ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: თარგმანი
6 თებერვალი, 2017


ალექსანდრ გალიჩი ბახის მოსმენისას (ეძღვნება მ რ. რასტრაპოვიჩს)

კედელზეაჟღერდა ,  გიტარა
შპალერზე აყვავდნენ
ნახატი ყვავილები ,
მარტოსულობავ,
ღვთიური ნიჭის
შენ, მშვენიერო,
სევდით ივსები. 
არის კი, სადმე
სამყარო ნეტავ,
იდუმალი
იმაზე მეტად,
უარმყოფელი   
ამაოების
მიწიერ ყოფის
როგორიცაა
მარტოობა
ბგერის და ფერის
ან  ჩამოვარდნა
სულ
ბოლო სტროფის.

გზას გაუდგება  "არა იყო რა"
მეტე თანდათან- იქცევა "იყოდ".
ვინედავს რომ ღმერთს შეეკამათოს,
შემოქმედის გზის გამრიგე  იყოს.
მაგრამ სიტყვებს კი,
მოვარაყებულს სტროფში სტრიქონად,
და ტილოს, ქცეულს შედევრის სივრცედ,
რა იოლია შეახო ხელი -
ამგვარ წადილის 
საცდურიც როგორ ძალუმად გიწვევს.
ბევრისმოსურნე,  ყოვლისშემძლე
აღზევებულებს არ ესმით არც ის,
თუ  ახლოს ყოფნა
სრულყოფილებას  ვერ აჩენს განცდის,
ეს სიახლოვე რის მაქსნისია... 
და რე მინორის ტოკატოს ტაძრის
სულიერ კარში
მათი საშვები უვარგისია!


Слушая Баха
М.Ростроповичу

На стене прозвенела гитара,
Зацвели на обоях цветы.
Одиночество Божьего дара -
Как прекрасно
И горестно ты!

Есть ли в мире волшебней
Чем это
(Всей докуке земной вопреки) -
Одиночество звука и цвета,
И паденья последней строки?

Отправляется небыль в дорогу
И становится былью потом.
Кто же смеет указывать Богу
И заведовать Божьим путем?!

Но к словам, ограненным строкою,
Но к холсту, превращенному в дым, -
Так легко прикоснуться рукою,
И соблазн этот так нестерпим!

И не знают вельможные каты,
Что не всякая близость близка,
И что в храм ре-минорной токкаты
Недействительны их пропуска!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები