მზე აენთო ცისფერ ქურუმად და გაცის ზეცის იქცა კრებად
ვარსკვლავთა და ნისლთა ვარ დამზერილ მტვერის მდევი მიღმურ მკმევი
მე აიას ვიშვი უშიშთა ცეცხლს ახალ შიშში მიმცეს შვებად
და უცაბედ განცდით გაიამ ად ვიძვრი განთი ადთა მთევი
) ფენეკი-აღგზნებადობა სწრაფ სივრცეების ძებნით: საით არავინ უწყის შემოვხვდებოდით ხეებს ვეება ხის ნეშტთ ხენეშთ და იწყებოდა ღელვა გაჩენჩოების უტყვი ხესთან ფენეკის პულსით აუწერელი ენით- -უცებ სიცივის მათრახს აელჭექებდა ვიღაც და გაყინულ სისხლს ხვრეპდა. კლავდა ხის ტოტებს ბასრი- -მთვარის ნაჯახი. ვიღაც მათრახს უქნევდა ნიღაბს ჩვენს წამითწამად ნიღაბს უმანკოებით დასვრილს.
) ზარბაბი და სამურაბედ მწიფდა უნაბი გოგო გოდრებით დადგა გულაბი მე გიწესებდი ვით ხამურაბი შენ უწესობდი ვით მესალინა- -კანონის ძალით დრო გახდა რაბი ხოლო უნაბი იქცა მურაბად შენ მესალინად დარჩი. მოვაბი თავი ვერაფერს კვლავ ხამურაბად დრომ მუცლად იღო გომორ, მოაბი, რომი, ხუნანი, ათონი, სინა... მე თავს ვიმტვრევდი ვით ხამურაბი შენ ხარხარებდი კვლავ მესალინად.
(უცებ ამ ვაი ორომტრიალში:)
ღმერთს ცაშკიბულზე რჩება ზარბაბი ამ წუთისოფლის შუქად, საიმად ზარბაბი არი ლექსის საბაბი- და არა მეფე და მესალინა. აქ თვალებია?! მრეში, უნაბი აქ ფესვებია?! გველს ემარგვლინა კალოს ხარია აქ ხამურაბი უღელს აგრილებს აქ მესალინა.