ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2017


დ ი ა ლ ო გ ი

შენ  მკითხე  მაშინ : 
– თუ  შევძლებდი  გადავიწყებას?
მე  არაფერი  გიპასუხე.
და  ჩვენი  მზერა,  სადღაც  შეხვდა  წამით  ერთმანეთს.
აწონდაწონა,  ყველაფერი  ჩუმად,  უთქმელად.
შენ  მიპასუხე :
–არ  არსებობს  არც  სიყვარული,
არც  სიძულვილი  არ  არსებობს  კაცთა  მოდგმისთვის,
თვით  გადარჩენა?
–ეს  ყველაფერი,
ჯერაც  კიდევ  არაფერია,
გადარწმუნებაც?
–ეს  რწმუნებაა,  შეჩვეული  ჩვენივ  აზრისა.
და  ჩვენ  შევწყვიტეთ,  არშემდგარი  სხვა  დიალოგიც.
ჭექდა  ცოტა  ხანს,  დედამიწა  დაფარა  წყალმა, 
არც  კიდობანი  აღარ  იყო,  არსად  ნოესი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები