ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2016


ორი ვერცხლი

ბრძენს უთქვამს -
თუ გაქვსო
ორი ვერცხლის ფული,
ერთით იყიდე  პური, მეორით -ზამბახი.

სულ ორი მონეტაც რომ  დამრჩეს,
სული
გადამირჩინე ასე  -
ერთით  მაყიდინე პური და ზამბახი...
მეორე - გავცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები