| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 13 აგვისტო, 2017 |
არა, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს, გრძნობებს ხალისით უნდა ფიფქავდე. უნდა გიყვარდეს, ნამდვილი და წრფელი გრძნობით უნდა გიყვარდეს , დარდის მიხრწნამდე, სულს რომ უნდა, სწორედ იქამდე უნდა გიყვარდეს ნამდვილი და წრფელი გულით, უნდა გიყვარდეს და ამაშია, ნიჭიცა და მთელი გენიაც, გადააბნიე მთელი გრძნობა უტკბეს ფიქრებად, მაშინაც, როცა, ყოფნას დიდი სევდა ერია. უფალმა შენთვის, დათმო ყოფა ამქვეყნიური, ახლა მცირედზე, იცოდე, რომ შენი ჯერია. თავად ცხოვრება, ცისარტყელის ყველა ფერია, ხან ტკბილია და ხან უთქმელი და დამწველია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვენიერია. მშვენიერია.
4. მადლობთ კახა, მადლობთ.
უდიდესი პატივისცემით ნექტარი.
მადლობთ კახა, მადლობთ.
უდიდესი პატივისცემით ნექტარი.
3. 5 ჩემგანაც :) 5 ჩემგანაც :)
2. მადლობა ემილი. მადლობა ემილი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|