ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2016


ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ს თ ა ნ

ჩამოიფერთხეს  ხალისით  ტანი,
აქვე,  სულ  ახლოს,  ბაღში  ხეებმა
და  გამახსენეს,  ისევ  თავიდან,
სიამე,  სიყრმის  ტკბილმა დღეებმა.
ჩამოიარეს  ქარებმა  ქროლვით,
ხელში  ფრიალა  ამიფრიალეს,
ხარისძირების წყლის  წისქვილები,
ხედვის  არეში  დამიტრიალეს.
ბაბუაწვერას  მფრინავ  წამწამებს
თავაწყვეტილი  გამოვეკიდე,
ჩამესმა  მამლის  კრიახი  შორით,
ხუჭუჭა  ბატკანებს  თვალიცა  ვკიდე.
ვეხები  ბუსნოს  ფრთხილად  თითებით
და  ბავშვობა  ჰგავს  წაკითხულ  მითებს.
აპრილი  ისევ,  თამაშობს  მზესთან,
ვით  ბედისწერა სამყაროს  ღერძთან,
გუგული  სევდით  უგალობს  სამწყსოს
და  გაჩუქებულ  პირმშოზე  დარდობს.
პატარა  ლეკვებს  მოულხენიათ
დედა მზრუნველად  ულოკავს  დრუნჩებს.
ქარი  გადარბის  ბუსნოზე  მარტო,
უკვე  წარსული,  მეც  ტკბილად  მართობს.
ჩემს  ეზოს,  მზიან  ნაწილში,  ჩემთვის,
ფუტკრები  ახლაც,  ზუზუნით  ბარტყობს,
ჩამოიარა  აქ,  შემოდგომამ
ბებოს,  მამას  ლანდს,  ხის  სკამზე  ვლამობ,
ჩემი  წარსული,  სწორედ  ასეთი,
მომწონს  ძალიან  და  სულსაც  ამკობს.
განსაკუთრებით,  როცა  ეზოში,
ვარ  და  ნიავი  ბავშვივით  მართობს.
აქ  დარჩა  ჩემი,  ბავშვობა  ლაღი,
აქ  ჩემი  ჯიში,  მუდმივად  სახლობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები