...შენ მიდიოდი ნაბიჯით ნელით, ნაბიჯით ფრთხილით, ნაბიჯით ნაზით, როგორც მზის სხივი უკანასკნელი, როგორც საღამო დაისის ხაზით...
მე გიკრეფავდი ყვავილებს მინდვრის - ცისთვალებს ცვრიანს, ზეცისკენ მზირალთ და ვით მუსიკა მთებში ჰაიდნის, იმგვარად რეკდა შენი ხმის ლირა.
ხოლო როდესაც ბურანის თორი შემოეხვია თავს მეხატობეთ, მწვერვალთ დაადნა ნისლების ტბორი, ქედებმაც ღრუბელთ ზღვებში გატოპეს.
მოველ და გითხარ: - გჯეროდეს, გწამდეს (ბაგენი თრთოლვით მარცვლავდნენ ბგერებს), მიყვარხარ, მსურხარ მიწიდან ცამდე ცოცხალსაც, მკვდარსაც, სიკვდილის მერეც...
მაგრამ ო, ეჭვმა გახია ფარდა დუმილის, როგორც აკლდამა მშვიდი: -შენ ხომ ჩემამდე სულ სხვა გიყვარდა და მაგ მარცვლებსაც სულ სხვას უშლიდი!
-არ მჯერა, არა სიტყვების შენის, ნუ ცდილობ მეც რომ მომინადირო, სულ არ გიხდება, სულ არ შეგშვენის, არის ზედმეტი და უადგილო!
ვიცი მიზანი თქვენი ცხოვრების: შენ უჩემოდაც იოლად გაძლებ, ხვალისთვის აღარც გემახსოვრები, უპატიოსნეს პირობას გაძლევ!.. -
მითხარ და ღიმილს მიუშვი ღვედი (ალბათ დაცინვა თუ იყო, ღმერთო!), ასეა: პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო!
ანდა ნეტავი ვის რისთვის უნდა, ან ვინ რა თავში უნდა იხალოს, ცხოვრება მისი - მათხოვრის ხურდა, სიცოცხლე მისი - მიბმული პალოს!..
დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. ვააა,როგორ მიუტოვებიხარ იმ უღმერთოს... ბრწყინვალე ნამუშევარია, ძალიან მომეწონა ვააა,როგორ მიუტოვებიხარ იმ უღმერთოს... ბრწყინვალე ნამუშევარია, ძალიან მომეწონა
39. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ აქ ვისაც პოეტად ვთვლი:) მაპატიოს ყველამ თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ აქ ვისაც პოეტად ვთვლი:) მაპატიოს ყველამ
38. ვაჰ რა მაგარია :)
ნამდვილად მთისაა ვაჰ რა მაგარია :)
ნამდვილად მთისაა
37. ,,ასეა, პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო!'' ასე არ ფიქრობ მხოლოდ შენ ერთი, ამას უჩივის ყველა პოეტი... მაგრამ ბოლოს კი ... ყველა ის ლექსი ქალზე წუხილით ჩუმად ნამღერი, ვის სასთუმალთან პოულობს სატრფო?... და ყველა კაცს შურს ბედი პოეტის... ,,ასეა, პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო!`` ასე არ ფიქრობ მხოლოდ შენ ერთი, ამას უჩივის ყველა პოეტი... მაგრამ ბოლოს კი ... ყველა ის ლექსი ქალზე წუხილით ჩუმად ნამღერი, ვის სასთუმალთან პოულობს სატრფო?... და ყველა კაცს შურს ბედი პოეტის...
35. გენიალურია: ,, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა,, გენიალურია: ,, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა,,
34. ასეა: პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო! !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ასეა: პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო! !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
33. მაგარი ძაან! მაგარი ძაან!
32. მიყვარხარ, მსურხარ მიწიდან ცამდე ცოცხალსაც, მკვდარსაც, სიკვდილის მერეც...
ძალიან მძაფრი ემოციაა! მიხარია ასეთებს რომ ვხედავ ლექსში.
კარგია მეგობარო! მიყვარხარ, მსურხარ მიწიდან ცამდე ცოცხალსაც, მკვდარსაც, სიკვდილის მერეც...
ძალიან მძაფრი ემოციაა! მიხარია ასეთებს რომ ვხედავ ლექსში.
კარგია მეგობარო!
31. ასეა: პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო!
:) ასეა: პოეტს ვინ მისცა ბედი, რომ გამონახოს ქალთან საერთო!
:)
27. შემოგევლე მამიიიიიიი :-* მიყვარხარ და ძააალიან მაგარი ხარ რაა უმაგრესი :) შემოგევლე მამიიიიიიი :-* მიყვარხარ და ძააალიან მაგარი ხარ რაა უმაგრესი :)
26. ლამაზი ქალის მძივივით ლექსია...5 ლამაზი ქალის მძივივით ლექსია...5
25. რისი ინტერპრეტაციაა, ბერეთელო ბატონო? კომენტარში აზრს ვერ ვხედავ, ბიძია, ცოტა გასაგებად მითხარ რა, გეხვეწები! რისი ინტერპრეტაციაა, ბერეთელო ბატონო? კომენტარში აზრს ვერ ვხედავ, ბიძია, ცოტა გასაგებად მითხარ რა, გეხვეწები!
24. მიყვარხარ, მსურხარ მიწიდან ცამდე
ესეთი სიყვარულის პატრონი...
დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
ესე ვინ დაგტოვა? :(
ფანტასტიური ლექსია მიშა, თავიდან ბოლომდე... ულამაზესი :) მიყვარხარ, მსურხარ მიწიდან ცამდე
ესეთი სიყვარულის პატრონი...
დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
ესე ვინ დაგტოვა? :(
ფანტასტიური ლექსია მიშა, თავიდან ბოლომდე... ულამაზესი :)
23. დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად...საინტერესო ინტერპრეტაციაა. :) დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად...საინტერესო ინტერპრეტაციაა. :)
22. ეს ლექსი მახსოვს თითქოს!
დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
მაგარია! :) ეს ლექსი მახსოვს თითქოს!
დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
მაგარია! :)
21. ცხოვრება მისი - მათხოვრის ხურდა, სიცოცხლე მისი - მიბმული პალოს!..
მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
ძალიან ძალიან მომეწონა! დახვეწილი ლირიკოსის ხელი!
ცხოვრება მისი - მათხოვრის ხურდა, სიცოცხლე მისი - მიბმული პალოს!..
მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
ძალიან ძალიან მომეწონა! დახვეწილი ლირიკოსის ხელი!
20. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
19. 5555 ილტოსპირელი მაგარი პოეტია 5555 ილტოსპირელი მაგარი პოეტია
16. დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
მაგარი ლექსია გრძნობისმიერი და მოვიხიბლე! :) დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
მაგარი ლექსია გრძნობისმიერი და მოვიხიბლე! :)
15. მაგარია222222222222222222 მაგარია222222222222222222
14. ნუგო, მართალი ხარ, გრამატიკულად სწორი ფორმაა "გიკრეფდი", "გიკრეფავდი" დიალექტია, მაგრამ ეს უკანასკნელი შეგნებულად ჩავსვი, მარცვალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით.
თამარ, "სალთად"-აც დიალექტური (ფშავ-ხევსურული) ფორმაა, სალიტერატუროშიც გვხვდება, ნიშნავს - მსუბუქად, უბარგოდ; გაძრცვილად, განძარცულად... რაც გქონდა,ყველაფერი რომ დაგიკარგავს, სულიერ და ფიზიკურ პლანში, და ისე მიდიხარ..
მადლობა ყველას კომენტარებისათვის. ორმაგი მადლობა მათ, ვინც ობიექტურ კითხვებსა და შენიშვნებს იძლევა. ნუგო, მართალი ხარ, გრამატიკულად სწორი ფორმაა "გიკრეფდი", "გიკრეფავდი" დიალექტია, მაგრამ ეს უკანასკნელი შეგნებულად ჩავსვი, მარცვალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით.
