ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2016


ო ქ რ ო ს თ ე ვ ზ ი

ნაბიჯს  ვუნაცვლებ  ნაბიჯს იოლად,
სხვა ყველა  არის  რთული  და  ძნელი,
მე  ჩავიმუხლე  უკან, ცოტა  ხნის,
ხელი  როგორ  არ  წამომაშველე.

მოვყვები  ახლა  სანაპიროს  და
მტკვარში  ოქროს  თევზს  ვხედავ მგონია.
მინდოდა  ჩემი  გამხდარიყო  და
სურვილს  რა  დიდი  ძალა  ჰქონია.

ხელი  ავიღე  ამ  განზრახვაზე,
ისე,  უბრალოდ, არ  ღირდა რადგან,
წარმოვიდგინე  ფერხთით  მფორთხავი,
მტერი  ჩუმად  რომ  სამარეს  მადგამს.

აეხსნა  ფარდა  ფარულ  მზაკვრობას
ყველასას  წამში,  ასე  რომ მალვენ,
კაცის  გულია,  ასეთი  მხოლოდ,,
რომ  გიცინიან  და  მტრობას  ფარვენ.

რადგან,  ეს  თევზი  წარმოვიდგინე,
უენოდ  ჩვენთან,  ასე  მუდმივად,
პირი  სავსე  აქვს  წყალით  სრულიად,
ირგვლივ  კი,  კბოდე,  დიდი რუტინა.

ვცილდებით მე  და  თევზი  ერთმანეთს,
მადლობას  ვიხდით  წყვილად ,ორივე
იძრობს  ფხასა  და  მაწვის  მობრწყინვე.
მე  სიკეთისთვის  მადლი  მოვკრიბე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები