ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2017


სამრუმე

ბევრი არაფერი არ არსებობს
ცოტაც სათნოების უშქარია
თასი მომაწოდეთ პარნასებო,
ასე ცხოვრება თუ უჩქარია.
გოგო რა გინდოდა ალამუთზე
უგზოს, უჯანღოს და უარაგვოს
ლაზეთ-ჰერეთივით გამაჩუქე-
ალიმ დამიძახა უალაჰო...
ზევახ! ღმერთში კაცის საძებნიერს
ეს შენ გაგიმარჯოს მეთევზურო...
კაცში დალეწილი ანძებია
კაცში მეკობრეა შეხიზნული.
ტაატი- ჩემში?- არ არსებობს!
ჩქარი ნაღდია და უაზნოა
თასი მომაწოდეთ პარნასებო,
ფხიზლად სიცოცხლე თუ უაზროა!


თქვენ იმხიარულეთ)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები