ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2009


ფიფქი, ვით თეთრი პეპლების მართვე

ისევ სტუმრად ვარ ილტოს ხეობის,
თოვლს მთები თეთრად აუსუდრია,
ისევ იღვიძებს სულში მხნეობა,
როცა გარემო ასე მყუდროა...

ხეები დგანან თეთრი თავშლებით,
თეთრი სხეულით, თეთრი მკლავებით,
და ქარი ისე ეთამაშება,
შემოაგლიჯოს ლამის კაბები.

ფრთაფართე ფიფქთა უშქარი ლაშქრის
რიცხვდაუთვლელი ლეგიონები,
დედამიწისკენ იმგვარად ქრიან
თითქოს ცამ მათი მოკვლა ინება.

და მე ამ ფიფქებს, როგორც ყვავილებს,
ანდა ვით თეთრი პეპლების მართვეს,
ვაგროვებ ხელში და ვიადვილებ
სურვილს, რომ მოვალ და შენ მოგართმევ.

მაგრამ როგორც ეს სწრაფვა შენამდე
არის მარტოდენ სუსტი მირაჟი,
ისე ფიფქებსაც მზის სხივი ადნობს
და გზავნის ყინვის ცივ ვიტრინაში...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები