ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2017


ი ბ ე რ ი ა

გაბრწყინდა  იბერია,  ,ვარდივით  ეკბატინის,
თამარი  თამარობდა,  დავითი  დავითობდა,
დაიბნა  უხვად,  ჩვენს  მიწაზე  უფლისგან  მადლიც,
მტერი  მზაკვარი  ქედს  იხრიდა  ვით  გვთავისობდა.
შემოგვიმტკიცდა  ჩვენი  მიწა  გოჯით  და  ადლით,
სიბრძნე  და  რწმენა,  ერთიანი  ერით  და  ბერით,
გაქრა  დარდი  და  გადიყარა  გულიდან  ჯავრიც,
იყო  სიმშვიდე  და  სამშობლო  სუნთქავდა  ლხენით.
უფალი  მცველი,
        თამარი  ბრძენი,
              დავითი  მხედრით,
                      ქართველი  ბედით,
                                მზაკვარი  მტერით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები