ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2016


ფ ო თ ლ ე ბ ი ს ფ ე რ ი თ შემოდგომა

აი  როოგორი  ძღვენი  მოგართვი,
ხედავ,  ძვირფასო,  ამ  შემოდგომას,
ფოთლების  ფერით  შემოგაპარებ
მე  სიყვარულის მცირე  შეცდომას.

უხვი  ცვენიდან  ვარდის  ფურცელთა,
შემოგვრჩა  ხელზე  ხმელი  ფოთლები,
სიყვარულის  ცეცხლს  ნავთი  აკლია
და  ნაღვერდალი  სუსტი  ნავლია.

ყინვის  მძვინვარე  კივილი ისევ,
უკიდეგანო,  სანახებს  აკრთობს
და  ლოლოებად  ადნება  სული 
ამ  ჩემი  გულის,  უსაზღვრო  ფართობს.

აქ,  გურიაში  მაწოდებს ხელში,
დეკემბრის  ორი,  ხორხოშას  სეტყვის,
ჩვენს  სიყრმეს  სტკივა  ხელ-ფეხი , სხვად  კი,
დაფარულ  ღალატს,  სიბერე  გვეტყვის.

ხელჯოხით  მოდის,  მხნეობა  ჩვენსკენ,
ტაატით  მიდის,  ურემი  გზაზე,
გემი  ბოლომდე  მინებდა  ზღვას  და
გოდრით  ტოვებენ  მხცოვან  კაცს  მთაზე.

რა  გაეწყობა  ბევრს  აქაც  ისეთს,
გვეუბნებიან  ჩვენ  რომ  არ  გვინდა,
ვინანეთ,  დროზე  ძალიან  გვიან,
ხოხბები  თვალწინ,  რომ  აგვიფრინდა.

ზამთარი,  თოვლი,  წინ  შემოდგომა,
ქარები  ხშირი  და  ფოთოლცვენა,
გამომივლია  დიდი  გზა  მიკვირს,
მე,  ასე  მცირედ,  რამ  მომაჩვენა.

გარდაიცვალა  ბინდი,  ჩვენს  თვალწინ
და  მაინც,  იმედს  ვხედავ,  ცად  აწვდილს...



 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები