ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2017


გ ა ნ წ ყ ო ბ ა

ჩემი  ცხოვრება  სრულიად  შეიცვალა..
ძილი  დავკარგე,  მოსვენებაც.
სამსახური  და ვალდებულებები მტანჯავდა,  დამიმძიმდა  მდგომარეობა,  ჩემს  ტვინში  ჩახედება  რომ  შემძლებოდა  ამ დროს  , იმ ქაოსს  ხელის  შეხებითაც  ვერ  მივცემდი რაიმე  მიმართულებას,  დალაგებაზე  ხომ  არც  კი  შეიძლება  საუბარი.
ყველაფერი მაღიზიანებდა  ერთნაირად. ამას  ემატებოდა  ივნის–ივლისის  თბილისური  მზე,  ერთ  სივრცეში  მოძრაობა, ერთიდაიგივე  ადამიანები და გარემო. ეს  მოთმინებას  მაკარგვინება  მთლად.
არ  ვიცოდი  როგორ  შემომეტრიალებინა  ყველაფერი  საკეთილგანწყობოდ.
დილა  იყო. სუსტმა  სიომ  დაუბერა  მტკვრიდან, ბარათაშვილი  გამახსენა  რატომღაც,  მერე,  ჩემი  პირველი  დღე  სკოლის, პირველი  გაკვეთილი, პირველი  სიხარული.  შეგრძნება  იმისა,  რომ უკვე  ვიღაც  ვარ.  ახალი  ცხოვრება  და  პირველი ნაბიჯები,  ფრთხილი  და  გაუბედავი.  ვავლებ  პარალელს  იმ  და  ამ  პირველს  შორის.  დიდი  დროა  გასული.  მსგავსებას  ვერ  ვპოულობ  მათ შორის.
უცებ  დედა  მახსენდება,  დედა!, დედა!.  ჩემი  სისუსტე  და  აუწონავი  ბედნიერება,  განა  მჭირდება  რაიმე  იმაზე  მეტი,  რომ  დედასთან  მივიდე  ახლა? ვფიქრდები.
სევდა  მაწყვეტინებს  ამ  ფიქრს,  რა ვუთხრა  დედას,  მე  ხომ  ბედნიერი  ვგონივარ  მას,  როგორ  წავართვა  და  ჩავუშალო  ეს  სიამვნება?  არა,  არა  არ  გამოვა  ეს  სტუმრობა, დანახვისთანავე  წაიკითხავს  ჩემს სახეზე  ყველაფერს  და ჩემზე  უარეს  დღეში  ჩავარდება.
დედა  კარგად უნდა  გრძნობდეს  თავს,  ვიმშვიდებ  ფიქრებს  ისევ.  სხვა გზას  ვეღარ  ვეძებ  და  ძებნასაც  ვანებებ  თავს.. სული მტკივა  სისხლისფერი  ცრემლებით.თეთრ თოვლზე.
სწორედ  ამიტომ ვეღარ  ვეხმიანები  დედას  ტელეფონითაც,  ეს  რამდენიმე  დღეა,  რაზედაც ძალიან  ვწუხვარ, რადგან  ვიცი,  რომ  განწყობისეული  ხმა  სიმწრით  ჩაეღვრება  დედას  გულში,  მას  ვერ გამოვაპარებ  ვერაფერს.
დედა  მიჩვეულია,  თითქმის ყოველ  დღე  ვკითხულობ  ამ  სიტყვებით:
–დედა, ჩემო  საყვარელო ძალიან,  როგორ  ხარ  და  როგორ  გრძნობ  თავს  დღესო.  მუდამ  ღიმილით  მპასუხობს  თავად,  რომ  თქვენით  ვხარობო  და  ეს  მოკითხვა  კიდე  სიცოცხლეს  მმატებსო.
ინტერნეტსივრცეს  მივაკითხე იმედგაცრუებულმა.
ვხსნი  ჩემს  გვერდს  და წერილი  ციმციმებს. მესიამოვნა და გამახარა  ძალიან,  ასეთ  დროს  ეს  იყო  რაღაც  ძალიან  დიდი  და  შვება  კურთხეული  ნება  უფლისა,  ცუდზე  არც  მიფიქრია.
ვიწყებ  წერილის  წაკითხვას  და  მაოცემბს  ადამიანი,  რომელიც  ასეთ  დროს  სიმხნევით  სავსე  წერილს  მწერს,  რომ  ცხოვრება  გრძელდება  და  უკან  დახევა  დაუშვებელია, რადგან  წინ  ძალიან ბევრი  და  საინტერესო გზებია, მთავარია  არჩევანზე  ვიფიქრო  და ყველაფერი კარგად იქნება.
მე  ვეუბნები,  რომ  არ  ვიცი  რაღა  უნდა  ვქნა ახლა,  მაგრამ  არ  ვამხელ,რა მჭირს.
ის მეუბნება  რომ  დავწერო  ჩემი  ცხოვრების  შესახებ  თუნდაც  და  ეს  სხვანაირად  გარდაქმნის  ჩემს  მდგომარეობას.
ვჩუმდები  და  არაფერს  ვამბობ.  მერე  ვეუბნები,  რომ  ჩემი  ცხოვრება ძალიან გრძელია,  და ვერ  შევძლებ  მისთვის  შებრუნებას  უკან.
ის კი მეუბნბა  და მარწმუნებს,  რომ  იქ  ბევრი  ტკბილი  და  საინტერესო  მომენტია  მიძინებულ–მივიწყებული ჩემთვის  აალგაზრდული,  ლამაზი  და საამაყო,  საინტერესო.
აღწერე  რამე კარგი,  მეუბნება,  გაიხსენე  დეტალური  მონაკვეთები  და ყვება  რაღაც  ბავშვურს  თავისი  ცხოვრებიდან,  მეღიმება.
მას  სიამოვნებს.  ცოტა  გულზე  მომეშვა.
ვაღიარებ  მის  გამოჩენის  მადლიერებას.
მერე  ვეკითხები,  საიდან  დავიწყო თხრობა  რა  არის  საინტერესო  მაინც.  იქნება  ჯობდა  დავსვა  წერტილი  და არ  გაგრძელდეს  აღარაფერი  და მოვისვენო.
მან უარყო ეს.
ვიხსენებ  ბავშვობიდან  ერთ  ამბავს  დ ერთსაც  სტუდენტობიდან.
6წლამდე  სოფელში  ვიზრდებოდით.
ვიყავი  3-4  წლის  დაახლოებით.
ისეთი  ბავშვი  ვიყავი,  ყველას  რატომღაც  ვუყვარდი, ეს  განწყობა  დღემდე  მომყვება,  ალბათ უფალმა  მომამადლა.
მეზობელმა  ქალმა  მთხოვა  მისი  შვილისათვის  მიმექცია ყურადღება  მის მოსვლამდე,  თავად კი  წყალს  მოიტანდა  წყაროდან, სხვა  ბავშვებიც  ახლოს  თამაშობდნენ.
ქალი  წავიდა  წყაროზე, უცებ  ღორის  ჭყვიტინი მოისა.  გავიხედე  და  სააღორის  სახურავიდან ბავშვი ჩახტა, საღორიდან  შეშინებული  ღორიც  გამოვარდა,  ბავშვი  მის  ზურგზე  დაეცა,  შეშინებული  ღორი  გადახტა, მასზე  ამხედრებულმა  ბიჭმა  ზღართანი მოადინა  მიწაზე  და  დიდხანს  ვეღარ  მოითქვა  სული.  სიცილ–ხარხარი  შეწყვიტეს  ბავშვებმა  წყალიც მოარბენინეს  უცებ,  ყურებს  უსრესდნენ,  ყველა  შეწუხებული  იყო  უფროსებთან  მისვლა  ვერავინ  გაბედა.
ცოტა  ხანში  ბიჭიც მოსულიერდა  და  მეზობელი  ქალიც  მოვიდა,  მადლობა  მითხრა  და  წამოვედი.
გზად  საღორესთან გამოვიარე და  საზამთრს გულები  და  წყალი  შევნიშნე,  ყველა  ბავშვი  მახლობელ  მინდვრისკენ გაიქცა,  მეც  დამიძახეს  გავყოლოდი.
მივედი  და რას  ვხედავ  3–4 ცალი  საამთრო  დევს  მინდორზე  ბუჩქთან და  დაიწყეს  დაჭრა  ბავშვებმა  თან  ჩუმად  საუბრობენ.არც  ერთი  არ  გამოდგა  მწიფე  და  გულები  ამოაჭრეს  მხოლოდ  დანარჩენი  ბუჩქებში  ჩაყარეს.
  ყველა  სახლში  წავიდა,  ჩვენც  სახლში  წავედით მე  და ჩემი  უფროსი  და.
დედა  სახლში  არ  იყო  არც მამა  და  მათ ლოდინში  ცუდად  ვგრძნობდით  თავს,  ბებო  საქმეებს  აკეთებდა.
მალე  ყველა მოვიდა  სახლში.  ცოტა  ხანში  ჩოჩქოლი  ატყდა,  მეზობელმა  ქალმა  დედას  დაუძახა. დედა  სახლში  შემოვიდა,  ერთი  მეზობელი  ქალიც  მოვიდა  ჩვენთან  და  სიცილით  დაიწყო  მოყოლა  რომ  მეზობლის  საზამთროები  მოუპარიათ  ბავშვებს  და  პატრონი  აქცევს  ჩხუბით  ყველაფერსო.
დედამ  დაგვიძახა და გვკითხა  ვიცოდით  თუ  არა  რამე  ამ  ამბავზე,  ხომ  არ  ვიყავით  იქ  ჩვენც  და ხომ  არ  ვჭამეთ  საზამთრო..
ვუთხარით  სად  ვინ  ვიყავით.  ჩემმა  დამ  თქვა, რომ  მას  დანის  მიტანა  დაავალეს და  მისი  დანით დაიჭრა  საზამთროებიც.
დედა  ძალიან  გაბრაზდა და  ორივე  ჯოხით  ისე მაგრად  გვცემა დღესაც  მახსოვს  ის  ტკივილი,  სამაგიეროდ,  ასეთ  რამეებში  აღარასოდეს  მიგვიღია  ამ  დრის  შემდეგ,  მონაწილეობა.
დედა  ძალიან  ჰუმანური  და  ტკბილი  ქალია, ასეთ  მქცევას  ვერავინ  წარმოიდგენდა  მისგან,  მამამ ძლივს  შეაჩერა  მაგრამ  მხარი  დაუჭირა  და  გაგვაფრთხილა მანაც  სასტიკად. ეს მწარე  გაკვეთილია,  სკოლამდე.
მესამე კლასში  ბიჭები მასწავლებელს  ძალიან  აბრაზებდნენ  და  მე  როგორც  კარგ  ბავშვს  დამავალა  ერთხელ  ეზოდან მათ  დასაშინებლად  ჯოხი შემომეტანა.
გავედი  ეზოში  მოვტეხე ტოტი  და შემოვირტყი  ფეხზე ძალიან  ამეწვა  და  გადავაგდე, მერე  სხვა  ვნახე  ყველამ  მატკინა  ფეხი  ძალიან,  მერე დავინახე  სქელი  ბალახის  ხმელი  ღერო  ჯოხს  ჰგავდა,  მოვტეხე  ძირიდან  და  მივუტანე.
მივაწოდე,  შეხედა  და  ღიმილი  შეიკავა,  მკითხა  სხვა  ვერ  ნახე  ამაზე უკეთესიო. მე გულახდილად  ვუთხარი,  რომ  ყველამ  ფეხი  მატკინა  და  სხვებსაც  ასე  ატკენდა  და  ეს  იმიტომ  წამოვიღეო.
  არდადეგებიდან მისულებს  დაგვევალა  თავისუფალი  თემა:  როგორ  გავატარე  ზაფხულის არდადეგები. მე  დავწერე  სამი  გვერდი.
რამდენიმე  წლის  შემდეგ გავიგე მისი ქალიშვილისგან,  რომ სამასწავლებლოში  ხმამაღლა  იქნა  წაკითხული  ჩემი  თემა  და  ბევრმაც  იტირა  თან თქვეს,  რომ ჩემში შემოქმედების  ნიჭი  იყო.
სტუდენტობისას  ერთ  დღეს  სამოქალაქო  სამართლის  ლექციები  გვქონდა.
ჩემს  მისვლამდე  ბავშვებს  ჩემს  მაგიდაზე  ძალიან  ბევრი  ყვავილი  და  მის  უკან შამპანიურები  დაულაგებიათ.
ისე  რომ  შამპანიურევი  არ  ცანდა  მაგიდიდან,  ყვავილები  ეფარებოდა  მათ.
  მე  შემაგვიანდა. ლექტორი  შესულა.  მაშინვე  ჩემი  მაგიდისკენ  გაუხედავს  და  რომ  დაუნახავს  ჩემი  მაგიდა  ყვავილებით  სავსე,  ცუდად  გამხდარა,  მას  ჰგონებია  რაღაც  დამემართაა,  ძლივს  მოუსულიერებიათ,  სინამდვილეში  ჩემი  დაბადების  დღე  იყო.
ამ  დროს მეც  შევხსენი კარები  და  ატყდა  მთელი  ოვაციები.  ლექციები  არ  ჩატარებულა, მივიტანე  ტორტი  და  ა. შ.  ბიჭებმაც  შემოამატეს  და  ლექტორმაც  ბიჭები  გააგზავნა  საყიდლებზე  და  ასე  სასწაულად  ვიზეიმეთ  ეს  დღე.  ამ  ლექტორს  ჩვევა  ჰქოდა  სულ  მე  მიყურებდა  ლექციის  ახსნისას  და  შემოსვლისასაც მე  მომძებნიდა  მაშინვე,  სხვა  ლექტორებიც  ასე  იყვნენ. აქაც კარგად  ვსწავლობდი  ლექცია არ  გამიცდენია  დაწყებიდან დმთავრებამდე.
ამ ყველაფერის  გახსენებამ დადებითად იმოქმედა  ჩემზე  და  დამარწმუნა  რომ  ცხოვრება  უამრავი  მოსალოდნელი  და მოულოდნელი  სიკეთითაა  სავსე  და  მასზე  უარის  თქმის  უფლება  არავის აქვს  და  არც მე  მათ  შორის,  არცერთ  შემთხვევაში.
უფალი  განსაცდელს  მოუვლენს ძლიერს, მას  ვისაც  მისი  გადატანა,  დაძლევა,  დამარცხება  შეუძლია, სუსტები  ისედაც  დამარცხებულები  იბადებიან  და  არიან.
  მაგრამ  ასეთ  შეხსენებას  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  აქვს  კრიტიკულ მდგომარეობაში  ადამიანისათვის, რაც  გინდა  მობილიზებულიც  იყოს  და გამოსავალის  სწრაფად  აღქმის,  მოძებნის  უნარიც  ჰქონდეს.
არაჩვეულებრივია  როცა  ასეთ  დროს,  ასეთი  ადამიანი  აღმოჩნდება  შენს  ახლოს.  ასეთი  რამ, კი მეგობარს  შეუძლია  უცნობს,  თუ  ნაცნობს  არ  აქვს  მნიშვნელობა.
მეგობარი  ხომ  ის  არის, ვისაც  შენი მდგომარეობა  დააფიქრებს  და გამოსავალს  მოაძებნინებს  შენთვის  მზრუნველობით,  რეალურად,  ამისთვის  დროს  გამოამეტებინებს.
მეგობრები  მიყვარს  ძალიან.  დაუსწრებლადაც  და  დასწრებულადაც,  ისინი  ყველასთვის  საჭირო,  ძალიან  საჭირონი  და  აუცილებლები  არიან.
მაგრამ  ეს  შენც  უნდა  შეძლო,  ეს, უნდა  ისწავლო,  ანდა  დაბადებიდან  უნდა  დაგყვეს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები