ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2016


ავტობიოგრაფიული ლექსი-ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე

აბაჟურის ნაჟური საწნახელში ჟურავდა
ქვათა ათას ქარავანს გადაურჩა არავინ
ურვისფერი ურადან წვეთი გადაუვარდა
მაოცარი, უოხი, უზომესის მზარავი...
ამოტეხა სიღრმიდან სიბრძნის ყველა მაარა
დაურიგა ცარიელ, ძმებო, ჭკუის კოლოფებს
მაშ რა ექნა, მარტო, მას, დაეცალა მათარა-
მშვიდად დალოდებოდა, პოეტებო, ბოლო დღეს?!
განა ვისი ბრალია... ბარემ ბრმაა კახაბრის
ჯომარდ ჯვარედინებზე ხანძრობს უომარება
გზა აბგაში ჩაკეცა, იმ საოცარ ნახვამდის
ოდეს ამის დამწერი ნაღდად შეგებრალებათ.
ცვარი ყვავის ლელცაში, ცა სისხლს შეუმოცვია,
ის რაც ზეცას აბუა-მიწას ჩამოატირდა
მაგრამ ამ უეცარში ერთხელ არ უკოცნია
ეგ ფურცლები ღაბუა მატიტელა მატილდა...
ამიტომაც ნუ ტირი მიაშავე ძველ ლოდებს
დაე უგულობისთვის უგულობა ელოდეს.

)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები