ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2017


მშობელი

სასოწარკვეთისაგან შვილი რომ  დაიფაროს
მტკიცედ შეუძახა  დაბნეულს უცაბედად:
თუ კი გული გერჩის, - გრძნობებს არ დაემალო,
როცა ძალა შეგწევს - შიში არ დაიბრალო,
ვიდრე ცოცხალი ხარ, სიკვდილი არ გაბედო!
შვილმა ქარტეხილი თამამად გაიარა,
სული ვერ დაუმძიმა ვერც ჟამმა კუნაპეტმა.
ახსოვს რომ განსაცდელს არ უნდა დაემალოს -
ვიდრე ცოცხალია, სიკვდილი არ გაბედოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები