ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2016


მზე ასფალტზე, ანუ ჩემი ღმერთის შესახებ

გიპოვნე,
სწორედ რომ, ასეთს დაგეძებდი,
რომელიც თაყვანისცემისთვის
მსხვერპლს არ გვთხოვ სისხლიანს,
შიშის ზარს კი არ გვცემ, არამედ
ყველას გვინაწილებ სიყვარულს.
მზეს გავხარ, რომელსაც,
ჩვილები სულში ინახავენ
მერე კი, ფეხს რომ აიდგამენ,
ზეცაში ხედავენ კვლავ 
და მის  ანარეკლს,
დიდი მონდომებით,
ასფალტზე ხატავენ.
შენ
სახიერი ხარ,  მოწყალე,
კარგი და კეთილი,
უსაზღვროდ  თბილი ხარ.
მოვაღწევ,  სულ ცოტაც მაცალე,
შენამდე მომიყვანს  ეს ვიწრო  ბილიკი.
ანკარა წყარო  ხარ,
გულებში სინათლის ციალის
სუფთა, გულუბრყვილო სიამის
და ბედნიერების სათავე,
კეთილი მშობელი, რომელსაც უმანკო,
პატარა  ბავშვები ნატრობენ
და გაღიმებული მზესავით უბრალოს
ასფალტზე ხატავენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები