ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2016


დაგვიანებული საყვედური

ალბათ იმ ღამეს,
შენი სურვილის ასრულების
მეტეორი ჩამოწყდა ცას და
ჩამოვარდა ცოდვილ  მიწაზე...
გადაგვიქროლა,
ზუსტად იმ წამს, როდესაც ზღვაზე,
სანაპიროს გრლ ქვიშაზე წამოწოლილი
მე და შენ ერთად, ცის კაბადონზე
ვარსკვლავებს ვთვლიდით...
მახსოვს, მაკოცე
გაღიმებულმა ხელზე სევდიანს
და ერთგულების დამიდე ფიცი.
შეყვარებულებს, არც გვიფიქრია,
ამ საუბრისას როგორ ვცდებოდით -
მთელი სიცოცხლე ერთგულებას,
თურმე, ის სჯობდა,
დიდხანს სიცოცხლეს შემპირებოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები