ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2017


ლეიკერმია

თოვს ლეგა რიგებით. ყინულის იონებს
თითქოს დაეკარგათ აზრი და მიზანი
ირევა წვეთები, ცა ქუშობს, გიგონებ
დი მიცანი?
თეთრდება, თეთრდება ციური ნაკვთები
ძრწის- მარადისებრი დუმილის თიხება
გამწყდარ და გაკვეთილ ლანდებში არ ვკვდებით
გიხდება-
-ფოტოზე ყინული... გაიხსნა იარა
სამყაროც გათეთრდა ამდენი წამებით
ცა ფანტავს ფანტელებს სულ გადაგვიარა
წავედი!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები