| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 23 აპრილი, 2017 |
მოვნიშნე ბარით მიწა, შემოვხაზე მრგვალი წრე. ჩამოვჯექი ბუსნოზე. თვალი წამტაცა, მდინარის გადაღმა ამართულმა, ამაყად მზირალმა გორებმა. შევსილიყვნენ, დამშვენებულიყვნენ, მწვანე ფერი ზემოთ–ზემოთ მუქდებოდა და სილურჯეში გადადიოდა. გაზრდილიყვნენ, რაც ტყის უკანონო კაფვა აიკრძალა და კანონი გამკაცრდა მასთან დაკავშირებით. გაზაფხული დამდგარიყო. გაზაფხული, რომელსაც ხალისი, სიცოცხლე შემოაქვს ყველაფერში, ყველაზე ნატკენ გულშიც კი. ხეები ცოცხლობენ, სუნთქავენ, გვიყურებენ და ხედავენ მათკენ ვინ რა განზრახვით მიემართება. ზოგი სტუმარი მოსწონთ, ზოგის კი ეშინიათ, ყველას ხელებში შეჰყურებენ, მის ხასიათს ასე აფასებენ და მის გულისნადებსაც მაშინვე ხვდებიან. გაქცევა კი არ შეუძლიათ, ვერც თავს იცავენ ვერავისგან, ისევე როგორც მეხისგან. ის მომეწონა რომ მათ სიცოცხლეს საფრთე ნაკლებად ემუქრებოდა, მერე ფესვები, მათ ხომ ღრმად აქვთ გადგმული და გადარჩენის მეტი შანსიც აქვთ ცუდ შემთხვევაში. მაგრამ მაინც დაცვას საჭიროებენ მიწასთან მყარად დაკავშირებული ხეები. მომსწრე ვარ და მინახავს შემთხვევით გავლისას, გაზაფხულზე დაჭრილი ადგილებიდან ცრემლს როგორ ღვრიან, უხმოდ, უპასუხოდ, მანამ არ გამოელევათ, მანამ ჭრილობა პირს არ შეიკრავს და არ შეუხორცდებათ. და აი კანონიც, რომელიც თავად ადამიანმა გამოსცა, როცა თავადაც იგემა ასეთი დაუცველობა, დაჭრა, ტკივილი. და შეხორცებამდე მდგომარეობა. და შექმნა კანონი მოძალადე ადამიანთა წინააღმდეგ, სუსტთა დასაცავად, კეთილშობილთა და მიმტევებელთა დასაცავად, რათა დედამიწიდან არ აღიგავოს სიკეთე და კეთიშობილება, არ გამეფდეს ზედ ბოროტება და სიკვდილი და არ მოისპოს სიცოცხლე, უდაბნოდ არ გადაიქცეს დედამიწის ზურგი., არ დაშრეს მდინარეები და არ ჩამოვარდეს მზე ზეციდან დედამიწაზე,, სამყარო, მისი არსებობის დარდია, რომ აწუხებს გულს. არა, არაფერი არ უნდა მოვაკლოთ სამყაროს, რომ არ გაქრეს ჩვენი მშვენიერი პლანეტა, რომ არ გადაშენდეს ადანიანი, რომელსაც საფრთხეს თავადვე უქმნის, და მერე რატომ?, ვის აწუხებს მისი არსებობა და განვითარება და რატომ? ვის შეუძლია ვნების მიყენება მათთვის?, მიწასთან არამყარად დამოკიდებულ არსებას, თავად ისევ ადამიანს. ადამიანი, მისი ფენომენი! ჰმ, ადამიანი... დღევანდელი პერიოდის ადამიანი, მფრინავი ხალიჩისა და უჩინმაჩინის ქუდის, სასწაულმომქმედი ნატვრისთვალის გარეშე, მან ჯერ ხომ კიდევ ვერ მიაღწია ასეთ განვითარებას, როგორი სინამდვილეებიც მოგვაქვს ლეგენდებად საუკუნეების მანძილზე, ამბის მომტანთა სასწაული გადარჩენითა და უფლის მეოხებით. მზერა შემოენთო იდუმალებათა მემატიანე ციხისა და ეკლესიის ნანგრევებს ნამტვრევიანის გორზე, სადაც მტერი ხმლით, ქვებითა და სხვა საშუალებებით უმტვრევია აქ მცხოვრებლებს ოდესღაც, მაგრამ მაინც მორევია მტერი მათ, აუჭრია ვაზი და ბაღნარი უზარმაზარი დაბა სოფლებიანად გადაუწვავთ, ბავშვები და მოხუცები ამოუწყვეტიათ დანარჩენი კი ტყვედ წაუყვანიათ, ყოველგვარი შეურაცხყოფითა და წამებით, ბევრს გზად თავის მოკვლაც მოუხერხებიათ. შემეკუმშა გული. ციხე–ეკლესიის ნანგრევს შიგნით, ნეტავ, ხის მილში წყაროს წყალი, თუ მოწანწკარებს ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში, ვიკითხე ჩემად. ჩამწდა გულში მძიმედ რაღაც და უპასუხო ცრემლი გამეჩარა ყელში მახრჩობელასავით. ერთი კი უდავოდ დავინახე, რომ ის , 9–10 ჰექტრიანი ნათავადარი მამული თითქმის ტყეს დაეჭირა და მცირედიღა მორჩენილიყო საბალახედ და მზის მოსაჯერებლად. ნეტავ იქ მარწყვიანიც თუ გაქრა, ის საოცარი მარწყვიანი, დედა და მამა რომ გვიკრეფდნენ, ბალახის წბილაზე რომ გვიგებდნენ, იმ მოწანწკარე წყაროზე, რომ გვივლებდნენ ყინვასავით ცივ–ცივში და გვთავაზობდნენ. მისი უცნაურად უტკბესი გემო თან მომდევს დღემდე ბავშვობიდან. თავზე მერცხალმა გადამიფრინა, თვალი გავაყოლე. ისე თითქოს მე ადამიანს, მისი ბედი მშურდა, რომ თავისუფლად ფრენა შეეძლო ზეცაში და სასურველ ადგილშიც სახლის აშენება და და ბინავება. ნეტავ მათშიც თუ არიან ისეთები, დაუნდობლად უბედურების ჩამდენნი, როგორც ადამიანებში , გამკრა გულში უსიამო აზრმა. თავი ავარიდე ამ ფიქრს. მერცხლები და ფუტკრები სიგიჟემდე შემყვარებია, როგორც ჩემი ქვეყნის ყოველი გოჯი და ციხეთა ნანგრევი, თითოეული ქვა. მიწას ჩავხედე ხარბად, მერე ავხედე ცას, ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქე, წყალის ხმაც შემოესმა და მერცხლის ჭიკჭიკიც გავიგონე. სიცოცხლე... მაინც რა არის სიცოცხლე.... ვინ და რის მიხედვით უწოდა, ნეტავ, ეს სახელი ცოცხალთა მოძრაობის მთელ წრებრუნვას? მთელ დროს მის შეჩერებამდე? განა სხვა სახელი არ მოუხდებოდა ნეტავ მას? რაღაც უფრო სხვანაირი ..... ქვები, ქვები და კირით ხურო, რამდენი რამის მომსწრე და მესაიდუმლე, მაგრამ უმეტყველო, გამძლე და ერთგული, ადგილის უღალატონი, სამშობლოს მოყვარულნი, არ გამცვლელნი და ისტორიის, წარსულის მემატიანენი... მზეე?... მთვარეე?... ჰაერიი?.. ყოველთვისაა ისინი ამ ფორმით? ადმიანები კი ცვალებადნი, გარდამავალნი და გარდაქმნადნი, მსტოვარნი დროისა, კარგთა და ცუდთა შემოქმედნი, ორი ფეხით მავალნი, მოაზროვნენი და არამოაზროვნენი.......მორწმუნენი და ურწმუნონი... სად არის ის და რა არის ის, რისთვისაც ასე იქცევიან , სად იწყება და ...... სამყარო იყოს მარადიულად, ადამიანებითა და გონიერებით, სიბრძნითა და სიკეთილით, ნეტავ.... არის დღეთა კრებული ჩვენი მოძრაობისა წონისა და ზომის უქონლად, არის შიგ მასში კარგიც და ცუდით ჩატეული მაგრამ მისი სახელი მინდა სხვა იყოს სიცოცხლისგან გამიჯნული, რა უნდა ერქვას არ ვიცი..... ნეტავ ვიპოვო ასეთი სიტყვა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მოგესალმებით მუხა პატივისცემით. გამახარა აქ დახვედრილმა თქვენმა კომენტარმა.
მადლობა მუხა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მოგესალმებით მუხა პატივისცემით. გამახარა აქ დახვედრილმა თქვენმა კომენტარმა.
მადლობა მუხა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. მოგესალმებით კახა გძელიშვილი! ფრიდად ვხარობ თქვენი შეფასებით ეს ნაწერი ჩემი სულიერი ტკივილია, სინამდვილის მონატრებითა და განცდით.
პატივისცემით ნექტარი. მოგესალმებით კახა გძელიშვილი! ფრიდად ვხარობ თქვენი შეფასებით ეს ნაწერი ჩემი სულიერი ტკივილია, სინამდვილის მონატრებითა და განცდით.
პატივისცემით ნექტარი.
2. საინტერესო ნაწერია. კითხულობ და სულმოუთქმელად მიჰყვები ავტორის ფიქრებს. როდესაც ნაწერი მთავრდება გრძნობ სულში დატოვებულ კეთილშობილების "გემოს". რომელიც ამ პატარა ნაწერით ნექტარმა დატოვა. საინტერესო ნაწერია. კითხულობ და სულმოუთქმელად მიჰყვები ავტორის ფიქრებს. როდესაც ნაწერი მთავრდება გრძნობ სულში დატოვებულ კეთილშობილების "გემოს". რომელიც ამ პატარა ნაწერით ნექტარმა დატოვა.
1. მომეწონა. ბევრ რამეზე დამაფიქრე, მომეწონა. ბევრ რამეზე დამაფიქრე,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|