ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2016


სინგულარი-221 და ძველი შედევრები

საღამო ვნებათა სიღრმეში იკივლებს
მზის წვეთი რადგან წვეთს ის ცეცხლი ვინც მისცა
ჰაერის ფერება, ბაგეთა სიგრილე
წითელი ლაგვინის სასმისით ღვინის სმა.
სხეულის ფორმები ზომაზე დახრილი
სიმორცხვე ნდომაზე უძალო ლაჩარი
სუსტი ბრბო ბგერათა ერთმანეთს წახლილი
ღამე მოზეიმე და როგორც ანთარი
იწვოდა ბაგეთა კალოზე მკათათვე
კვდებოდა გრიგალი ანთებულ ნაკადის
იგრძენი? მე დღესაც შეგეხე ზღვათამსვლელს
მაგრამ შენ იმ ხომალდს არ ჰგავდი, არ ჰგავდი
ეს იყო განცდები, ნაცადი ურჩობა
სხეულის მორევზე ამსხვრევდი შიშის ნავს
ცხადია... ნაკადებს ვინ გადაურჩება?!
მაგრამ ეს არაფერს არაფერს არ ნიშნავს)

...............
                                                                    ტატოს

შეგიფერებს დალოცვილო საქმრო
და გაგავსებს მთვარითა და ქარვით
როგორ იტყვი ვაჟკაცები აქ რომ
დაილია-ჭავჭავაძის ქალი...
რა სიფითრე მიუვლინე იმ დღით
სრასასახლის ბანოვანთ და სეფეთ
ანდა რაღად ბაგე უცხოდ გითრთის
სადაცაა ვარდად აგაფეთქებს
შეიდიშებს ოდიშიდან ჰერეთს
მოაფრენენ ზერდაგები ქშენით
მარაქაში ვიღაც შეაგელვებს
აფსუსი ხარ დადიანო, შენი...
ბარათს ატანს წინანდალის ვარდთან
ეუბნება წადი ძმაო, წადი
ჩემი ერთა თუ დაგიხვდა კართან
წაიყვანე... ალბათ შეუყვარდი
...ის კი გელის აგერ უკვე თვეა
არ სცილდება ჭიშკარს ფიქრებნაჩვევს
მოდის საქმრო ბედნიერი დღეა
ყველაფერი ნუთუ ასე დარჩეს:
შეგიფეროს დალოცვილო საქმრომ
და გაგავსოს მთვარითა და ქარვით
როგორ იტყვი ვაჟკაცები აქ რომ
დაილია-ჭავჭავაძის ქალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები