ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2017


დ ე დ ა ს უტკბესს

იცი  შენ  კარგად,  მიყვარხარ  როგორ,
ძვირფასო,  დედა,  რად  უნდა  ფიცი.,
შენ  უდარება  ხარ  ყოველმცხრივად,
სათნო,  კეთილი,  საქებარ  ნიჭით.
მიდის  ზამთარი  თავის    ხინჯებით,
საშენო  ფიქრი,  დროს მდევრად  ერთვის,
თეთრ  ყვავილობით  მკმარა  ტყემლებიც,
შენ  კი  აპრილი  თავად  ხარ  ჩემთვის.
შენ  ხარ  უტკბესი,  რას  შეგადარო,
ვით  თაფლი  ფუტკრის,  პირსავსე  ფიჭის,
ეს  სიყვარული  დედა-შვილური,
სულ  სხვაგვარია  სათქმელად  მიჭირს.
ვინაც  კი,  გნახა,  უყვარხარ  ყველას,
ნათქვამს  არსაით,  მისხალი  იჭვის,
რომ მომიხუცდი,  მტკივა,  როგორ  ვთქვა,
რომ  უძლურდები,  რა  შიში  იცის.
ას  წელზე  მეტ  ხანს  იცოცხლე  ტკბილო,
შემდგომ  სიცოცხლემ,  იცის  ლაციცი,
დიდი  ოჯახით  დატკბი,  იხარე
დრომ  წლები  თვალოს, ისევ  თავისით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები