| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2016 |
აი, ასეთია, ჩემი შემოდგომა, აი ასეთია. ეს ჩემი ცაა, შემინული ღრუბლების ჯარით. აქ თბილისია, მზით გამთბარი არაგვით, მტკვარით. ეს ის ცა არის, ჩვენ ერთად რომ გადაგვეფარა. ეს ის მიწაა, ჩვენს წინაპრებს გულზე ეფარა. ეს ის ხე არის, ჩვენ რომ დავრგეთ , ვერ გაიხარა. ეს ის მოლია, ჩვენ რომ მოვრწყეთ, ვერ გაიზარდა, ეს ის მთა არის, რომ დავლახეთ, პირობა დავდეთ, ეს ის ხატია, რომ ვილოცეთ, პურ–ქადა ვტეხეთ, ეს წიქარაა, ერთგულად რომ დაგვიმეგობრდა, ეს კი, ის გზაა, ჩვენ ერთად რომ გამოვიარეთ. ეს ის ხიდია, ჩვენ ერთად რომ ვერ გადავლახეთ. ეს ოცნებაა, ჩვენ ზეცას რომ ხიდად მივადგით. ეს ის სევდაა, მე და შენ რომ ზურგზე გვაქვს ტვირთად. ეს ტკივილია, ჩვენ რომ ვმალავთ და დარდებს ირთავს. ეს შავი ზღვაა, დაქცეულ სისხლს ტალღებად ზვირთავს. ეს შემოდგომაც, ძველებსა ჰგავს, შენთვის არ მითქვამს. არასაკმაო ჰაერია, შემოდგომა სულს ვეღარ ითქვამს. / / / / / / / // / / / / / / / / / / / / / / / კაცს სიკეთე გავუკეთე ბარდი იქცა ვარდად. ჩაიქროლა ქარმა ჩემთან უკვდავყოფის დარად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ელადა გმადლობთ, ჩემო კარგო, ასე;
მზემ ჩემთვის ახლა დაკარგა ძალა, ზეცა ნაცრისფრად დუმს და თანმიგრძნობს, მზიან მაისზე ვგიჯდები ახლაც და ამ ფიქრს ნურვინ, შემირაცხს ბრალად. ტკივილის ზარმა ჩამოჰკრა კიდევ, იელვა, ღმერთო შენ ხომ არ მიხმობ ვწყვეტ წარსულს ახლა დაუფიქრებლად და ვიწყებ ახალ ცხვრებას თითქოს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. ელადა გმადლობთ, ჩემო კარგო, ასე;
მზემ ჩემთვის ახლა დაკარგა ძალა, ზეცა ნაცრისფრად დუმს და თანმიგრძნობს, მზიან მაისზე ვგიჯდები ახლაც და ამ ფიქრს ნურვინ, შემირაცხს ბრალად. ტკივილის ზარმა ჩამოჰკრა კიდევ, იელვა, ღმერთო შენ ხომ არ მიხმობ ვწყვეტ წარსულს ახლა დაუფიქრებლად და ვიწყებ ახალ ცხვრებას თითქოს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
13. ლექსი კარგია , ექსპრომტები უკეთესი) ლექსი კარგია , ექსპრომტები უკეთესი)
12. გმადლობთ დიდად ხვთისო და მადლობის ნიშნად, ეს პწკარიც არსაწყეად:
თბილი სული იღვრება და იკრიფება, გზაზე შემხვედრს, ლამის ფერხთით დაეფინოს, მერე როცა, გადავხედავთ გასულ დღეებს, მადლიერს სურს, ამ ჩემს პეშვში ჩაიძინოს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. გმადლობთ დიდად ხვთისო და მადლობის ნიშნად, ეს პწკარიც არსაწყეად:
თბილი სული იღვრება და იკრიფება, გზაზე შემხვედრს, ლამის ფერხთით დაეფინოს, მერე როცა, გადავხედავთ გასულ დღეებს, მადლიერს სურს, ამ ჩემს პეშვში ჩაიძინოს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
11. ლექსიც მზითა და პოეტის სულითაა გამთბარი... ლექსიც მზითა და პოეტის სულითაა გამთბარი...
10. გმადლობთ. თემური57-ს მადლობის ნიშნად ეს ექსპრომტი სუბიექტურად, გამომდინარე ობიექტური რეალობიდან, არსაწყენად:
მე სიყვარული დამყვა აკვნიდან, ზეცა სილურჯით მხიბლავდა მუდამ, არ ვიცი საით მივდივარ, თუმცა, გზად ფეხი ბევრჯერ გადამიბრუნდა. გამაისებას მოჰქონდა ჩემთვის, ჭრელ-ჭრულა სუფთა გაზაფხულები. მე ყვავილობა მომწონდა ტყემლის ხეები თეტრად დანაღმულები. და თქვენ კი! საით, როგორ, რაგვარად? გმადლობთ. თემური57-ს მადლობის ნიშნად ეს ექსპრომტი სუბიექტურად, გამომდინარე ობიექტური რეალობიდან, არსაწყენად:
მე სიყვარული დამყვა აკვნიდან, ზეცა სილურჯით მხიბლავდა მუდამ, არ ვიცი საით მივდივარ, თუმცა, გზად ფეხი ბევრჯერ გადამიბრუნდა. გამაისებას მოჰქონდა ჩემთვის, ჭრელ-ჭრულა სუფთა გაზაფხულები. მე ყვავილობა მომწონდა ტყემლის ხეები თეტრად დანაღმულები. და თქვენ კი! საით, როგორ, რაგვარად?
9. ჩემი კეთილი ექსპრომტი: მეც წავიკითხე, ქონივით დავდნი, საინტერესო ლექსია ნაღდად, ნექტარი რითმებს პირდაპირ ბარდნის პოეტის ნიჭი აკვნიდან დაჰყვა. ++
ჩემი კეთილი ექსპრომტი: მეც წავიკითხე, ქონივით დავდნი, საინტერესო ლექსია ნაღდად, ნექტარი რითმებს პირდაპირ ბარდნის პოეტის ნიჭი აკვნიდან დაჰყვა. ++
8. მუხა უდიდესი მადლობა.
გეთანხმებით, უკეთესია, როცა ასეა, როცა ბარდი ვარდად იქცევა, ასეც ხდება რა თქმა უნდა, ასე ყოფილა ტქვენს შემთხვევაშიც, რაც მიხარია. კარგით ეს ძალიან ჭკვიანურია და შევიტან ამ ცვლილებას თქვენი ვერსიიის შესაბამისად.
თქვენს დარგული ხე და მოლი რმმერთის წყალობით სულ გახარებული იყოოს და ჩემსკენაც გამეღოს ყლორტები.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მუხა უდიდესი მადლობა.
გეთანხმებით, უკეთესია, როცა ასეა, როცა ბარდი ვარდად იქცევა, ასეც ხდება რა თქმა უნდა, ასე ყოფილა ტქვენს შემთხვევაშიც, რაც მიხარია. კარგით ეს ძალიან ჭკვიანურია და შევიტან ამ ცვლილებას თქვენი ვერსიიის შესაბამისად.
თქვენს დარგული ხე და მოლი რმმერთის წყალობით სულ გახარებული იყოოს და ჩემსკენაც გამეღოს ყლორტები.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
7. კარგია , ძალიან გშეგრძნებადია შინაგან ემოციასთან შეხებაშია, თუმცა ეს ის ხე არის, ჩვენ რომ დავრგეთ , ვერ გაიხარა. ეს ის მოლია, ჩვენ რომ მოვრწყეთ, ვერ გაიზარდა, ჩემმა დარგულმა ხემ და მოლმაც იხარა. კაცს სიკეთე გავუკეთე და ბარდი იქცა ვარდად. მაპატიე ჩემი უაზრო აზრები , ავტორის ლექსები მომწონს საერთოდაც. კარგია , ძალიან გშეგრძნებადია შინაგან ემოციასთან შეხებაშია, თუმცა ეს ის ხე არის, ჩვენ რომ დავრგეთ , ვერ გაიხარა. ეს ის მოლია, ჩვენ რომ მოვრწყეთ, ვერ გაიზარდა, ჩემმა დარგულმა ხემ და მოლმაც იხარა. კაცს სიკეთე გავუკეთე და ბარდი იქცა ვარდად. მაპატიე ჩემი უაზრო აზრები , ავტორის ლექსები მომწონს საერთოდაც.
6. მადლობა დიდი აგლაია. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი მადლობა დიდი აგლაია. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი
5. უხდება ამინდსაც და განწყობასაც ქმნის, "ქადის" ნაცვლად პური აჯობებდა. პური ხომ ასოცირებულია თვით იესოსთან, ამდენად, ის მეტ შინაარსობრივ დატვირთვას მისცემდა ლექსს. უხდება ამინდსაც და განწყობასაც ქმნის, "ქადის" ნაცვლად პური აჯობებდა. პური ხომ ასოცირებულია თვით იესოსთან, ამდენად, ის მეტ შინაარსობრივ დატვირთვას მისცემდა ლექსს.
4. საუკეთესო სურვილლებით უდიდესი მადლობა თაზო ქიზიყელი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. საუკეთესო სურვილლებით უდიდესი მადლობა თაზო ქიზიყელი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. საუკეთესო სურვილლებით უდიდესი მადლობა თაზო ქიზიყელი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. საუკეთესო სურვილლებით უდიდესი მადლობა თაზო ქიზიყელი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
2. ეს კი ის ექსპრომტია ძალიან რომ მომეწონა და ლამაზი დღე გისურვეთ ნექტარ! ეს კი ის ექსპრომტია ძალიან რომ მომეწონა და ლამაზი დღე გისურვეთ ნექტარ!
1. დილა ღვთის მადლით სავსე ყველას.
ეს დილაური ექსპრომტია. მაგრამ არ ვიცი, თუ მოუხდება დღევანდელ ამინდს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
დილა ღვთის მადლით სავსე ყველას.
ეს დილაური ექსპრომტია. მაგრამ არ ვიცი, თუ მოუხდება დღევანდელ ამინდს.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|