ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2016


ჩვენებური ლექსი

ასე შემემთხვა,
უდიერი სიტყვით დაჭრილი,
ისე გავხევდი,
წლები,
ვით ჭადრის მოცვლილი ქერქი,
შემომაცვივდა.
ფასკუნჯს საკუთარ ხორცს
შევაჭმევდი
უმოძრაობის უფსკრულიდან
თავის დახსნისთვის.
გაზაფხულდება -
გადარჩენილი  ხე ფოთლებს 
ისევ ააშრალებს,
დაუბრუნდება  ძველი იერი.
მეც, განსაცდელმა  რადგან
არ მომკლა,  გამაძლიერებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები