 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 18 მაისი, 2017 |
მე სკოლაში მასწავლეს ლექსები სამშობლოზე და რადგან - ლექსების გარდა სხვას ვერაფერს ვსწავლობდი, ერთ დღესაც, მივატოვე სკოლა და გავთხოვდი.
ხუთი შვილი გავაჩინე. (აკი - ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა.) აქედან: ოთხი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. მეხუთე მზის.
მერე მოვიდა ომი. ომზეც ვიცოდი ლექსები, მაგრამ ალბათ, ის სხვა ომებზე იქნებოდა.
ჩემი ქმარი ომში დაიკარგა. ან რა უნდოდა ომში? მე მითხრა სიგარეტზე გავდივარო.
ჩემმა ქმარმა ლექსები არ იცოდა. ჩემს ქმარს ფილმები უყვარდა - თავგადასავლები. მაგრამ ალბათ, ის სხვა თავგადასავლები იქნებოდა.
ძალიან გამიჭირდა. ძალიან. გავასხვისე სახლი.
უსახლობიდან ჯერ უფროსი შვილი წავიდა, მერე მომდევნო ორი წაიყვანა. დეიდებთან, ბიძიებთან.
მეოთხე შვილმა საქმე იშოვა. სულ ცარიელ საფულეებს მჩუქნიდა. რად მინდოდა იმდენი საფულე? მეზობლებს ვუცვლიდი მადლში. მადლზეც ვიცოდი ლექსები, მაგრამ ალბათ, ის სხვა მადლი იქნებოდა.
ხდება. სამშობლომ ვერც კი გაიგო ჩემი შვილების ამბავი, არამც თუ სჭირდებოდა.
ჩემი მზის შვილი პირველი მოკვდა. დილით მაღალი სიცხე ჰქონდა, ვარვარებდა. საღამოს ჩაქრა. მზეზე ბევრი ლექსი ვიცი, მაგრამ ის - ნამდვილად სხვა მზეებზე იქნებოდა.
მერე მიყოლებით დაიხოცნენ ჯერ უფროსი მერე ორი მომდევნო. ჩემს ბავშვობაშიც იყო წებო, მაგრამ ალბათ, ის სხვა წებოები იქნებოდა.
ბოლო შვილმა ( გაცლილ საფულეებს რომ მჩუქნიდა) სიმთვრალეში მცემა და მისმა დედამ ჩემში - თავი მოიკლა. ჰო, ღვინოზეც ვიცოდი ლექსები, მაგრამ ალბათ, ის სხვა ღვინოებზე იქნებოდა.
აი, ჩემო სამშობლოვ, მე დაგიწერე სხვა ლექსი - შვილებზე, ომზე, ჩემს შენზე- საბოლოო ჯამში.
თუმცა ეს რა ლექსია?! ამას - შენს მეტი, ვინც ახლა კითხულობ, ვინ წაიკითხავს?
შენ კი, ჰო, შენ, ვიცი, რომ მოგწონდა ლექსები, მაგრამ ალბათ, ის სხვა ლექსები იქნებოდა.
2017 თებერვალი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. სიმთვრალეში მცემა და მისმა დედამ ჩემში - თავი მოიკლა. როგორი მიგნებებია, სრულიად თავისთავადი... თქვენ დიდი პოეტესა ხართ! სიმთვრალეში მცემა და მისმა დედამ ჩემში - თავი მოიკლა. როგორი მიგნებებია, სრულიად თავისთავადი... თქვენ დიდი პოეტესა ხართ!
32. "ჩემი ქმარი ომში დაიკარგა, ან რა უნდოდა ომში? მე მითხრა სიგარეტზე გავდივარო" "ჩემი ქმარი ომში დაიკარგა, ან რა უნდოდა ომში? მე მითხრა სიგარეტზე გავდივარო"
31. ავოიე!!!! რატომაც არა?! ავოიე!!!! რატომაც არა?!
30. ავოიე!!!! რატომაც არა?! ავოიე!!!! რატომაც არა?!
29. ერთმანეთს შემდეგ ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე, რუსთავი 2-ზე შევხვდებით. და და და და და, და და და და და, და და და და დამ და და. ერთმანეთს შემდეგ ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე, რუსთავი 2-ზე შევხვდებით. და და და და და, და და და და და, და და და და დამ და და.
