ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2017


თ უ შ ე თ ი

თუშეთი  ჩვენი
სამოთხისფერ  სილამაზეთი
და  გზები  იქით  მიმავალი  ხიფათიანიც.
ვიწრო  ბილიკი და  ლეკეთი, ლეკიანობაც.
რამდენი  ცხენი .,
მიმავალი  მთათუშეთისკენ,
გადაჩეხილა  ციცაბო  გზის  ნაპირებიდან,
მგზავრს  კი  ფეხშიშველს,
  ჯვარითა  და  მწირი  საგზალით,
დიდი  იმედით, მონატრებით,
ვით  გზააბნეულს,
მაინც  ასულა
და  თუშეთში  აუღწევია.
და  მაინც  ჯვარი,
ეკლესია, იქ  მონასრები,
სულს  მოხილვება,
იმათი  რად  მოსწყურებია.
ოი  ეს  მთები,  ფერდობები, იალაღები,
შემოგვხარის  და გვეგებება
სულმოუთქმელად.
მოდი  ავიდეთ  ,
კიდევ  ერთხელ  ავიდეთ  ერთად
და  გავახაროთ  მთის  არწივი
რომ  გველოდება.
განა  საკმარი  არ  იქნება
იქ  ჩვენი  ხმობა,
ჩვენი  სტუმრობა,
ანდა  ასე  უთქმელის  თხრობა.
მოდი  ავიდეთ,
მოდი  მართლა,
კიდევ  ავიდეთ
და  ვინახულოთ
ვით  სამოთხე,
ჩვენი  თუშეთი.
ვინც  არ  გამომყვეს,
ხმა  არა  აქვს  ამოსაღები,
დგანან  კოშკები,
  საოცარი  სიპით  ნაგებნი
სტუმართმოყვრულად 
გაუხსნიათ  ბებრებს  ბაგენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები