ჩვენ ,ხომ არასდროს გვქონია რიდი, ფილისტერების გადამტერების. არ გვინაღვლია ეპატაჟურებს სნობები სალამს რომ არ გაძლევდნენ. არ გვადარდებდა, თუ არ გვწყალობდნენ ხელისუფალნი. ცხოვრება ვფურცლეთ თავისუფალიროგორც მეკობრის ძველი რვეული ვეტანებოდით საინტერესო, ხიფათიან თავგადასავლებს. მე,გულნატკენიც მინახიხარ, გადარეულიც, როცა ქარიშხილებს გარიდებულნი თვალებს მალავდნენ.