28. მე რაღა უნდა ვთქვა... ცრემლებს რომ ჩაგიგუბებს ისეთია მე რაღა უნდა ვთქვა... ცრემლებს რომ ჩაგიგუბებს ისეთია
27. აი ლექსიიი!!! ყველა ტკივილ-დარდ ჩატეული, თაობების სათქმელი, სამშობლოში უსამშობლოდ დარჩენილთა წუხილი, თან როგორი ფორმით... მოსვენებას რომ დაგიკარგავს და ფიქრის ჭაში ჩაგკიდებს, ისეთია!!! ბრავო!!! აი ლექსიიი!!! ყველა ტკივილ-დარდ ჩატეული, თაობების სათქმელი, სამშობლოში უსამშობლოდ დარჩენილთა წუხილი, თან როგორი ფორმით... მოსვენებას რომ დაგიკარგავს და ფიქრის ჭაში ჩაგკიდებს, ისეთია!!! ბრავო!!!
26. ვახ, შენ გენაცვალე, რ ე ნ უ ა რ! ვახ, შენ გენაცვალე, რ ე ნ უ ა რ!
25. ვახ, შენ გენაცვალე, რ ე ნ უ ა რ! ვახ, შენ გენაცვალე, რ ე ნ უ ა რ!
24. ყოჩაღ ნინო! :) ყოჩაღ ნინო! :)
23. საოცარია!!! საოცარია!!!
21. „მე სკოლაში მასწავლეს ლექსები სამშობლოზე ... მაგრამ ალბათ, ის სხვა ლექსები იქნებოდა."
„მე სკოლაში მასწავლეს ლექსები სამშობლოზე ... მაგრამ ალბათ, ის სხვა ლექსები იქნებოდა."
20. ეს მართლაც მშვენიერი ლექსია. ეს მართლაც მშვენიერი ლექსია.
19. რა მაგარი იყო ეს ! რა მაგარი იყო ეს !
18. ლექსია სულის დუღილი...რენუარისგან ყოველთვის ველოდები პოეზიას, მაგრამ ეს საერთოდ საზღვრებს გასცდა!....+5 ლექსია სულის დუღილი...რენუარისგან ყოველთვის ველოდები პოეზიას, მაგრამ ეს საერთოდ საზღვრებს გასცდა!....+5
17. ლექსია სულის დუღილი...რენუარისგან ყოველთვის ველოდები პოეზიას, მაგრამ ეს საერთოდ საზღვრებს გასცდა!....+5 ლექსია სულის დუღილი...რენუარისგან ყოველთვის ველოდები პოეზიას, მაგრამ ეს საერთოდ საზღვრებს გასცდა!....+5
15. მადლობა ყველა თვალს - ვინც შემოიხედა. ყველა ხელს - ვინც მომწერა. :* მადლობა ყველა თვალს - ვინც შემოიხედა. ყველა ხელს - ვინც მომწერა. :*
13. უი, "პოეზია" - ში "ე" დამაკლდა :( ......... :) უი, "პოეზია" - ში "ე" დამაკლდა :( ......... :)
12. რენუარ, მიყვარს მე თქვენი მშვენიერი პოზია <3
ძალიან! რენუარ, მიყვარს მე თქვენი მშვენიერი პოზია <3
ძალიან!
11. მშვენიერია, კარგი პარალელებით. მშვენიერია, კარგი პარალელებით.
10. გარედან ვკითხულობდი და შემოვედი, რომ არაფრისმთქმელი კომენტარი დამეწერა და კიდევ ერთხელ გამომეხატა პატივისცემა ავტორისადმი. ვიცოდი ეს ლექსი, - რა დამავიწყებდა! სამწუხაროდ ძალიან, ძალიან იშვიათად მიწევს უკეთესი თუ ვერა, ამ რანგის მაინც ლექსების კითხვა.
პ.ს. პირველ ნომრად ვისურვებდი ამ ლექსს მაისის თვის თავფურცელზე, თუმცა ისიც ვიცი, რომ ლექსებს ნუმერაცია არაფერში სჭირდებათ. უბრალოდ მაინც მინდა, რომ ამ საიტის თავფურცელზე მოხვედრა ისევ კონკურენტული და პრესტიჟული გახდეს. სათავფურცლე ლექსებისთვის სტანდარტს კი ასეთი ნაწერები უნდა აწესებდნენ ხოლმე, ჩემი აზრით. გარედან ვკითხულობდი და შემოვედი, რომ არაფრისმთქმელი კომენტარი დამეწერა და კიდევ ერთხელ გამომეხატა პატივისცემა ავტორისადმი. ვიცოდი ეს ლექსი, - რა დამავიწყებდა! სამწუხაროდ ძალიან, ძალიან იშვიათად მიწევს უკეთესი თუ ვერა, ამ რანგის მაინც ლექსების კითხვა.
პ.ს. პირველ ნომრად ვისურვებდი ამ ლექსს მაისის თვის თავფურცელზე, თუმცა ისიც ვიცი, რომ ლექსებს ნუმერაცია არაფერში სჭირდებათ. უბრალოდ მაინც მინდა, რომ ამ საიტის თავფურცელზე მოხვედრა ისევ კონკურენტული და პრესტიჟული გახდეს. სათავფურცლე ლექსებისთვის სტანდარტს კი ასეთი ნაწერები უნდა აწესებდნენ ხოლმე, ჩემი აზრით.
9. ძალიან ძალიან კარგია. ნუ მოგვაკლებ ხოლმე ამ სიამოვნებას, ხო ხედავ როგორი დეფიციტია ნამდვილი პოეზიის ,თუნდაც პროზის. ძალიან ძალიან კარგია. ნუ მოგვაკლებ ხოლმე ამ სიამოვნებას, ხო ხედავ როგორი დეფიციტია ნამდვილი პოეზიის ,თუნდაც პროზის.
8. გენიალურია, უბრალოდ, გენიალური.
განსაკუთრებით კარგად მოდის სხვა თავგადასავლები, სხვა მზეები, სხვა მადლი, სხვა ლექსი, ნიჭი შუბზე უარესია, ვერსად დამალავ. ბრწყინავს და ანათებს. ბრავო. 5.
გენიალურია, უბრალოდ, გენიალური.
განსაკუთრებით კარგად მოდის სხვა თავგადასავლები, სხვა მზეები, სხვა მადლი, სხვა ლექსი, ნიჭი შუბზე უარესია, ვერსად დამალავ. ბრწყინავს და ანათებს. ბრავო. 5.
7. ეს წავიკითხე წუხელ რამდენჯერმე....... ეს წავიკითხე წუხელ რამდენჯერმე.......
6. ისეთი ნაწერია, უეცრად რომ ცივ წყალს გადაგასხამს და გამოგაფხიზლებს. სხვა არა, ზუსტად ეს ლექსი! ისეთი ნაწერია, უეცრად რომ ცივ წყალს გადაგასხამს და გამოგაფხიზლებს. სხვა არა, ზუსტად ეს ლექსი!
4. წავიკითხე და ჩემი დამემართა, სახელს ვერ ვარქმევ. "დავმუნჯდი"ს დავწერდი, დაუწერიათ. მართლაც რომ დავმუნჯდი, ბოლოსკენ მით უფრო. "უკომემტაროდ"თქო ვერ ვაკადრებ -ბანალურია. სხვანაირი მოწონების გამოხატვა მინდოდა, ვიდრე უბრალოდ "ძალიან მომეწონა"...
:-) :-) :-) 5
წავიკითხე და ჩემი დამემართა, სახელს ვერ ვარქმევ. "დავმუნჯდი"ს დავწერდი, დაუწერიათ. მართლაც რომ დავმუნჯდი, ბოლოსკენ მით უფრო. "უკომემტაროდ"თქო ვერ ვაკადრებ -ბანალურია. სხვანაირი მოწონების გამოხატვა მინდოდა, ვიდრე უბრალოდ "ძალიან მომეწონა"...
:-) :-) :-) 5
3. ძალიან მომწონს ეს. 5. ძალიან მომწონს ეს. 5.
1. დავმუნჯდი !... დავმუნჯდი !...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|