ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2016


* მ ი ნ დ ა გულწრფელად შ ე ა ფ ა ს ო თ*

სიყვარული  გულით  უნდა  ატარო  და  არა  ენით.

კეთილდღეობა  უნდა  შექმნა  შენი,  სხვისას  კი არ  უნდა  შეჰხაროდე,  მარტოოდენ.

გაუძელი,  როცა  უფალი  გცდის,  სიმტკიცე  არ  დაკარგო,  მასთან  ერთად  ქრება  შენი  ღირსებაც.

ძნელია,  ისე  ცხოვრება,  რომ  არაფრის  გრცხვენოდეს,  არ  გერიდებოდეს,  თავს  არ  ადანაშაულებდე უფლის  წინაშე,  იოლია  არ  გაინტერესებდეს,  რას  ფიქრობენ  შენზე  ბრძენნი  და  მოკეთენი.

იტირე,  რადგან,  ცრემლი  ტკივვილს  ასველებს  და  მცირედ  კურნავს,  ამსუბუქებს,  მოუყევი  მძიმე  ტკივილზე  მსუბუქად,  მცირედი  ღიმილის  თანხლებით,  რომ  თანაგიგრძნონ,  და  მხოლოდ  მას,  ვისგანაც  გულწრფელი  თანაგრძნობა  მიგიღია, თუნდ  ერთხელაც  კი.

დახატე  ის,  რაც  გაწუხებს  და  ისე,  რომ  სევდანარევ  სიამოვნებას  გგვრიდეს  დანახვისას.

დააკვირდი,  მოსაუბრეს  პროფილში  თვალლებზე  და  სრულად  წაიკითხავ,  თუ  რას  ფიქრობს,  იგი  შენზე.

ნუ  იცხოვრებ  სხვისი  ტკივილით,  ამით  ვერაფერს  შეცვლი,  იცხოვრე  ისე,  რომ  დაეხმარო  მათ.

არასოდეს  აჩქარდე,  შეუფარდე  სურვილი  შესაძლებლობებს,  რომ  დრო  არ  დაკარგო,  ის  ძალიან  სწრაფია  და მცირე.

  სადაა  ე რ ი  და  ბ ე რ ი

თავზე  მექცევა  ჭერი  და 
არ  მიფიქრია  გაქცევა,
მე  უფრო  მეტად  მეძნელა,
ჭერზე  მთელ  ქვეყნის  დაქცევა.

კუდმოძუებულ  მელია,
ბატკნებში  შემოპარულა,
მგლებისთვის  საკბილოს  არჩევს,
ბატკნებს  ღალატობს  ფარულად.

ღვარძლი  და  ბოღმა  ბობოქრობს,
თაფლი  იღვრება  არყულად.
უვიცი  მტერს  ეხუტება
და  შეჰღიღინებს  მაყრულად.

იმასააც  უსარგებლებავ, 
დანას  უმზადებს  ფარულად,
თეთრ  კბილს  უელვებს,  გონს  უბნევს
ძვეებურად  და მზაკვრულად.

საწყალი,  ვერას  მიმხვდარა,
ავდარ  ეჩვენა  დარულად,
თავს რით  იმართლებს  შვილებთან ,
თმობაზე  მტერთან  ცხვარულად.

მთის  სალოცავებს  შევთხოვდი,
გონს  მოიყვანონ  ბალღურად,
აქიურობა  არ  გვექცეს,
ქვაჭინჭრობადა  ბარდ ნ უ რ ა დ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები