ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2016


ერთი ოჯახური ჩვეულების შესახებ

ასეა ხოლმე:
მე, შეყვარებულს,
შენს დანახვაზე აღელვებულს,
მავიწყდება, რა მსურდა მეთქვა.
ვერ ვუმკლავდები გულს, -
აჩქარებს, ახშირებს  ფეთქვას.
თუმცა ერთად ვართ უკვე წლებია.
გთხოვ, მაპატიო, შინდაბრუნებულს
უსაგნოდ რომ გეკამათები, რადგან...
ხანგრძლივი  საუბარი მომნატრებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები