ქართლის ფიქლები მცხეთის ქვაბები ატირებული ძმებო თავლოდი და ასე უღვთოდ ხავსისაგებად მამულო ჩემო როგორ დაობლდი შენამტვერები და შენაქრები ჩაფიქრებულან ნაქალაქრები... სად არი მეფევ, ალაფი შენი ტაოს ძეთა ბჭე განძა და ლორე, სად არი დედაუფლის ლაშქარი და რატომ გახდა ბერმუხა ოლე. რბიან თირები მეეზმანებიან არტანუჯელთა ზარზმა და ხანძთა ვეღარ გავუძელ ამდენ გაცემას წამოვუმუხლე ზეგანს ძეგამთან... თვალწინ ამოტყდნენ გორდას წვერები ორლესულები შემხვდნენ გავაზთან რად არ ისმინე, არ იქნებოდა მამულო ჩემო ეკლის რგვა ვაზთან გადამეღობნენ ნიახურასთან ნაგორგასალი ხოდაბუნები დადევნებული ხოხბებს ქორები ნაქარბუქარი ბედაურები. ღელავდა მტკვარი თითქოს ცრემლ იყო ადიდებული გიაურების ფერეიდანში ნაიავნანარ მე ვარ სარანგი ჭიანურების. დარიალს აველ მსურდა მენახა ვეფხვის და მოყმის ნასისხლურები მამის ნათელი შემოენახათ ვეფხვს დაეძებდნენ მოყმის წულები ქართლის ფიქლები მცხეთის ქვაბები ატირებული ძმებო თავლოდი და ასე უღვთოდ ხავსისაგებად მამულო ჩემო როგორ დაობლდი