ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2017


მეტისი როქისა-შიშის ვერდიქტი

                                      "ყველაფერი ჭეშმარიტია მის ჭეშმარიტ გაგებაში"
                                                                                    კახა მჭედლიშვილი


მეთეოსეთა რეკავს რითმონი
ვერ გადავურჩი წყვდიად რითმიდებს
მეტისს, მცირედიც მერქანს მითორნის
ნაცვლად უკვალავ ბორკილს მითლიდეს...
და გადავშენდი, გავტყდი, გავმწარდი
ვშიმშილობ სიბრძნის ბოლო გოლემთან
და ეს სამყარო ცოდვის აზგარდი
მეცოდინეთა... მეამბორეთა...
არადღა მყოფნის, ვყივი მიუგად
იყო ამაო ყველა ამბოხი
როგორც ნათელში ჩამტყდარი გუგა
როგორც დუმილით ჩამწყდარი ხორხი.
და დღეთა ნივთი მიაზრებს როკვით
და სულის ძარღვებს მაწყვეტავს ლექსი
და ვდგევარ როგორც სხვის ომში როქი
ვით სხვისი ლაქა, ვით სხვისი ლექი.

)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები