დიოგენეს საძმოს თართებს!
სცენარიუსებს მოუცვიათ ამფითეატრი ჩემმა საძვლემაც დაიძახა ძმაო მაქსიმე დღეს მაიმუნებს აუვსიათ ლოჟაც, სენატიც, ამფითეატრიც... ავანსცენაც... რამდენს, ვაიმე... ეს მერამდენე რომი მოდგა ქართლის გოდოლთან ეს მერამდენე ტყუილს ყვება ზღაპარს იგონებს ეს მერამდენედ მივცეთ ძმებო, ქართლი გოლგოთად ტიბრის ძველ გესლში გამოწრთობილ მგლის ლეგიონებს მავზოლეუმის ავზებიდან სიკვდილი მოვსვი
იმპერიებო, აგერიათ პელაზგში მოსხი თქვენი მომგონის, დამფუძნებლის, დედაც ვატირე... რადგანაც გაჩნდე უბირ მხედრად არის მარტივი: -დღეს ქართლის სისხლი ააფეთქებს რომის ბარძიმებს ხვალ თუ დაგლეჯილს წამაწყდებით თართივით
სიხარულით მიისამძიმრეთ...
ბჭეო, მეოხო, მძლე, მადლო, სისხლად კირდალეულო ვედრების ბუდევ ღმერთში გაგროვებ მიწყივ და მისხალ ერთობის მეტი რა უნდა მსურდეს. ყოველი სიტყვა მოჰგავდა ბოძალს ლოცვაში გაწყდა ენა, ის- ესე...
დედას.....
...ცრემლის ლაშქარი გულზე გესია ქუსლებს გიწვავდა გესლის ეკალი მელოდებოდი როგორც მესიას მერე ვით ჯვარი ხელში გეპყარი წმინდა მთასავით მახსოვს ეგ კალთა ჯვართამტვირთველი და ნაძაძარი შენ შენიც, ჩემიც, ჰგიე ცის კართან მე ერთი წყრთითაც ვერ გადავძარი და რამდენჯერაც დამესო ბალთა ცოდვიან ზურგზე ოდეს გავტყავდი შენ გაიგლიჯე სისხლიან კვართად და უწინარეს ჩემზე გათავდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი.
5. არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი.
4. უუუუუუუუუუუუხ, რა არიიიიიიიიის!, აი, ესეთი მუხტი მიყვარს აქ! სიცოცხლე საძმოს! ვიშ, რა ქართული დატრიალდააააააა!!! უუუუუუუუუუუუხ, რა არიიიიიიიიის!, აი, ესეთი მუხტი მიყვარს აქ! სიცოცხლე საძმოს! ვიშ, რა ქართული დატრიალდააააააა!!!
3. იმპერიებო, აგერიათ პელაზგში მოსხი თქვენი მომგონის, დამფუძნებლის, დედაც ვატირე...
+++
დედას.....
... და რამდენჯერაც დამესო ბალთა ცოდვიან ზურგზე ოდეს გავტყავდი შენ გაიგლიჯე სისხლიან კვართად და უწინარეს ჩემზე გათავდი... + + +
ბრავო. 5. აი ნიჭი.
იმპერიებო, აგერიათ პელაზგში მოსხი თქვენი მომგონის, დამფუძნებლის, დედაც ვატირე...
+++
დედას.....
... და რამდენჯერაც დამესო ბალთა ცოდვიან ზურგზე ოდეს გავტყავდი შენ გაიგლიჯე სისხლიან კვართად და უწინარეს ჩემზე გათავდი... + + +
ბრავო. 5. აი ნიჭი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|