| ავტორი: ნექტარი ჟანრი: იუმორისტული 18 ნოემბერი, 2016 |
ხო ეს ისევ გურულებზე გამახსენდა. რამდენიმე ხნის უკან საქმიანი ვიზიტით ვესტუმრე გურულებს. მოვიკითხე მეზობელი, მიპასუხა მოკითხვაზე, მაგრამ რა მიპასუხა. ღრმად ამოიოხრა, ეშმაკურად ჩამხედა თვალებში და ღიმნარევად ამბობს: - კაია ბიძიე, აფერი გაგიჭირვოთ ღმერთმა, მარა აი, ქალაქელები, მუდამ კაი ჭმულებივით გამეიყურებით, ენერგიულად, ლაღად, კაი მოგეცეთ, მარა რა გითხრათ იცით?. მაი ყოლიფერი კაია მარა , აი ჩემი ამბავი კი აღარ მეიკითხება უკვე. -რატომ ჯანმრთელობა ხომ კარგი გაქვთ ბიძია ამბაკო თქო, ვეუბნები ღიმილითვე. -მადლობ ბიძიე, ხორცი მე არ მაწუხებს და ტყავი კი მაქვს აი საღი, მარა აი ძვლები მიშლის ხელს პაწა- მპასუხობს ბატონი ამკაკო. რატომო ვეკითხები, გაკვირვებული ისევ. გული, გული ხომ მხნედაა შევკადრე მორიდებით. მაიც კია ბიძიე კარგადო მიპასუხა. შევუბრუნდი ახლა უკვე ძვლების ამბავს. ბიძია ამბაკო, მაი, რომელ ძვლებზე თქვით-თქო წეღან, შევახსენე. -რომელზე ბიძიე და აი სულსა და ტყავს შორის რომააო-მპასუხობს. ხოდა რა გაუჭირდათო. ვკითხე ისევ. რაი ბიძიე და კაი ღრჯები მაქვენ ბაღჩაში, მაგრამ შემოხვევაში მიშლიენ ხელს, იმდენი ლობიე და მჭადი მივირთვი აქობამდე ამ წელიწადს რომე, მეშინია. არ შემოვეხვიო ღრჯასო. თქვა და თავადვე გაიღიმა უხმოდ. გამეცინა მეც, რადგან ისეთი საინტერესო ტონით საუბრობდა იტყოდა კაცი, ტანჯული სამშობლოს ისტორიას ყვებაო. გამოვბრუნდი და წამოვედი სახლში. მივიხედ-მოვიხედე და თვალში მომხვდა ახალდაკლული ღორის სამწვადე მეზობლების პატივსაცემად ამ დღეს აღებული ბაზარში, რომ მქონდა. მოვკიდე ხელი და ავიღე გეზი ამბაკო ბიძიასკენ. დავუძახე და შევაღე ჭიშკარი. ჭრიალით გახსნილ კარებისაკენ მოეშურებოდა ჩქარი ნაბიჯით ამბაკო ბიძია, დავინახე. მივუახლოვდი და ვეუბნები: – ბიძია ამბაკო, გავიგე კარგი მწვადის შეწვა გცოდნიათ და მეც ამიტომ გადავწყვიტე თქვენი შეწუხება, თუკი თანახმა იქნებითო. რავა არა ბიძიე, მაგრამ რეიზა შეწუხებულხართ, ჩვენ ბიძიე ლობიე და მჭადის გარდაც კი გვაქვს ყოლიფერი, კაი დახვედრაც ვიცით და სტუმრის კაი მიღება– პატივისცემაც, მარა, ხომ იცით ბიძიე გურული კაცის ენაკვიმატობის ამბავი, რაცხა იმფერად გვეთქმევინება, რომე ბიძიე, არც კი ვფიქრობთ ამიზაო. და დაიწყო გურული ენაკვიმატობის მაგალითების მოყოლა, თან მწვადის ამბავს აგვარებდა. დაალაგა თუ არა მწვადები ნაღვერდალზე, გასძახა ცოლს, ფატიე აბა შენ იცი თავი არ შეირცხვინო და თავი არ მომჭრა დღეს თვარა, ამეღამ ვერ გადამირჩები, ხვალ კი, აქანე შენი ბურდღა აღარ იქნებაო. თან დააყოლა გაუჩენელი გააჩინე ქალო, აი იმფერი კაი სტუმარი გვასტუმრა ღრმერთმაო. მე კი ვეუბნები: ამბაკო ბიძია რა ვქნათ ახლა მოვერევით ამ მწვადს, თუ დახმარება გვჭირდებაო. გაიღიმა და მეუბნება: –ბიძიე, აი მეფიქრებოდა მეც და მინდოდა ერტი კარგი გურული იუმორით მომეხსენებინა, მარა მომასწარიო. თან დააყოლა: -კა ხალხს რა დალევს აქანე, ამ მინუტში მეიყრიან თავს ჩვენ რომ გვეკადრება იმფერი მეზობლებიო. გასძახა–გამოსძახა და მანამ მწვადი შეიწვა, საინტერესო სუფრაც გაიშალა. ყველას რაღაც მოჰქონდა, ამატებდნენ და ამატებდნენ სუფრას მოსულები თავის ნახელავს. მერე კი, გურული კრიმანჭული და ცეკვა–თამაშიც გაიმართა, ისეთი, გურულებს, რომ შეეფერება. დაუვიწყარი გახადეს ამ მხიარულმა ხალხმა სრულიად მოულოდნელად ეს დღე ჩემთვის, რომელზედაც ვერც კი ვიფიქრებდი. ეს კი სულ ბიძია ამბაკოს ნათქვამისა და მისი საინტერესოდ მიმზიდველი საუბარის შედეგი იყო. აი ასეთი საინტერესო ხალხია გურულები, მათთან ვერ მოიწყენ, როგორ განწყობაზეც უნდა იყო, უბრალოდ ეს შეუძლებელია. ესტუმრეთ ხშირად გურულებს და გაგიხანგრძლივდებათ სიცოცხლე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობთ გულიანა, მადლობა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
გმადლობთ გულიანა, მადლობა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. გარდა ქართველობისა, გურიასთან მეც კარგი ხალხი მაკავშირებს... თუ დაბრუნება მეღირსა, მათ აუცილებლად ვესტუმრები . <3
გულიანი სტუმარმასპინძლობა ყველგან ათბობს... ++
გარდა ქართველობისა, გურიასთან მეც კარგი ხალხი მაკავშირებს... თუ დაბრუნება მეღირსა, მათ აუცილებლად ვესტუმრები . <3
გულიანი სტუმარმასპინძლობა ყველგან ათბობს... ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|