| ავტორი: ნექტარი ჟანრი: იუმორისტული 6 თებერვალი, 2017 |
გათენდა – ჩამოყარა ასო–ბგერები ყურებივით ლიტ.პორტალმა. დიდხანს იყო ასე, სანამ არ დაღამდა. თუმცა, ბევრმა შემოიხედა მოჩვენებასავით და გაქრა, მეშინია!–თვალებით ამხელდა გულის დარდს პორტალი, გამზიარებელი კი, აგვიანებდა. თენდებოდა და ღამდებოდა დაუსრულებლად. იქაურობა, უმზეო უდაბნოს ემსგავსებოდა, რაც დრო გადიოდა. მისი სხეული პატარავდებოდა, ჩიავდებოდა და ვიწროვდებოდა. ავადმყოფს ემსგავსებოდა ლ/პორტალის სილუეტი დღენიადაგ. თავად ძალიან წუხდა, მაგრამ წუწუნს ვერ ბედავდა, რადგან, ამ ყველაფერში ნაწილობრივ საკუთარ გაუტეხელობას და ცოტა უყურადღებობასაც ხედავდა. საკუთარი თავის მხილებას კი, ერიდებოდა. იხსენებდა და სანატრელად ქცეოდა: –ერთდროს, ტყემლის ხესავით აფეთქებული პორტალი. ენატრებოდა ის დროც და ხალხიც, აქაურობას რომ ახმაურებდნენ და ჭეშმარიტებასთან დაძმობილებული და სამოყვროდ მისული ლოგიკაც, ახლა გულისგამაწვრილებლად უქნევდა ხელს ძალიან შორიდან, საამისოდ მოწოდებული აქიდანელებს, ის ახლაც, მის უხილავი ძაფებით გატაცებას ამცნობდა, რომ უმისობა უმიზნობასავით სპობდა პორტალის მისუსტებულ და დაუძლურებულ სულს. თუმცა, გაიგონა, ვიღაც რომ შეეხმიანა პორტალს და ურჩია, მოფრთხილებოდა ამგვარ ნარჩენს ყოველგვარი თავის შეკავებით. და დაფიქრდა პორტალი.. ვნახოთ მოაძახა იმ ვიღაცამ. იყო გამომსვლელთა ღელვა ყოველი კუთხიდან. –მართალია გენაცვალეთ! მართალია. ტოო! –ასეა ბაბა, ასე.. –კაი მთქმელს, კაი გამგონი სჭირია, ბიძია. –ზოგიერთან საუბარს, კაი ჭიგნის წაკითხვა სჯობია, ზოგიერთი წიგნის წაკითხვას, ისეთ ადამიანთან საუბარი, კაი წიგნსაც რომ ჯობია. –უდაოა და წყალგაუმტარი ეს. – ემაგრეა ოო. – აპაა. პატივისცემა პორტალს და ერთურთსო. – გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება პორტალმა.
გამოთქვით თქვენი აზრი უნარშესაბამისადოო! –აბა გისმენთ ყურებმომარჯვებულიო! წელს, გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი.ო!– განაცხადა მამალმა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ოპირველესად მოგესალმებით დიდი პატივისცემით.
მამალმა ბრძანა რომაო: ოოო, საიდუმლოაო და ვადის ამოწურვამდე არ გათქვაოო.. დაიბარა. ოპირველესად მოგესალმებით დიდი პატივისცემით.
მამალმა ბრძანა რომაო: ოოო, საიდუმლოაო და ვადის ამოწურვამდე არ გათქვაოო.. დაიბარა.
1.
რა სახის პრიზიო იქნებოა, რა თქვა მამალმა
რა სახის პრიზიო იქნებოა, რა თქვა მამალმა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|