როცა სხვისი ბიჭი ხარ და გძინავს, როცა სხვისი გოგო ვარ და მღვიძავს, ვფიქრობ სხვა ცხოვრებაზე, ალბათობაზე, სადაც შეიძლებოდა, ყოფილიყავი ჩემი ბიჭი, ვყოფილიყავი შენი გოგო... ვბრუნდები... "ახლა აქ შენი მკლავი იქნებოდა, შენი მხარი და მკერდი..." ვფიქრობ და ბალიშს მაგრად ვიხუტებ.