როცა მასთან მივდივარ ,ის თვალებს ხუჭავს ,ბრუნდება კედლისკენ და ტუჩებით იღიმის … მიღიმის … ასე გრძელდება დაახლოებით 10 წუთი, მერე რამდენიმე წამით ააფახუნებს შავ , გრძელ წამწამებს , თითქოს მერცხლები აფრინდნენო , რომ დარწმუნდება არსად წავსულვარ , ბრუნდება ჩემკენ , ახელს თვალებს და მეუბნება :აბთი , დაბთი, დადადა ხელებს შლის.
მანქანებს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ვატარებთ, საპნის ბუშტებს ვუშვებთ და მერე სულს ვუბერავთ , გაქრობა რომ არ ეტკინოთ. ჩვენ როცა გვტკივა ვამბობთ – “მორჩი” და შემდეგ მივრბივართ.როცა გვეშინია, ხელებს ვიფარებთ ყურებზე ან კუთხეში ვჯდებით. როცა ვბრაზდებით კარადას ხელს ვარტყამთ, მაგრამ მაშინვე ვთანხმდებით, რომ კარადას ძალიან სტკივა და ვჩერდებით. გვიყვარს კუბიკებით კოშკების აშენება,მზე,სირბილი და ერთმანეთი.თუ რამდენიმე წუთით ვჩუმდები, ის თავის ხელს ჩემს ხელს ადებს , რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს – არსად წავსულვარ. თუ შორიდან გაიგო ხმა და მიცნო,ის მორბის და მეხუტება.როცა ვდგები და მოვდივარ, ის კარს მიღებს და ხელს მიქნევს , მერე არც ისე ხმამაღლა ამბობს : “კიდე მოდე” … ჩვენ ერთმანეთის ბედნიერებას ვსწავლობთ …
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგია რომ "ჩვენ"-ზეა ეს ამბავი.
რა კარგია რომ "ჩვენ"-ზეა ეს ამბავი.
1. კარგი აურა დაჰყვება ნაწერს. (ჩემთვის) :) კარგი აურა დაჰყვება ნაწერს. (ჩემთვის) :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|