 | ავტორი: ბლაგვი ჟანრი: პროზა 2 მაისი, 2017 |
სულ რაღაც ორასი ან ასორმოცდაათი წლის წინ, რომ დამეწერა ეს წერილი შეიძლება მოსულიყო საყმი თვის შემდეგ ან საერთოდაც არ მოსულიყო.. რაიცი ვინ ჩააძაღლებდა საცოდავ ფოსტალიონს... ხოლო სულ რაღაც 50 წლის წინ, რომ გამომეგზავნა დარწმუნებული ვარ ვერც მოაღწევდა შენამდე, იმიტომ რომ გზაში ან გერმანელი სნაიპერის ტყვია ან ბოლშევიკის ხიშტი შეიწირავდა. ზა ნაშუ როდინუ. იტყოდა და გათავდებოდა ამით. მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ და ფორტუნატები რადგან მას შემდეგ რაც ოცი მილიონზე მეტი კაცის, ქალის და ბავშვის სისხლი დავლიეთ, ამოხეთქა ციფრულმა ვულკანმა და წალეკა ადამიანთა გონების ცენტრალური ნაწილი, რამაც სრულიად უფუნქციოდ დატოვა დეპეშებისა და ფოსტების მატარებელი სიკვდილთან მოთამაშე ცხენიანი თუ მოტოციკლიანი ტიპები.. მათ ახლა აღარავინ ემუქრებათ.. ისინი სახლში ზიან და ანძრევენ იმის იმედით, რომ ერთ დღესაც დაეცემა მსოფლიო ძაბვა და გაითიშება ციფრული სამყარო... ხოლო ჩვენ, განვითარბულ ტიპებს გვაქვს გოოგლის ელ. ფოსტა რომელსაც მხოლოდ ჰაკერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თუ ემუქრება და ამათგან თითქმის ყველას ფეხებზე კიდია ამ წერილის გამტარი ციფრული კოდი, რომელიც შენამდე აუცილებლად მოაღწევს და მოიტანს სიტყვებს... იყო და არა იყო რა.! ყველაფერი იცვლება სამყაროში და ალბათ აუცილებელიც არის, რომ შეიცვალოს, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი მშვენიერი იყოს ის აბსურდულობა რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. არა სულაც არ მჭირს პესიმიზმი. საკმარისია მიმოიხედო ირგვლივ, შეხვდე ჩემს ყოფილ კურსელ კოლეტი-ს ან ფილიპო ჩესტარო-ს, რომელთა დაუოკებელი წყურვილია პაკისტანელები გაზის კამერაში შეკეტონ და ამით სიამოვნების სრული ექსტაზი მიიღონ. რომ მიხვდე რა სისულელეა საყოველთაო სიყვარულზე ფიქრიც კი.. თუმცა ალბათ ესეც ბუნებრივი პროცესია სამყაროსი და სწორედ ამიტომაც არის რომ იგი ასეთი მშვენიერია, რომ ჩვენ ასე ძლიერად გვინდა აქ ყოფნა.. და რომ ჩემი წერილები სულაც არ არის SMS-ები, რომლებიც ლამაზად შეფუთული მძაღე შოკოლადის ფასდაკლებას გვაუწყებენ. და მიუხედავად ამისა, მაშინაც კი როცა ევა სიცოცლის ხის კაცთან დაწვა და ადამს უღალატა. მისგან ვაშლის თესლი ჩაიდო საშოში. არც ადამმა დააყოვნა და ღმერთს ევასთან უღალატა.(წარმოგიდგენია რა საშინელი ვიზუალია) ამით ღმერთმა მიახვედრა, რომ მათ აღარ უყვარდათ ერთმანეთი და შერცხვათ, გაუტყდათ თავიანთი თავების სიშიშვლის. ისინი მიხვდნენ რომ მხოლოდ სიყვარულის შემთხვევაში შეიძლება არ გაგიტყდეს, არ შეგრცხვეს და არ მიაქციო ერთმანეთის სიშიშვლეს ყურადღება. და მათ ისევ მოუნდათ ერთმანეთის შეყვარება. მაგრამ ვეღარ შეიყვარეს ერთმანეთი ისე როგორც უწინ და შეეჩვივნენ სიშიშვლეს. ამის მერე ათასობით ღალატი, სიშიშვლე, სირცხვილი და თავიდან შეყვარების მცდელობა იყო დღემდე, მაგრამ ვერა... ადამს და ევას ისევ სცხვენიათ ერთმანეთის სიშიშვლის. მათ ვერ შეიყვარეს ერთმანეთი თავიდან. ეს იგივეა, უსმენდე José González-ის პერფორმანსებს და Amy Winehous-ის უიღბლო სიყვარულზე ფიქრობდე. იგი ხომ, რეალურად სწორედ უსიყვარულობამ (და არა ნარკოტიკმა) გამოასალმა სიცოცხლეს. ცხადია ცხოვრება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვიდგენია ხოლმე და არც ისეთი რთული დიდობაში რომ ვხატავთ. მით უმეტეს თუ შენს გონებას ამოუტივტივდება მოგონებათა მთელი შეკვრა, რომელიც ოდეზღაც ღრმად ჩაფლე შენივე ოკეანის ფსკერზე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სიყვარული ერთადერთი რამეა რისთვისაც ღირს სიცოცხლე. ასე უნდოდა Amy-საც მაგრამ არ გამოუვიდა.
რას იზამ ყველას აქვს თავისი უიღბლო სიყვარულის უფლება. . არადა ამ წერილის დაწყება შეიძლებოდა ასე "იყო და არა იყო რა", მაგრამ რახან უკვე დავიწყე, აღარ გამოვა ასეთი დასაწყისი და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ, თან ეგეც არ იყოს, "იყო და არა იყო რა" ჯერ ისევ კვანტური ფიზიკის ნაწილს განეკუთვნება და ისევ მეცნიერულ ფანტასტიკაა. ასეა თუ ისე ჩვენ არ ვართ სუპერ პოზიციაში და მით უმეტეს არც სუპერ ადამიანები, რომ "იყო და არა იყო-ს " რეალობაში დავდგეთ და ისე ვისაუბროთ. თუმცა ჩვენ ადამიანები, ვართ .. ყველა ზე მოაზროვნეები და თუ გაგვიჩნდა აზრი იმისა რომ შემთხვევითობები, ან კვანტური ფიზიკა სინამდვილეა ისევე როგორც „იყო და არა იყო რა“....... მაშინ მჯერა რომ შემთხვევითობაა მთლიანად ჩვენი არსებობა,. შესაბამისად ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება და შენც ჩემო მეგობარო ლი, რომელიც თან ხარ და თან არც.! კლასიკური რეალობა კი ასეთია.. ჯონ უინსტონი გამოასალმეს სიცოცხლეს და ზუსტად იმ წამს, როცა მან სული დალია და სადღაც სხვა რეალობაში გადავიდა, ტიბეტის რომელიღაც სოფელში ახალშობილს დაარქვეს სახელი ონო. მართალია ონოს არასოდეს უმღერია მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ ლენონის საპატივცემულოდ ერქვა ეს სახელი და მუდმივად ფიქრობდა ამაზე, უნდოდა ეს თუ არა. მაგრამ ახლა ამ ამბავს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის, როგორც იმას თუ რა ანგარიშით მორჩა მინდვრის ხოკეის ჯგუფური მატჩი სოფელ ჯიხაშკარსა და დაბა ჩუმათელეთს შორის. მაგრამ ისტორია ხომ სხვა არაფერია თუ არა დიდი ნაგავსაყრელი, რომელზეც ალბათ მეც ისევე მაქვს ჩემი წილი ადგილი, როგორც ონოს ან კუბის დამოუკიდებლობის რეზოლუციას. ბოლოს, ბუდა მივიდა ერთ სახლში სადაც დიასახლისმა სოკო გამოუტანა საჭმელად ბუდას, რადგან სხვა არაფერი გააჩნდა გარდა ამისა. ბუდამ იცოდა რომ სოკო მოწამლული იყო და მაინც ჭამა იგი. და ბუდა გახდა ბუდა.
მერე შეაგროვა სამყაროს ყველა მზე და გაუნაწილა ადამიანთა გულებს.
კავშირის დასასრული
სიყვარულით ამონ რა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ღიმილი დამავიწყდა:)
ღიმილი დამავიწყდა:)
17. როცა სხვას ურჩევ დაფიქრებას, ვიდრე იტყოდე რამეს თავადაც იგივე უნდა გააკეთო, ეს ადამიანის სავიზიტო ბარათია ბლაგვო, იქნებ არც გესწავლებოდეს მაგრამ ..."ბოლო მაკვირვებს...." როცა სხვას ურჩევ დაფიქრებას, ვიდრე იტყოდე რამეს თავადაც იგივე უნდა გააკეთო, ეს ადამიანის სავიზიტო ბარათია ბლაგვო, იქნებ არც გესწავლებოდეს მაგრამ ..."ბოლო მაკვირვებს...."
16. გმადლობ საინტერესო პასუხისათვი. სიამოვნებით შეგეკამათებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ გეთანხმები)))) (ნაწილობრივ მაინც)
გმადლობ საინტერესო პასუხისათვი. სიამოვნებით შეგეკამათებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ გეთანხმები)))) (ნაწილობრივ მაინც)
15. გამარჯობა სერენა როგორ ხარ? :) მადლობა რომ წაიკითხე.. ისიც მიხარია რომ მოგეწონა და სხვებსაც ურჩევ წაიკითხონ.. :)
რაც შეეხება კვანტურ ფიზიკას და იყო და არა იყო რას ამბავს.. :)) ჰო აქ იგულისხმება დასაშვებობა.. თუ დავუშვებ რომ არსებობს არ არსებული.. მაშასადამე უკვე არსებობს.. მიუხედავად იმისა მე ვეხები და ვხედავ თუ არა მას.. ისევე როგორც იყო და არა იყო რას პრინციპი... ან იგივე ამ წერილის "ლი"-ს არსებობა არ არსებობის ამბავი..
მაგალითად.. მე ვამბობ და ვამტკიცებ რომ იქ სადღაც სხვა გალაკტიკის რომელიღაც მემილიარდე პლანეტის რომელიღაც კუნძულზე მცხოვრები "ზეზვა" არ არსებობს.. იმიტომ რომ მე იქ ვერასოდეს ვერ მივაღწევ.. იმისთვისაც არ ვარსებობ მე.. მაგრამ რადგან მე ის დავუშვი, რომ იქ რამოდენიმე მილიარდი სინათლის წლის დაშორებით ვიღაც არსება ჩემთვის არ არსებობს.. ესეიგი ის უკვე არსებობს..
მოკლედ მადლობა რომ წაიკითხეთ..
ეს წიგნი " E-mail for LI " სექტემბერში გამოიცემა და შეგიძლიათ უფრო ბევრი რამეები წაიკითხოთ იქ.. :) გამარჯობა სერენა როგორ ხარ? :) მადლობა რომ წაიკითხე.. ისიც მიხარია რომ მოგეწონა და სხვებსაც ურჩევ წაიკითხონ.. :)
რაც შეეხება კვანტურ ფიზიკას და იყო და არა იყო რას ამბავს.. :)) ჰო აქ იგულისხმება დასაშვებობა.. თუ დავუშვებ რომ არსებობს არ არსებული.. მაშასადამე უკვე არსებობს.. მიუხედავად იმისა მე ვეხები და ვხედავ თუ არა მას.. ისევე როგორც იყო და არა იყო რას პრინციპი... ან იგივე ამ წერილის "ლი"-ს არსებობა არ არსებობის ამბავი..
მაგალითად.. მე ვამბობ და ვამტკიცებ რომ იქ სადღაც სხვა გალაკტიკის რომელიღაც მემილიარდე პლანეტის რომელიღაც კუნძულზე მცხოვრები "ზეზვა" არ არსებობს.. იმიტომ რომ მე იქ ვერასოდეს ვერ მივაღწევ.. იმისთვისაც არ ვარსებობ მე.. მაგრამ რადგან მე ის დავუშვი, რომ იქ რამოდენიმე მილიარდი სინათლის წლის დაშორებით ვიღაც არსება ჩემთვის არ არსებობს.. ესეიგი ის უკვე არსებობს..
მოკლედ მადლობა რომ წაიკითხეთ..
ეს წიგნი " E-mail for LI " სექტემბერში გამოიცემა და შეგიძლიათ უფრო ბევრი რამეები წაიკითხოთ იქ.. :)
14. ეს უნდა წაიკითხოთ ყველამ !
(!!!!!!!!!ფრთხილად სპოილერი!!!!!!! ვინც ჯერ კომენტარებს კითხულობთ, ნაწარმოების ნაცვლად, მოარიდეთ თვალი ჩემს კომენტარს!!)
რა კარგად მოახერხე მორალის გამოკვეთა, გასაოცარია !
ევას საშიშო მოთავსებული ვაშლის თესლი იმდენად შოკისმომგვრელი ალეგორიაა რომ ამაზე დიდხანს, ძააალიან დიდხანს მინდა ფიქრი. ზოგადად ეს ბიბლიური ეპიზოდი ისე ორიგინალურად გაქვს დანახული და გადმოცემული რომ თავისდაუნებლიეთ მადლიერების გამცდა მიჩნდება.
რაობის თემაც ლაკონურად, თუმცა მაიმც კარგად გაქვს გადმოცემული, ამაზე ცოტა მეტის წაკითხვა მომინდა, არ მეყო.
"ყველაფეეი იცვლება სამყაროში და ალბათ უნდა შეიცვალოს კიდეც, რადგან ასეა შესაძლებელი მშვენიერი იყოს ის აბსურდულობა რაშიც ჩვენ ვიმყოფებით" - ბევრი შეიძლება იდაო ამ საკითხზე მაგრამ ეს ფრაზა ჩემს ტვინს უხარია...
ცოტათი აქ გავეჭედე :
" თუ გაგვიჩნდა აზრი იმისა რომ შემთხვევითობები, ან კვანტური ფიზიკა სინამდვილეა ისევე როგორც „იყო და არა იყო რა“....... მაშინ მჯერა რომ შემთხვევითობაა მთლიანად ჩვენი არსებობა"
თითქოს ისეა აბზაცი ფორმულირებული რომ კვანტური ფიზიკა სინამდვილე არ არის, არამედ მხოლოდ მეცნიერული ვარაუდი, რაც ასე არ არის უკვე კარგახანია, მეტიც, კვანტური ფიზიკის რიგ კანონებსაც კარგად ვიცნობთ და მცირე ნაწილაკების ქცევის მექანიზმების ანალიზიც შესაძლებელი გახდა არც ისე დიდი ხნის წინ.
არ ვიცი იქნებ ლოგიკა ვერ დავიჭირე სწორად?
თუ კვანტური ფიზიკა სინამდვილეა, მაშასადამე შემთხვევითია ჩვენი არსებობაც? ( ეს იგულისხმე მოყვანილ ციტატაში? თუ ჰო, მაშინ კავშირს მათ შორის თუ განმარტავდი ძალიან მესიამოვნებოდა, ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრება, თორე დამოუკიდებლად ვერ გავართვი თავი ამ ლოგიკას)
ეს უნდა წაიკითხოთ ყველამ !

13. ბლაგვო გამარჯობა,
ბედუინი წიგნად გამოდის. როგორ დაგპირდი, ვენეციაში უნდა გამოგიგზავნო. დადგა შენი მისამართის მოწერის დროც. :)
პატივისცემით,
ბლაგვო გამარჯობა,
ბედუინი წიგნად გამოდის. როგორ დაგპირდი, ვენეციაში უნდა გამოგიგზავნო. დადგა შენი მისამართის მოწერის დროც. :)
პატივისცემით,
12. შობა - ახალ წელს გილოცავთ და საუკეთესო სურვილებს გიტოვებთ, დიდი პატივისცემით!... :)
P.S. საშობაო მილოცვების დასაწერად შემოვედი, მაგრამ აბა, შევყევი კომენტარებს და რაღას მოვასწრებ, როცა უკვე გავდივარ... :) შობა - ახალ წელს გილოცავთ და საუკეთესო სურვილებს გიტოვებთ, დიდი პატივისცემით!... :)
P.S. საშობაო მილოცვების დასაწერად შემოვედი, მაგრამ აბა, შევყევი კომენტარებს და რაღას მოვასწრებ, როცა უკვე გავდივარ... :)
11. ეს ჯერ არ წამიკითხავს, ბლაგვო, ხვალ წავიკითხავ, მაგრამ სად არის შენი უშესანიშნავესი სურეალისტური პროზა?! :)
მოგიკითხე. ეს ჯერ არ წამიკითხავს, ბლაგვო, ხვალ წავიკითხავ, მაგრამ სად არის შენი უშესანიშნავესი სურეალისტური პროზა?! :)
მოგიკითხე.
10. You're welcome!... :) ნამდვილად, და თან ისეთი მართალი იყო, რომ მე, პირადად, მისი სიბრძნით და გამოცდილებითაც კი ვსარგებლობ, თან მშვენივრად... ამ კუთხით, თანამედროვე ადამიანები ნამდვილად განებივრებულები ვართ; მთელი კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, მიღებული და დაგროვილი ცოდნა - გამოცდილება ჩვენს ხელთ არის... :) კიდევ ერთი ციტატა ინებეთ: "For what are we born if not to aid one another?"(Hemingway) - მეტი რისთვისღა ვართ დაბადებული, თუ არა იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ?
წარმატებებს გისურვებთ!... :) You`re welcome!... :) ნამდვილად, და თან ისეთი მართალი იყო, რომ მე, პირადად, მისი სიბრძნით და გამოცდილებითაც კი ვსარგებლობ, თან მშვენივრად... ამ კუთხით, თანამედროვე ადამიანები ნამდვილად განებივრებულები ვართ; მთელი კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, მიღებული და დაგროვილი ცოდნა - გამოცდილება ჩვენს ხელთ არის... :) კიდევ ერთი ციტატა ინებეთ: "For what are we born if not to aid one another?"(Hemingway) - მეტი რისთვისღა ვართ დაბადებული, თუ არა იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ?
წარმატებებს გისურვებთ!... :)
9. პრინციპში მართალი იყო ჰემი... :)
მადლობა პალადა.. :* პრინციპში მართალი იყო ჰემი... :)
მადლობა პალადა.. :*
8. რამდენი ვიმხიარულეეე... :D :D :D ბევრი კი შემომწყრება, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: "All thinking men are atheists!"(Hemingway) - ყველა მოაზროვნე კაცი არის ათეისტი(ნუ, ამას პახოდუ არ ვიმჩნევთ; ვითომც არ მითქვამს)... :P) რამდენი ვიმხიარულეეე... :D :D :D ბევრი კი შემომწყრება, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: "All thinking men are atheists!"(Hemingway) - ყველა მოაზროვნე კაცი არის ათეისტი(ნუ, ამას პახოდუ არ ვიმჩნევთ; ვითომც არ მითქვამს)... :P)
7. კარგია, რომ გამოჩნდი, კარგი , კეთილი გულის და საინტერესო აზროვნების პიროვნება ხარ.
კარგია, რომ გამოჩნდი, კარგი , კეთილი გულის და საინტერესო აზროვნების პიროვნება ხარ.
6. ვერაფერი გავიგე, მაგრამ მოვიკითხე კარგი ადამიანი
წარმატებები ბლაგვს :) ვერაფერი გავიგე, მაგრამ მოვიკითხე კარგი ადამიანი
წარმატებები ბლაგვს :)
5. დიდიხანია აქ არ ვყოფილვარ.. მოვაკლდი აქაურობას.. :) ეხლა მომინდა რამე გამეზიარებინა თვქვენთვის და მიხარია თუ მოგეწონათ.. :) მოკითხვა ყველას.. :* :* დიდიხანია აქ არ ვყოფილვარ.. მოვაკლდი აქაურობას.. :) ეხლა მომინდა რამე გამეზიარებინა თვქვენთვის და მიხარია თუ მოგეწონათ.. :) მოკითხვა ყველას.. :* :*
4. ეს იგივეა, უსმენდე José González-ის პერფორმანსებს და Amy Winehous-ის უიღბლო სიყვარულზე ფიქრობდე.=))
უფრო ვრცელ წერილსაც წავიკითხავდი კარგია ეს იგივეა, უსმენდე José González-ის პერფორმანსებს და Amy Winehous-ის უიღბლო სიყვარულზე ფიქრობდე.=))
უფრო ვრცელ წერილსაც წავიკითხავდი კარგია
3. :))) შენებურია, ბლაგვო. :)
ზა ნაშუ როდინუ - За родину, за Сталина! :) :)
საკმარისია მიმოიხედო ირგვლივ, შეხვდე ჩემს ყოფილ კურსელ კოლეტი-ს ან ფილიპო ჩესტარო-ს, რომელთა დაუოკებელი წყურვილია პაკისტანელები გაზის კამერაში შეკეტონ და ამით სიამოვნების სრული ექსტაზი მიიღონ. რომ მიხვდე რა სისულელეა საყოველთაო სიყვარულზე ფიქრიც კი.. - მარტო სიყვარულზე, ბლაგვო?! საერთოდ ყველაფერს აზრი ეკარგება ხანდახან. :)
ეს იგივეა, უსმენდე José González-ის პერფორმანსებს და Amy Winehous-ის უიღბლო სიყვარულზე ფიქრობდე. - საინტერესოა, ზუსტად დღეს ვუსმენდი და ისეთი განწყობა მომიტანა, წერა მომინდა. სხვა დროს, როცა წერას დავიწყებ, აუცილებლად Amy-ს მოვუსმენ.
საბილოოდ, - უბედურება ის კი არ არის, როცა არავის უყვარხარ, უბედურება ის არის, როცა არავინ გიყვარს. ამ ფილოსოფიით არც Amy მოკვდებოდა.
დიდი სიყვარულით, ტენდი 5-იანიც.
პ.ს. მომენატრა შენი წერილები სურეალიზმზე. მოიფიქრე რამე. :))) შენებურია, ბლაგვო. :)
ზა ნაშუ როდინუ - За родину, за Сталина! :) :)
საკმარისია მიმოიხედო ირგვლივ, შეხვდე ჩემს ყოფილ კურსელ კოლეტი-ს ან ფილიპო ჩესტარო-ს, რომელთა დაუოკებელი წყურვილია პაკისტანელები გაზის კამერაში შეკეტონ და ამით სიამოვნების სრული ექსტაზი მიიღონ. რომ მიხვდე რა სისულელეა საყოველთაო სიყვარულზე ფიქრიც კი.. - მარტო სიყვარულზე, ბლაგვო?! საერთოდ ყველაფერს აზრი ეკარგება ხანდახან. :)
ეს იგივეა, უსმენდე José González-ის პერფორმანსებს და Amy Winehous-ის უიღბლო სიყვარულზე ფიქრობდე. - საინტერესოა, ზუსტად დღეს ვუსმენდი და ისეთი განწყობა მომიტანა, წერა მომინდა. სხვა დროს, როცა წერას დავიწყებ, აუცილებლად Amy-ს მოვუსმენ.
საბილოოდ, - უბედურება ის კი არ არის, როცა არავის უყვარხარ, უბედურება ის არის, როცა არავინ გიყვარს. ამ ფილოსოფიით არც Amy მოკვდებოდა.
დიდი სიყვარულით, ტენდი 5-იანიც.
პ.ს. მომენატრა შენი წერილები სურეალიზმზე. მოიფიქრე რამე.
2. :))) 5 - ფოსტალიონების სახლში ჯდომის ფრაზისა.
:))) 5 - ფოსტალიონების სახლში ჯდომის ფრაზისა.
1. "ცხოვრება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვიდგენია ხოლმე და არც ისეთი რთული დიდობაში რომ ვხატავთ"_ ზოგს ბავშვობაში უფრო ერთულება.
პ.ს. არც ისე მცირე ჯგუფია ჰაკერების ჯგუფი ;) რომანის ნაგლეჯს გავს და ძალიან დამაინტერესა თავად იმ რომანმა, რომლის ნაგლეჯიც არის ან იქნება :) "ცხოვრება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვიდგენია ხოლმე და არც ისეთი რთული დიდობაში რომ ვხატავთ"_ ზოგს ბავშვობაში უფრო ერთულება.
პ.ს. არც ისე მცირე ჯგუფია ჰაკერების ჯგუფი ;) რომანის ნაგლეჯს გავს და ძალიან დამაინტერესა თავად იმ რომანმა, რომლის ნაგლეჯიც არის ან იქნება :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|