უცხოეთის ცის ქვეშ ქართველს მობინადრეს მეტი სხვა რა გზა აქვს, დარდით უნდა დადნეს. ცრემლი უნდა ღვაროს, აბა, რა ქნას სხვა მან, თუკი მოაშორეს მამა-პაპის სამანს?! ჩვენ ის ჯილაგი ვართ, ჩვენ იმ გორისა ვართ, რომ სხვის მიწაწყალზე სულ გამქცევებს ვგავართ. უსამშობლოობას, უსაქართველობას ვერა, ვერ ვიგუებთ, როგორც კრავი მგლობას! არ გვახარებს სხვაგან თითქმის არაფერი, ჩვენივ გვენატრება ხმელი მჭადის კვერი. რაც არ უნდა კარგი მასპინძელი გვყავდეს, სულში გვიხუტებდეს, სიყვარულით გვწვავდეს. მაინც უბედურად მიგვაჩნია თავი, რადგან შორს გვყავს სისხლით, ხორცით ნათესავი. რა ჯობია კიევს ლამაზსა და სათნოს, მაგრამ მაინც დარდის მძიმე ფიფქი გვათოვს. გვათოვს, გვეფინება თმა-წვერს სისპეტაკედ, შუბლის ეტრატებზე გვაწერს მწუხრის საგებს. არა, მტრებო ჩვენო, სულ ტყუილად ხარობთ, ჩვენი ძვლები ქართლში უნდა ჩაიყაროს! საბოლოოდ მაინც უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ დედას, ჩვენს მსობლიურ ბუდეს. რადგან მას ვეკუთვნით სულის მთელი კდემით, რადგან უცხოეთშიც სამშობლოსთვის ვკვდებით...
2008 წელი 22 აპრილი კიევი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მაგრამ მაინც დარდის მძიმე ფიფქი გვათოვს. გვათოვს, გვეფინება თმა-წვერს სისპეტაკედ, შუბლის ეტრატებზე გვაწერს მწუხრის საგებს. -არაჩვეულებრივია! მაგრამ მაინც დარდის მძიმე ფიფქი გვათოვს. გვათოვს, გვეფინება თმა-წვერს სისპეტაკედ, შუბლის ეტრატებზე გვაწერს მწუხრის საგებს. -არაჩვეულებრივია!
29. მართალი ხარ ილტოსპირელო! მართალი ხარ ილტოსპირელო!
28. აი ეს მიხდება მე :) კარგია, ცრემლიც კი მომადგა, გეფიცებით. აი ეს მიხდება მე :) კარგია, ცრემლიც კი მომადგა, გეფიცებით.
27. ჩვენ დავბრუნდებით ;) 222222 ჩვენ დავბრუნდებით ;) 222222
26. უსამშობლოობას, უსაქართველობას ვერა, ვერ ვიგუებთ, როგორც კრავი მგლობას! :(არც უნდა ვიგუოთ... უსამშობლოობას, უსაქართველობას ვერა, ვერ ვიგუებთ, როგორც კრავი მგლობას! :(არც უნდა ვიგუოთ...
25. ემიგრანტის გულში რაც ხდება,ეს მხოლოდ ემიგრანტმა იცის.ჩვენ დავბრუნდებით... ემიგრანტის გულში რაც ხდება,ეს მხოლოდ ემიგრანტმა იცის.ჩვენ დავბრუნდებით...
24. ეს ემიგრანტობა ვაი რა საშინელებაა222222222222222 ეს ემიგრანტობა ვაი რა საშინელებაა222222222222222
23. მთკივნეული თემაა და ზედმეტად აქტუალურიც, სამწუხაროდ...
საბოლოოდ მაინც უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ დედას, ჩვენს მსობლიურ ბუდეს. რადგან მას ვეკუთვნით სულის მთელი კდემით, რადგან უცხოეთშიც სამშობლოსთვის ვკვდებით...
გაიხარეთ! მთკივნეული თემაა და ზედმეტად აქტუალურიც, სამწუხაროდ...
საბოლოოდ მაინც უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ დედას, ჩვენს მსობლიურ ბუდეს. რადგან მას ვეკუთვნით სულის მთელი კდემით, რადგან უცხოეთშიც სამშობლოსთვის ვკვდებით...
გაიხარეთ!
22. მომეწონაა :) მომეწონაა :)
21. ჰოდა, აღარ გაადგა ფეხი არსად!!!! ჰოდა, აღარ გაადგა ფეხი არსად!!!!
20. კარგია,უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ მიწა-წკალს(: კარგია,უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ მიწა-წკალს(:
19. ,,არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა...’’ ძალიან მტკივნეული თემაა... განსაკუთრებით დღეს! ,,რადგან უცხოეთშიც სამშობლოსთვის ვკვდებით...’’ ,,არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა...’’ ძალიან მტკივნეული თემაა... განსაკუთრებით დღეს! ,,რადგან უცხოეთშიც სამშობლოსთვის ვკვდებით...’’
18. ძალიან კარგად მესმის... ოოო..ხანდახან რა მძიმეა ამ ცივ რუსეთში ყოფნა :( ძალიან კარგად მესმის... ოოო..ხანდახან რა მძიმეა ამ ცივ რუსეთში ყოფნა :(
17. უნდა დავუბრუნდეთ! :) უნდა დავუბრუნდეთ! :)
16. ემიგრანტობა მძიმეა ნამდვილად, კარგია ემიგრანტობა მძიმეა ნამდვილად, კარგია
14. დასტური იოჰანს ;;) დასტური იოჰანს ;;)
13. აქტუალური :) აქტუალური :)
12. როგორც ყოველთვის მიშა. გენაცვალე ძმაკაც! როგორც ყოველთვის მიშა. გენაცვალე ძმაკაც!
11. ჰოო, ჩემთვის ძალაინ ახლო თემააა,, :((
ძნელია,, რა თქმა უნდა,, ძნელიაა,,
პატივისცემით, განდი. არწივი. ჰოო, ჩემთვის ძალაინ ახლო თემააა,, :((
ძნელია,, რა თქმა უნდა,, ძნელიაა,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
10. მაგარი ხარ მიშა! 555 მაგარი ხარ მიშა! 555
9. ზუსტად ისე მთავრდება,როგორც დაიწყო_გენიალურად! ზუსტად ისე მთავრდება,როგორც დაიწყო_გენიალურად!
8. არ შემიძლია ლალის არ დავეთანხმო :) არ შემიძლია ლალის არ დავეთანხმო :)
7. დარდის მძიმე ფიფქი გვათოვს ჰო, შენ უფრო იცი, ასეა მეგობარო მშობელი ცის გარეთ.... 5! დარდის მძიმე ფიფქი გვათოვს ჰო, შენ უფრო იცი, ასეა მეგობარო მშობელი ცის გარეთ.... 5!
6. ძალიან მომეწონა!!! გაიხარე!!! ძალიან მომეწონა!!! გაიხარე!!!
5. თემატიკა არაჩვეულებრივი... კიევზე ჩემი ნოსტალგიაც ლამაზი:) ლექსი..უკეთესი ვიცი თქვენები:) წარმატებები:) თემატიკა არაჩვეულებრივი... კიევზე ჩემი ნოსტალგიაც ლამაზი:) ლექსი..უკეთესი ვიცი თქვენები:) წარმატებები:)
3. კარგია, ძმობილო და კაფიაში რატომ არ მიპასუხეებ? :-? :) კარგია, ძმობილო და კაფიაში რატომ არ მიპასუხეებ? :-? :)
2. მაგარია ძაან. გენაცვალე! მაგარია ძაან. გენაცვალე!
1. ან კი როგორ ძლებდა შენისთანა, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იიქ? :) ან კი როგორ ძლებდა შენისთანა, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იიქ? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|