость, — у этих выем: в одной выемке — серебряный крест, в другой — медали со Львом и с Пием. Продрав глазенки раньше, чем можно, — в раю (ужо!) отоспятся лишек, — оркестром без дирижера шесть дорожных вынимают евангелишек. Придешь ночью — сидят и бормочут. Рассвет в розы — бормочут, стервозы! И днем, и ночью, и в утра, и в полдни сидят и бормочут, дуры господни.
Мне б язык испанский! Я б спросил, взъяренный: — Ангелицы, попросту ответ поэту дайте — если люди вы, то кто ж тогда воро̀ны? А если вы вороны, почему вы не летаете? Агитпропщики! не лезьте вон из кожи. Весь земной обревизуйте шар. Самый замечательный безбожник не придумает кощунственнее шарж! Радуйся, распятый Иисусе, не слезай с гвоздей своей доски, а вторично явишься — сюда не суйся — всё равно: повесишься с тоски!
1925
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კომენტარები გადავიკითხე და გიიომ შამპოელს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა:* რატომღაც, თავის დროზე გამომრჩა ეს არაჩვეულებრივი მეთორმეტე კომენტარი! გაიხარე. აბსოლუტურად სწორი შეფასებაა მაიაკოვსკის.
კომენტარები გადავიკითხე და გიიომ შამპოელს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა:* რატომღაც, თავის დროზე გამომრჩა ეს არაჩვეულებრივი მეთორმეტე კომენტარი! გაიხარე. აბსოლუტურად სწორი შეფასებაა მაიაკოვსკის.
13. გიიომ შამპოელო,
დიდი მადლობა თქვენ, ასწილ ღირსეული გახდით ჩემს თვალში ვიდრე ბრძანდებით ვირტულას მიღმა თქვენს წრეში. ასე მოკლედ და ნათლად ვერ დავწერდი უდროობის გამო. თქვენმა კომენტარმა უფრო ბევრ რამეს მიმახვედრა, ვიდრე ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს. ... და გამაცინა მერე.
გაიხარეთ თქვენ, მე კიდევ დღეს, ჩემს ფუტურისტ მეზობელს მოვიკითხავ.
გიიომ შამპოელო,
დიდი მადლობა თქვენ, ასწილ ღირსეული გახდით ჩემს თვალში ვიდრე ბრძანდებით ვირტულას მიღმა თქვენს წრეში. ასე მოკლედ და ნათლად ვერ დავწერდი უდროობის გამო. თქვენმა კომენტარმა უფრო ბევრ რამეს მიმახვედრა, ვიდრე ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს. ... და გამაცინა მერე.
გაიხარეთ თქვენ, მე კიდევ დღეს, ჩემს ფუტურისტ მეზობელს მოვიკითხავ.
12. კაცო, მაიაკოვსკი ადრეული ასაკიდანვე ათეისტი იყო. ავტობიოგრაფიაში ხუმრობანარევი ტონით იხსენებს, რომ როცა გიმნაზიაში მიიყვანეს, იქ მღვდელმა ჰკითხა ძველსლავური სიტყვა "ოკოს" მნიშვნელობა, რაზეც ვალოდიამ უპასუხა - "სამი ფუნტი" :დდ Из-за этого чуть не провалился. Поэтому возненавидел сразу — всё древнее, всё церковное и всё славянское. Возможно, что отсюда пошли и мой футуризм, и мой атеизм, и мой интернационализм.
მაიაკოვსკის ადრეულ შემოქმედებაში დამოკიდებულება ღმერთთან ცოტა სხვა ხასიათს ატარებს, ვიდრე გვიანი. ადრეულ ლექსებში ის ებრძვის ღმერთს, გამუდმებით ლანძღავს, აძაგებს, საყვედურობს, რაც ამძაფრებს ტრაგიზმს, რომელიც გამოწვეულია ბურჟუაზიული სამყაროს ტოტალური მიუღებლობით, ხო ღმერთი, რელიგია ამ სამყაროს ერთ-ერთი სიმბოლოა. 20-იან წლებში კი ტრაგიზმი ჩანაცვლდა სიხარულით იმისა, რომ ეს ძველი, ჩამყაყებული, აშმორებული სამყარო წარსულს უნდა ჩაბარდეს და მაიაკოვსკი მიმართავს სატირას, რომლის საშუალებითაც ის ებრძვის ძველი სამყაროს გადმონაშთებს - რელიგიას, მომხვეჭელობას, ეგოიზმს, მესაკუთრეობას, ბიუროკრატიზმს და ა.შ ეს ლექსები და პოემები სატირის საუკეთესო მაგალითია, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ჰაინესეულ გენიალურ სატირას.
საბჭოთა რეჟიმის მააბელი არასდროს დაუწერია, არასდროს ჰქონია თვითმიზანი, რომ ძალაუფლებას აამოს, სწორედ იმის გამო,რომ მას არ სურდა სტალინის კონტრრევოლუციური რეჟიმის საამებელად წერა, მან თავი მოიკლა და ამ აქტის წყალობით დარჩა პოეტად. ერთადერთი რაც მას სურდა, იყო ის, რომ მისი პოეზია გამხდარიყო ფართო მასებისთვის გასაგები, მაგრამ ესეც არ მომხდარა. მაიაკოვსკის პოეზიისადმი საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ლენინს, ტროცკი, მიუხედავად იმისა რომ აფასებდა მას, მაინც აკრიტიკებს "რევოლუცია და ლიტერატურაში", ნუ მისი საყვარელი პოეტი ესენინი იყო :დ ერთადერთი საბჭოთა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ აფასებდა მაიკოვსკის ნიჭს, იყო ნარკომი, ანატოლი ლუნაჩარსკი. მაიაკოვსკის ლენინისადმი მიძღვნილი ტექსტები საუკეთესო პოეზიაა, როგორც ლექსი პასპორტზე და უამრავი სხვა. უიტმენს აქვს ლექსების ციკლი მიძღვნილი აბრაამ ლინკოლნისთვის, რაც ასევე მსოფლიო პოეზიის შედევრია, მაგრამ არავინ იტყვის რომ ის ამას ამერიკის მთავრობის საამებლად აკეთებდა. და მაიაკოვსკის შემოქმედების დაყოფა "საბჭოეთის" მაამებლურ ლექსებად და "არამააბელურად" არის არასწორი და მისი შემოქმედების სრული გაუგებრობა. კაცო, მაიაკოვსკი ადრეული ასაკიდანვე ათეისტი იყო. ავტობიოგრაფიაში ხუმრობანარევი ტონით იხსენებს, რომ როცა გიმნაზიაში მიიყვანეს, იქ მღვდელმა ჰკითხა ძველსლავური სიტყვა "ოკოს" მნიშვნელობა, რაზეც ვალოდიამ უპასუხა - "სამი ფუნტი" :დდ Из-за этого чуть не провалился. Поэтому возненавидел сразу — всё древнее, всё церковное и всё славянское. Возможно, что отсюда пошли и мой футуризм, и мой атеизм, и мой интернационализм.
მაიაკოვსკის ადრეულ შემოქმედებაში დამოკიდებულება ღმერთთან ცოტა სხვა ხასიათს ატარებს, ვიდრე გვიანი. ადრეულ ლექსებში ის ებრძვის ღმერთს, გამუდმებით ლანძღავს, აძაგებს, საყვედურობს, რაც ამძაფრებს ტრაგიზმს, რომელიც გამოწვეულია ბურჟუაზიული სამყაროს ტოტალური მიუღებლობით, ხო ღმერთი, რელიგია ამ სამყაროს ერთ-ერთი სიმბოლოა. 20-იან წლებში კი ტრაგიზმი ჩანაცვლდა სიხარულით იმისა, რომ ეს ძველი, ჩამყაყებული, აშმორებული სამყარო წარსულს უნდა ჩაბარდეს და მაიაკოვსკი მიმართავს სატირას, რომლის საშუალებითაც ის ებრძვის ძველი სამყაროს გადმონაშთებს - რელიგიას, მომხვეჭელობას, ეგოიზმს, მესაკუთრეობას, ბიუროკრატიზმს და ა.შ ეს ლექსები და პოემები სატირის საუკეთესო მაგალითია, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ჰაინესეულ გენიალურ სატირას.
საბჭოთა რეჟიმის მააბელი არასდროს დაუწერია, არასდროს ჰქონია თვითმიზანი, რომ ძალაუფლებას აამოს, სწორედ იმის გამო,რომ მას არ სურდა სტალინის კონტრრევოლუციური რეჟიმის საამებელად წერა, მან თავი მოიკლა და ამ აქტის წყალობით დარჩა პოეტად. ერთადერთი რაც მას სურდა, იყო ის, რომ მისი პოეზია გამხდარიყო ფართო მასებისთვის გასაგები, მაგრამ ესეც არ მომხდარა. მაიაკოვსკის პოეზიისადმი საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ლენინს, ტროცკი, მიუხედავად იმისა რომ აფასებდა მას, მაინც აკრიტიკებს "რევოლუცია და ლიტერატურაში", ნუ მისი საყვარელი პოეტი ესენინი იყო :დ ერთადერთი საბჭოთა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ აფასებდა მაიკოვსკის ნიჭს, იყო ნარკომი, ანატოლი ლუნაჩარსკი. მაიაკოვსკის ლენინისადმი მიძღვნილი ტექსტები საუკეთესო პოეზიაა, როგორც ლექსი პასპორტზე და უამრავი სხვა. უიტმენს აქვს ლექსების ციკლი მიძღვნილი აბრაამ ლინკოლნისთვის, რაც ასევე მსოფლიო პოეზიის შედევრია, მაგრამ არავინ იტყვის რომ ის ამას ამერიკის მთავრობის საამებლად აკეთებდა. და მაიაკოვსკის შემოქმედების დაყოფა "საბჭოეთის" მაამებლურ ლექსებად და "არამააბელურად" არის არასწორი და მისი შემოქმედების სრული გაუგებრობა.
11. თარგმანი მომეწონა. 11 კომენტარიც ძალიან მომეწონა.
"მე ვფიქრობ , მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა სიამაყის გამო-წერს ბორის პასტერნაკი-იმიტომ, რომ მან საკუთარ თავში ან საკუთარ გარემოში ვერ გაამართლა რაღაც, რასაც ვერ შეეგუებოდა მისი თავმოვვარეობა". თარგმანი მომეწონა. 11 კომენტარიც ძალიან მომეწონა.
"მე ვფიქრობ , მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა სიამაყის გამო-წერს ბორის პასტერნაკი-იმიტომ, რომ მან საკუთარ თავში ან საკუთარ გარემოში ვერ გაამართლა რაღაც, რასაც ვერ შეეგუებოდა მისი თავმოვვარეობა".
10. მადლობა, არმენ. შევეცდები მოკლედ ავხსნა: ეპოქა არაფერ შუაშია, რელიგიისადმი ( და არა ღმერთისადმი) მაიაკოვსკის იგივე დამოკიდებულება აქვს პოემაში" ღრუბელი შარვლით". ეს პოემა კი რევოლუციამდე დაწერა, 1915 წელს. ანუ ის ყოველთვის ასეთი იყო...ცხადია აქვს საბჭოეთის მაამებლური ლექსები და პოემები, მაგრამ იქაც გულწრფელია, რადგან ასე სჯეროდა. როცა დაინახა რომ ცდებოდა, კი დაიხალა ტყვია:( მადლობა, არმენ. შევეცდები მოკლედ ავხსნა: ეპოქა არაფერ შუაშია, რელიგიისადმი ( და არა ღმერთისადმი) მაიაკოვსკის იგივე დამოკიდებულება აქვს პოემაში" ღრუბელი შარვლით". ეს პოემა კი რევოლუციამდე დაწერა, 1915 წელს. ანუ ის ყოველთვის ასეთი იყო...ცხადია აქვს საბჭოეთის მაამებლური ლექსები და პოემები, მაგრამ იქაც გულწრფელია, რადგან ასე სჯეროდა. როცა დაინახა რომ ცდებოდა, კი დაიხალა ტყვია:(
9. არამც და არამც რენუარს, ნეფერტარ :) მან მხოლოდ თარგმნა, თარგმნა შესანიშნავად, როგორც ქვემოთაც აღვნიშნე. არ მომწონს ლექსის დაწერის მიზანი, ავტორისეული გათვლა, ბრბოს და ტოტალური წყობილების მომადლიერება არ მიმაჩნია მთლად ღირსეულ საქმედ. ეს მაშინ როცა რამდენიმე ათწლეულის მერე ბროდსკი ,,ნე ვიხოდი იზ კომნატის" წერდა. მთარგმნელს რაც შეეხება, რაკი მაიაკოვსკის შემოქმედებას შეჭიდებია, მგონია, რომ დიახაც უნდა თარგმნოს ყველაფერი, კარგიც, საშუალოც და საეჭვოც (ცუდი ნაწერები არამგონია ჰქონდეს). მხოლოდ იდეალიზირებული კუთხით არც ერთი შემოქმედი არ მაინტერესებს მე პირადად. არამც და არამც რენუარს, ნეფერტარ :) მან მხოლოდ თარგმნა, თარგმნა შესანიშნავად, როგორც ქვემოთაც აღვნიშნე. არ მომწონს ლექსის დაწერის მიზანი, ავტორისეული გათვლა, ბრბოს და ტოტალური წყობილების მომადლიერება არ მიმაჩნია მთლად ღირსეულ საქმედ. ეს მაშინ როცა რამდენიმე ათწლეულის მერე ბროდსკი ,,ნე ვიხოდი იზ კომნატის" წერდა. მთარგმნელს რაც შეეხება, რაკი მაიაკოვსკის შემოქმედებას შეჭიდებია, მგონია, რომ დიახაც უნდა თარგმნოს ყველაფერი, კარგიც, საშუალოც და საეჭვოც (ცუდი ნაწერები არამგონია ჰქონდეს). მხოლოდ იდეალიზირებული კუთხით არც ერთი შემოქმედი არ მაინტერესებს მე პირადად.
8. მაიაკოვსკის აკრიტიკებ არმენ თუ რენუარს, ეს ლექსი რატომ შეარჩია თარგმანისთვის ? Под ребром კომენტარზე რა прямой კითხვა დაგისვი არა? :))
თარგმანზე მინაწერია: "ლექსი წაკითხულია, ავტორის მიერ, მებრძოლ უღმერთოთა მეორე საკავშირო ყრილობაზე ." ღიმილაკიც მიუხატავს მთარგმნელს. მეტი რაღა ექნა ვეჟო?
არაა მაიაკოვსკაია ეს ადამიანი, რენუარია, რენუარი...:)
მაიაკოვსკის აკრიტიკებ არმენ თუ რენუარს, ეს ლექსი რატომ შეარჩია თარგმანისთვის ? Под ребром კომენტარზე რა прямой კითხვა დაგისვი არა? :))
თარგმანზე მინაწერია: "ლექსი წაკითხულია, ავტორის მიერ, მებრძოლ უღმერთოთა მეორე საკავშირო ყრილობაზე ." ღიმილაკიც მიუხატავს მთარგმნელს. მეტი რაღა ექნა ვეჟო?
არაა მაიაკოვსკაია ეს ადამიანი, რენუარია, რენუარი...:)
7. მოგესალმებით! თარგმანი რომ უდავოდ შესანიშნავია, ორი აზრი არაა. ძალიან კარგი შესრულებაა და დიდი მადლობა ამისთვის შესანიშნავ პოეტსა და მთარგმნელს, მაგრამ:
არა იმიტომ, რომ მე ფანატიკურად რელიგიური ვარ (ჩემზე შორს ალბათ არავინაა ახლა ღმერთისგან), ლექსის შინაარსი ჩემთვის აღმაშფოთებელია, უფრო სწორად ის გათვლა, რაც სავარაუდოდ მაიაკოვსკის ჰქონდა ამ ლექსის დაწერისას, - კომუნისტურ ბრბოს როგორ ძალიან აღაფრთოვანებდა 6 მონაზონის დაცინვა და ო, როგორ აპლოდისმენტებს დაიმსახურებდა! ანუ იმის თქმა მინდა, ეს ლექსი სხვა საზოგადოებაში რომ დაწერილიყო, სხვა ისტორიულ რეალობაში, ადეკვატურად მივიღებდი, აღვიქვამდი როგორც ექვსი თვალთმაქცის სატირას, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ღმერთთან, მაგრამ მაიაკოვსკის რეალობაში ეს უბრალოდ ,,დროშები, დროშები ჩქარაა," მეცთქვენიანივარძვირფასოკომუნისტებო-პოზიციიდან დაწერილი.
სამწუხაროდ ვერ გამოვდგები მაიაკოვსკის ბიოგრაფად, შეიძლება შეფასებაში ვცდები, შეიძლება უკვე შეცვლილი ჰქონდა მაგ დროისთვის მსოფლმხედველობა, მაგრამ მაინც გეუბნებით ჩემს აზრს კონკრეტულად ლექსზე და არა მის შესანიშნავ თარგმანზე.
ვიცი, რომ არ გამკიცხავთ, მომისმენთ და ამიტომ ვწერ ამხელა კომენტარს. უფრო სწორად მისი პიროვნების ლაბირინთებში ვერ გავრკვეულვარ მე თვითონ.
დიდი მადლობა!
მოგესალმებით! თარგმანი რომ უდავოდ შესანიშნავია, ორი აზრი არაა. ძალიან კარგი შესრულებაა და დიდი მადლობა ამისთვის შესანიშნავ პოეტსა და მთარგმნელს, მაგრამ:
არა იმიტომ, რომ მე ფანატიკურად რელიგიური ვარ (ჩემზე შორს ალბათ არავინაა ახლა ღმერთისგან), ლექსის შინაარსი ჩემთვის აღმაშფოთებელია, უფრო სწორად ის გათვლა, რაც სავარაუდოდ მაიაკოვსკის ჰქონდა ამ ლექსის დაწერისას, - კომუნისტურ ბრბოს როგორ ძალიან აღაფრთოვანებდა 6 მონაზონის დაცინვა და ო, როგორ აპლოდისმენტებს დაიმსახურებდა! ანუ იმის თქმა მინდა, ეს ლექსი სხვა საზოგადოებაში რომ დაწერილიყო, სხვა ისტორიულ რეალობაში, ადეკვატურად მივიღებდი, აღვიქვამდი როგორც ექვსი თვალთმაქცის სატირას, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ღმერთთან, მაგრამ მაიაკოვსკის რეალობაში ეს უბრალოდ ,,დროშები, დროშები ჩქარაა," მეცთქვენიანივარძვირფასოკომუნისტებო-პოზიციიდან დაწერილი.
სამწუხაროდ ვერ გამოვდგები მაიაკოვსკის ბიოგრაფად, შეიძლება შეფასებაში ვცდები, შეიძლება უკვე შეცვლილი ჰქონდა მაგ დროისთვის მსოფლმხედველობა, მაგრამ მაინც გეუბნებით ჩემს აზრს კონკრეტულად ლექსზე და არა მის შესანიშნავ თარგმანზე.
ვიცი, რომ არ გამკიცხავთ, მომისმენთ და ამიტომ ვწერ ამხელა კომენტარს. უფრო სწორად მისი პიროვნების ლაბირინთებში ვერ გავრკვეულვარ მე თვითონ.
დიდი მადლობა!
6. მადლობა:) ზუსტად მაგ ფორმით მქონდა შეტანილი და სტრიქონები აქეთ-იქით გაიქცა გადმოტანისას. იძულებული გავხდი ფორმა შემეცვალა. თავად დედანიც მაგდაგვარად იყო და არ გადმოვიდა რატომღაც არც ეგ.
რელიგიურ გრძნობებს რაც შეეხება... მაიაკოვსკი (და მეც) დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტ ღმერთს იუმორის გრძნობა ჩვენზე უკეთესიც კი აქვს:) რითმის რა გითხრა...ეგაა ურთულესი და მიუწვდომელი, მომავალ თაობებს ვუტოვებ საჯილდაოდ. ნეტამც! პ.ს. http://literatori.com/story.php?id=665 ისე ამ ლინკზე თუ ნახავთ, სწორედ მაგ ფორმითაა ატვირთული. მადლობა:) ზუსტად მაგ ფორმით მქონდა შეტანილი და სტრიქონები აქეთ-იქით გაიქცა გადმოტანისას. იძულებული გავხდი ფორმა შემეცვალა. თავად დედანიც მაგდაგვარად იყო და არ გადმოვიდა რატომღაც არც ეგ.
რელიგიურ გრძნობებს რაც შეეხება... მაიაკოვსკი (და მეც) დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტ ღმერთს იუმორის გრძნობა ჩვენზე უკეთესიც კი აქვს:) რითმის რა გითხრა...ეგაა ურთულესი და მიუწვდომელი, მომავალ თაობებს ვუტოვებ საჯილდაოდ. ნეტამც! პ.ს. http://literatori.com/story.php?id=665 ისე ამ ლინკზე თუ ნახავთ, სწორედ მაგ ფორმითაა ატვირთული.
5. ისე, მე როგორც მახსოვს "ლესენკის" ფორმით არის ეს ლექსი. ალბათ საიტი არ იძლევა ეგრე ატვირთვის საშუალებას. ისე, ვიღაცებისთვის "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იქნება ეს ლექსი :დ
ო, გიხაროდენ, ჯვარცმულო ქრისტე! ნუ დაუსხლტები შენი ძელის სამსჭვალებს, გიჯობს! თუკი მეორედ მოხვალ ამქვეყნად, დარდისგან - ნაღდად - თავს ჩამოიხრჩობ. - ასე რო იყოს.
თარგმანი მომეწონა. უბრალოდ, მაიაკოვსკის თარგმნისას მაინც სასურველი იქნებოდა, რომ ჯვარედინად გარითმვა გამოიყენებოდეს, როგორც არის მასთან ხშირ შემთხვევაში, თუმცა ალბათ ეს დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. გმადლობთ. წარმატებები. ისე, მე როგორც მახსოვს "ლესენკის" ფორმით არის ეს ლექსი. ალბათ საიტი არ იძლევა ეგრე ატვირთვის საშუალებას. ისე, ვიღაცებისთვის "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იქნება ეს ლექსი :დ
ო, გიხაროდენ, ჯვარცმულო ქრისტე! ნუ დაუსხლტები შენი ძელის სამსჭვალებს, გიჯობს! თუკი მეორედ მოხვალ ამქვეყნად, დარდისგან - ნაღდად - თავს ჩამოიხრჩობ. - ასე რო იყოს.
თარგმანი მომეწონა. უბრალოდ, მაიაკოვსკის თარგმნისას მაინც სასურველი იქნებოდა, რომ ჯვარედინად გარითმვა გამოიყენებოდეს, როგორც არის მასთან ხშირ შემთხვევაში, თუმცა ალბათ ეს დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. გმადლობთ. წარმატებები.
3. დიდი მადლობა:)
ჰარალეს შენიშვნები მიღებულია და ჩასწორებული:*
რობ, შენგან პოემის თარგმანს ველოდები მე:) დიდი მადლობა:)
ჰარალეს შენიშვნები მიღებულია და ჩასწორებული:*
რობ, შენგან პოემის თარგმანს ველოდები მე:)
2. კარგი თარგმანია. დროის უქონლობის გამო კარგად ვერ ჩავუჯექი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება. მხოლოდ "უბორნია" არ მომეწონა. მგონი არაფერი დაშავდება თარგმნით და სათაურიც "მონაზონის" ნაცვლად, მონოზონი სჯობს. რაც "მონოს" - მარტმყოფს ნიშნავს. პატივისცემით: კარგი თარგმანია. დროის უქონლობის გამო კარგად ვერ ჩავუჯექი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება. მხოლოდ "უბორნია" არ მომეწონა. მგონი არაფერი დაშავდება თარგმნით და სათაურიც "მონაზონის" ნაცვლად, მონოზონი სჯობს. რაც "მონოს" - მარტმყოფს ნიშნავს. პატივისცემით:
1. რა ზუსტია და რა აქტუალური! და შენი ხმით მესმის ახლაც, ნუცუბიძეზე გადაიხლართა შენი და მაიაკოვსკის ხმები.. ღია ყურეს ჰგავს - მოადგები და ზურგის ქარი რომ იქვეა... რა ზუსტია და რა აქტუალური! და შენი ხმით მესმის ახლაც, ნუცუბიძეზე გადაიხლართა შენი და მაიაკოვსკის ხმები.. ღია ყურეს ჰგავს - მოადგები და ზურგის ქარი რომ იქვეა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|