თამარ, "სალთად"-აც დიალექტური (ფშავ-ხევსურული) ფორმაა, სალიტერატუროშიც გვხვდება, ნიშნავს - მსუბუქად, უბარგოდ; გაძრცვილად, განძარცულად... რაც გქონდა,ყველაფერი რომ დაგიკარგავს, სულიერ და ფიზიკურ პლანში, და ისე მიდიხარ..
მადლობა ყველას კომენტარებისათვის. ორმაგი მადლობა მათ, ვინც ობიექტურ კითხვებსა და შენიშვნებს იძლევა.
13. ილტოსპირელის ლექსია, მოკლედ რომ გითხრათ:გლიჯავს! ღმერთმა ქნას,დიდხანს ანათოს ამ მშვენიერმა ნიჭმა! ილტოსპირელის ლექსია, მოკლედ რომ გითხრათ:გლიჯავს! ღმერთმა ქნას,დიდხანს ანათოს ამ მშვენიერმა ნიჭმა!
12. ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!.. მ,აგარიაააააააა ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!.. მ,აგარიაააააააა
11. ანდა ნეტავი ვის რისთვის უნდა, ან ვინ რა თავში უნდა იხალოს, ცხოვრება მისი - მათხოვრის ხურდა, სიცოცხლე მისი - მიბმული პალოს!..
მე ამ სტროფს გამოვარჩევ კარგი ლექსიდან! ანდა ნეტავი ვის რისთვის უნდა, ან ვინ რა თავში უნდა იხალოს, ცხოვრება მისი - მათხოვრის ხურდა, სიცოცხლე მისი - მიბმული პალოს!..
მე ამ სტროფს გამოვარჩევ კარგი ლექსიდან!
10. აღმაფრთოვანა:) დიდი მადლობა ამისთვის:) აღმაფრთოვანა:) დიდი მადლობა ამისთვის:)
9. ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!.. გაიხარეთ :) ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!.. გაიხარეთ :)
8. მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
:) " მე ღარიბი ვარ როგორც იოესო"... მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
:) " მე ღარიბი ვარ როგორც იოესო"...
7. საააღოლ!ძაან მაგარია...
ისე,რა დამთხვევაა,მეც დავდე ახლა ლექსი,ისიც სიზმარს ეხება და თანაც მთაში... საააღოლ!ძაან მაგარია...
ისე,რა დამთხვევაა,მეც დავდე ახლა ლექსი,ისიც სიზმარს ეხება და თანაც მთაში...
6. კარგია მეგობარო!!! კარგია მეგობარო!!!
5. დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
ლამაზია, მიშა! სალთად - რას ნიშნავს? დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად, მშიერი, როგოც ზამთარში მგელი, ღარიბი, როგორც მოხუცის კალთა!..
ლამაზია, მიშა! სალთად - რას ნიშნავს?
4. მე გიკრეფავდი ყვავილებს -----> გიკრეფდი...
ხოლო როდესაც ბურანის თორი შემოეხვია თავს მეხატობეთ, მწვერვალთ დაადნა ნისლების ტბორი, ქედებმაც ღრუბელთ ზღვებში გატოპეს.
ეს ულამაზესია! 5
მე გიკრეფავდი ყვავილებს -----> გიკრეფდი...
ხოლო როდესაც ბურანის თორი შემოეხვია თავს მეხატობეთ, მწვერვალთ დაადნა ნისლების ტბორი, ქედებმაც ღრუბელთ ზღვებში გატოპეს.
ეს ულამაზესია! 5
3. გულის ამაჩუყებელია გულის ამაჩუყებელია
2. მწვერვალთ დაადნა ნისლების ტბორი, ქედებმაც ღრუბელთ ზღვებში გატოპეს.
მწვერვალთ დაადნა ნისლების ტბორი, ქედებმაც ღრუბელთ ზღვებში გატოპეს.
1. დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად,
ლამაზიაააა! დამთავრდა დგომა ოვალთან ზეცის, დავუყევ დაღმართს მარტოდ და სალთად,
ლამაზიაააა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|