ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2017


დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა....

აპრილის  7-ში,
  აქ  დაბრუნდნენ  ჩვენი  მერცხლები,
შემახსენეს  რომ, 
ერთ  წლით  ადრე,  შევივერცხლები,
დრო  გადის,  როგორც,
გაზაფხული,  ვარდის  ფერები,
მე  თუკი  წავალ,
ვიცი, არვის  დავუბრუნდები,


/////////////////////////////////////////////////////////////
გუგული  ჯერ    არ  აჩქამებულა,
აგვიანებენ  აქ,  კუნელებიც,
კვირტები,  ჩემსკენ  გამოუწვდიათ,
მზის  გულზე  როგორც  შენი  ხელები,
მენატრებოდა  ეს  ყველაფერი, 
მეტად  ჩემ  სოფლის  მინდორ–ველები.
მე  ვარ,  სამი  დღის, 
სულის  პეპელა,
  უკანასკნელად  თავზე  გევლები.
შენ  მე  მაჩუქებ,
სიცოცხლის  ნაწილს, 
მეც  გადავრჩები,  არ  დავეცემი.
აპრილის  7–ში,
დაბრუნდნენ  მართლა,
ყელწაბლისფერა  ჩემი  მერცხლები,
მეც  მათთანა  ვარ,
იცი  ამ  წუთსაც   
და  ჩემებურად  კვლავ  ვეფერები.
ახ  მერცხლებივით  შეიფაროს,
ყველა  ნეტავ  თავის  კერიამ.
სამაჩაბლოში, 
აფხაზეთში, 
ყველა  სოფელში...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები