დილით ეზოში ჭერამი თოვდა, ალუბლისა და ნუშის ყვავილიც. ერთმა პატარა ჩიტმა იცოდა რად იცხო მიწამ ფერ-უმარილი. მხოლოდ იმ ციცქნა ჩიტმა იცოდა, რომელიც ნაძვზე ბუდის ქსოვას მორჩა წიწვიანს. მოსწონებია გულისსწორს სახლი გახარებულმა ჭიკჭიკით ლაღით, ახალსახლობის ნადიმზე ხალხი, ცა და მიწაც კი შინ მიიწვია