| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 27 ნოემბერი, 2016 |
მოვედი, აქ და შემომეგება წარსული, ისე მომტრედისფერო, აქ ნაფეხურებს , ვხედავ უკლებლივ ჩვენსას და მინდა რამე დავწერო. მიტოვებული საქანელები. ნაქალაქარში, როგორც ველურად გადაქცეული ვაზის ჯიშები, მდინარის ნავალ დიდ კალაპოტში, მიმოფანტული ძვეელი ქვიშები, მაგრამ არ ვიცი, აქ, ამ ადგილას, თუ შენ არ მოხვალ, რისთვის ვიდგები., აკრეფავს ნისლი თავის ამალას, ავყვები და შიგ დავბინავდები. შემოიარა, მთელი ცა მთვარემ გულმა კი, ფიქრი ვერსად დამალა. მთვარე ჩემსავით, ჩუმი, გულიდან ხატავს ფრაგმენტებს უამრავ დრამის და მეგობრობა არ მითქვამს ჩვენი, არის წლების და უამრავ წამის. ცის ტატნობიდან მიყურებს ის და ალუბლის ჩრდილი მიწაზე როკავს, ხმაურით, დაყრილ ფოთლებსაც ქარი, ხვეტავს და მიწას პირწმინდად ლოკავს. შორს ფერმკრთალდება დიდი ვარსკვლავი ვაცილებ, როგორც იდუმალ მოყვასს..
დ ა სევდა უ ნ ა პ ი რ ო ა
ვქმნი ფოტორობოტს, თქვენსას , გითხარით. თქვენ მიპასუხეთ : რა საჭიროა. საინტერესოდ მივყვებით ზღაპარს, სევდა კი, მაინც უნაპიროა. გამექცა ფიქრი, ჩვენიდან შორად, ვერ მოგატყუებთ, უნებურია, რა ვქნა, იმედი, ნდობის ფაქტორი, შეჭირხლული და ისევ მრუმეა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უდიდესი მადლობა მუხა.
პატივისცემიტ ნ ე ქ ტ ა რ ი. უდიდესი მადლობა მუხა.
პატივისცემიტ ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. მომეწონა, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემ შეგრძნებებთან. მომეწონა, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემ შეგრძნებებთან.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|