ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2017


გ ა მ ო ნ ა თ ქ ვ ა მ ე ბ ი


1) იცინე,  მაშინ,  როცა  ეს  გალამაზებთ  და  იგი  ჯანსაღია.

2) შეაქე  ადამიანი,  თუკი  ეს  მას  სჭირდება  და  ეს  შესაძლებელია..

3) ურჩიე  ისე,  რომ  გული  არ  ატკინო  და  კმაყოფილი  დაგრჩეს.

4) ისაუბრე  იმაზე, რაშიც  დარწმუნებული  ხარ  და  ნამდვილია.

5) მოითმინე  ტკივილი,  თუკი  ეს  საყვარელ  ადამიანებს  ნამდვილად  სჭირდება  და  გრძნობენ  შენს  არსებობას.

6)იყავი  იქ,  სადაც  ეს  უხარიათ  და  შენც  გსიამოვნებს.

7) ილოცე  გულწრფელად,  მთელი  გრძნობით,  უფალი  მოწყალეა.

8) დაივიწყე  ის,  რაც  ცუდ  განწყობას  გიქმნით.

9) იყავით  გულწრფელი  და აღიარეთ  ის,  ვინც  არასოდწეს  მიგატოვებთ.

10) გახსოვდეთ ის,  ვინც  არ  გივიწყებთ.

11) გაიღიმე  გულღიად,  ნამდვილი  ყველაფერი  ლამაზია.

12) იფიქრეთ  დარწმუნებით,  რომ  ახალგაზრდა  ხართ,  მოუარეთ  თქვენს  ახალგაზრდობას  და  ის  თქვენს  ცხოვრებას  მეტად  საინტერესოს  გახდის.

13) ყველა  ადამიანში  დაინახეთ  კარგი  და  უპირატესი  და  მერე  გაეცანით.

14) ნუ  მოგერიდებათ,  გამოარჩიოთ  სხვათაგან ადამიანი , თუკი  ის  ამას  ისახურებს.

15) მიულოცეთ  დღესასწაულები  შემხვედრს,  ამით  არაფერს  დააშავებთ.

16) თუ  განაწყენდით,  დარწმუნდით  შეცდომაში,  სხვის  ბრალეულობაში

17) თყ  გტკივათ,  მოიპოვეთ  მალამო,  შეძენილი  ტკივილი  განკურნებადია,  თანდაყოლილი  არა.

18) დაეხმარე  დაჩაგრულს,  თუნდაც  ღიმილით,  რათა  იგრძნოს  საკუთარი  არსებობა  მანაც..

19) ნურასოდეს  აჩქარდებით  საბოლოო  გადაწყვეტილების  მიღებაზე,  აცალე  სხვას  რათა  დარწმუნდე  მის  აუცილებლობაში.

20) გაუფრთხილდით  შენობას,  რომელსაც  აქამდე  აგებდით  და  შესწირეთ  ძვირფასი  დრო,  დაკარგულს  ვეღარ  დაიბრუნებთ.

21) იყავით  სათნო  და  სულგრძელი,  მიმტევებელი,  ეს  ნიშნავს,  რომ  ხართ  ლამაზი  და  მომხიბლველი,  განსაკუთრბული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები