 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2017 |
შენ, აი, შენ, როდესაც ბრუნდები სამსახურიდან - დაცლილი იარაღი, ოცდამეერთე საუკუნის პროლეტარი, საყვედურებით ავსებ ღმერთს და სწამებ უსამართლობას. სწორედ ამ დროს, შეიძლება გზაზე შეგეფეთოს ტაძარი, რომელსაც ექნება გახსნილი კარიბჭე! შეიძლება ამოიღო ჯიბიდან ხელები, გადაიძრო (ან წამოიხურო) კაპიუშონი და შეხვიდე, გადააბიჯო ზღურბლს, რომელსაც აწერია „ბეით ელ“ ანუ „ღმერთის სახლი“ (ივრითზე) ხოლო შიგნით, რატომღაც - კათოლიკური მესა!
შეიძლება შეხვიდე და ჩამოჯდე, ნება დართულია! აქ -შეიძლება! შეიძლება შუბლიც მიადო მერხს და ისე უსმინო: ტექსტს გაუგებარს - გასაგები მუსიკის ფონზე.
(ისე გამშვიდებს, თითქოს ვინმემ გულში ჩაგიკრა)
...და შეიძლება, სულ უბრალოდ, აღმოაჩინო, რომ ამ ქვეყნად ადამიანი შექმნილია ზუსტად იმდენი რამდენსაც ჰყოფნის (თან თანაბრად) პური, წყალი, მიწა, ჰაერი! მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო ამხელა ღმერთმა, კაცს მიანდო მისი გაყოფა...
ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბეით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე. 2017. 3.09.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 სექტემბერი, 2017
ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 სექტემბერი, 2017
45. ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე.
ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, როცა ლექსი მთლიანად შემოდის ჩემს სულში, ასეთ დროს დუმილს ვირჩევ, რადგან უბრალოდ სიტყვები მეკარგებიან. ნინ..შენ ერთერთი ავტორი ხარ, რომლის პოეზიაც შემიძლია ჟანგბადივით ხარბად შევისუნთქო და ვიპოვო ჩემი სამყარო. მიყვარხარ .. :) ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე.
ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, როცა ლექსი მთლიანად შემოდის ჩემს სულში, ასეთ დროს დუმილს ვირჩევ, რადგან უბრალოდ სიტყვები მეკარგებიან. ნინ..შენ ერთერთი ავტორი ხარ, რომლის პოეზიაც შემიძლია ჟანგბადივით ხარბად შევისუნთქო და ვიპოვო ჩემი სამყარო. მიყვარხარ .. :)
44. მაგარი ლექსია ყოჩაღ!!!რაც შეეხება სათაურს ორი სათაურითაც არაფერი დაშავდება მგონი არსებულს + „ბაით ელი“ მაგარი ლექსია ყოჩაღ!!!რაც შეეხება სათაურს ორი სათაურითაც არაფერი დაშავდება მგონი არსებულს + „ბაით ელი“
43. სიყვარულითსავსე პროტესტი ... ძალიან ის არის, რაც უნდა იყოს...
სიყვარულითსავსე პროტესტი ... ძალიან ის არის, რაც უნდა იყოს...
42. გამარჯობა :)
გიო, სათაური იკითხება ასე "ბაით ელ", ანუ როგორც ტექსტშია. ილუსტრაციაც დევს აქვე , ჩემი გადაღებული ფოტო, კათოლიკური ეკლესიის კარიბჭე, ივრითული წარწერით. ვიზუალურად ლამაზია ჩემი აზრით:)
გამარჯობა :)
გიო, სათაური იკითხება ასე "ბაით ელ", ანუ როგორც ტექსტშია. ილუსტრაციაც დევს აქვე , ჩემი გადაღებული ფოტო, კათოლიკური ეკლესიის კარიბჭე, ივრითული წარწერით. ვიზუალურად ლამაზია ჩემი აზრით:)
41. და ერთიც ბარემ:
ჩემი აზრით სათაური ვნებს,ჩვენთვის(მკითხველისთვის საჭიროებს სქოლიოს)
სადმე რომ შეგხვდეთ და გითხრათ ,აი ის ლექსი ,თქვენი ძალიან მომეწონა,სათაურს ვერ გეტყვით და შინაარსი უნდა მოგითხროთ,რომ მიხვდეთ ,რომელიც :) და ერთიც ბარემ:
ჩემი აზრით სათაური ვნებს,ჩვენთვის(მკითხველისთვის საჭიროებს სქოლიოს)
სადმე რომ შეგხვდეთ და გითხრათ ,აი ის ლექსი ,თქვენი ძალიან მომეწონა,სათაურს ვერ გეტყვით და შინაარსი უნდა მოგითხროთ,რომ მიხვდეთ ,რომელიც :)
40. აქვე ვიქნები მეორმოცე კომენტარის ავტორი და დავძენ:
სადაო და გაურკვეველი არაფერი არ იყო აქ,ძალიან ნათლად და ლაკონურად იყო ჩამოყალიბებული სათქმელი. აქვე ვიქნები მეორმოცე კომენტარის ავტორი და დავძენ:
სადაო და გაურკვეველი არაფერი არ იყო აქ,ძალიან ნათლად და ლაკონურად იყო ჩამოყალიბებული სათქმელი.
39. ,,,ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ!,,
,,მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო ამხელა ღმერთმა,,
ძალიან კარგი ნაწერია,მოვიხიბლე.კიდევ კარგი,რომ შემოვედი.სახელმა შემომიტყუა,თორემ სხვა შემთხვევაში ,სამწუხაროდ,ჩავივლიდი.
მიხარია,რომ ტავფურცელ ამშვენებს.
,,,ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ!,,
,,მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო ამხელა ღმერთმა,,
ძალიან კარგი ნაწერია,მოვიხიბლე.კიდევ კარგი,რომ შემოვედი.სახელმა შემომიტყუა,თორემ სხვა შემთხვევაში ,სამწუხაროდ,ჩავივლიდი.
მიხარია,რომ ტავფურცელ ამშვენებს.
38. დიდი მადლობა ყველა მკითხველს:) დიდი მადლობა ყველა მკითხველს:)
37. "მწამს ერთი ღმერთიო", - ასე იწყება მრწამსი და... რა გგონია, პალადა, ეს სიტყვები ცარიელი ადგილის შესავსებად დაწერეს? ღმერთი - ყველასთვის ღმერთია, ბუდისტებისთვისაც, ინდუსებისთვისაც, იუდეველებისთვისაც, მაჰმადიანებისთვისაც, კათოლიკებისთვისაც, რომ აღარფერი ვთქვათ მართლმადიდებლებზე. "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო.".. თორემ, "სულ არ ილოცოო", - არავის უთქვამს, პალადა. ჰო, რას იზამ? არ ლოცულობენ ათეისტები!
ბრავო, რენუარ! ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლექსია შენებიდან!
"მწამს ერთი ღმერთიო", - ასე იწყება მრწამსი და... რა გგონია, პალადა, ეს სიტყვები ცარიელი ადგილის შესავსებად დაწერეს? ღმერთი - ყველასთვის ღმერთია, ბუდისტებისთვისაც, ინდუსებისთვისაც, იუდეველებისთვისაც, მაჰმადიანებისთვისაც, კათოლიკებისთვისაც, რომ აღარფერი ვთქვათ მართლმადიდებლებზე. "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო.".. თორემ, "სულ არ ილოცოო", - არავის უთქვამს, პალადა. ჰო, რას იზამ? არ ლოცულობენ ათეისტები!
ბრავო, რენუარ! ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლექსია შენებიდან!
36. რა შესანიშნავი ლექსთა ლექსია და ლოცვათა ლოცვა, ჩემო რენუარო არა და მე უფრო მინიმების ოსტატი მეგონე, თუმცა ალბათ ყოველთვის არ გაქვს საკმარისი დრო,რომ უფრო მოკლედ დაწერო თუმცა ეს ლექსიც სავსეა სრულყოფილი მინიმებით მაგალითად ეს ერთი მონაკვეთი ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე. უკვე შენებური გენიალური მინიმაა რა შესანიშნავი ლექსთა ლექსია და ლოცვათა ლოცვა, ჩემო რენუარო არა და მე უფრო მინიმების ოსტატი მეგონე, თუმცა ალბათ ყოველთვის არ გაქვს საკმარისი დრო,რომ უფრო მოკლედ დაწერო თუმცა ეს ლექსიც სავსეა სრულყოფილი მინიმებით მაგალითად ეს ერთი მონაკვეთი ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე. უკვე შენებური გენიალური მინიმაა
35. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
34. შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! <3 <3 <3 შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! <3 <3 <3
33. ძალიან კარგია,აქ ანთია სულ ცეცხლი. პალადა -ათეისტი ხართ? ძალიან კარგია,აქ ანთია სულ ცეცხლი. პალადა -ათეისტი ხართ?
32. რენუარ,იმედია ამ კომენტარების გამო არ წაშლით...(ლექსმა რა დააშავა? ) ძლივს გამოჩნდება,არა გამოანათებსხოლმე საღი აზრი და ეგეც რომ გაქრეს აქედან დავიღუპეთ და ეგაა... იცით რომ მიყვარს თქვენეული ნააზრევი...მთელი გრძნობიერი და განცდილი პოეზია ლამაზად გადმოცემული - გულამდე! სულ გულზევე მხვდება... <3 მიყვარს!
რენუარ,იმედია ამ კომენტარების გამო არ წაშლით...(ლექსმა რა დააშავა? ) ძლივს გამოჩნდება,არა გამოანათებსხოლმე საღი აზრი და ეგეც რომ გაქრეს აქედან დავიღუპეთ და ეგაა... იცით რომ მიყვარს თქვენეული ნააზრევი...მთელი გრძნობიერი და განცდილი პოეზია ლამაზად გადმოცემული - გულამდე! სულ გულზევე მხვდება... <3 მიყვარს!
31. სიკეთის კეთებას არ ჭირდება არანაირი რელიგიური მრწამსი და კუთვნილება, ამისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი. ქრისტიანების ჩადგომამ მინიანში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფაქტია რომ კეთილშობილი ადამიანები რელიგიაზე მაღლა დგებიან.
"ჰუმანიზმია ზერელიგია და ის, რაც მას ემსახურება, არ შეიძლება იყოს აკრძალული." - მართალს ბრძანებთ, მეც ასე ვფიქრობ, ყოველთვისაც ასე ვფიქრობდი.
მე თუ მლანძღავენ თქვენ ნუ იღელვებთ მაგაზე. პირველი ხომ არ არის. პალადას კი დიდი მადლობა ლანძღვისათვის, მის კომენტარებში დავინახე ყველაზე მთავარი: ყველა ურწმუნო ადამიანი - ბოროტია, განსაკუთრებით რელიგიური შუღლის დასათესად და გასაღვივებლად იკადრებს ყველაფერს.
სიკეთის კეთებას არ ჭირდება არანაირი რელიგიური მრწამსი და კუთვნილება, ამისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი. ქრისტიანების ჩადგომამ მინიანში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფაქტია რომ კეთილშობილი ადამიანები რელიგიაზე მაღლა დგებიან.
"ჰუმანიზმია ზერელიგია და ის, რაც მას ემსახურება, არ შეიძლება იყოს აკრძალული." - მართალს ბრძანებთ, მეც ასე ვფიქრობ, ყოველთვისაც ასე ვფიქრობდი.
მე თუ მლანძღავენ თქვენ ნუ იღელვებთ მაგაზე. პირველი ხომ არ არის. პალადას კი დიდი მადლობა ლანძღვისათვის, მის კომენტარებში დავინახე ყველაზე მთავარი: ყველა ურწმუნო ადამიანი - ბოროტია, განსაკუთრებით რელიგიური შუღლის დასათესად და გასაღვივებლად იკადრებს ყველაფერს.
30. გამარჯობა. ვერ მოვახერხე აქამდე შემოსვლა, ბოდიშს გიხდით. საკამათო რომ არის ეს ტექსტი ვიცი, და ველოდი კიდეც, მაგრამ არ მომწონს ამ კამათის გადასვლა პიროვნულ შეურაცხყოფაში. მადლობა ყველა მკითხველს და კომენტარის ავტორს, და ბოდიში თუ ტექსტის გამო ერთმანეთს აწყენინეთ. მე ეს არ მინდოდა, იმდენად არ მინდოდა, რომ ლამისაა წავშალო ყველაფერი.
ამ ნაწერს არ აქვს პრეტენზია დაადგინოს ჭეშმარიტება :) უბრალოდ, ერთ პაწაწინა მარცვალს აგდებს ნიადაგში, რომელსაც ჰქვია: "ღმერთში მხოლოდ სიყვარულია, დანარჩენი ადამიანმა ჩაიდინა"... შეიძლება მქონდეს სიტუაცია, როცა თავადაც ეჭვი შემეპარება ამაში... მაშინ ეს ნაწერი იქნება ჩემთვის უბრალოდ "სანუგეშო". გამახსენდება ის შეგრძნება, რამაც დამაწერინა და ჭკუაზე მოვალ:) კიდევ თუ ვინმეს გამოადგება - ასე, ჩემსავით, მაშინ ჰქონია აზრი მის გამოქვეყნებას:) მიყვარხართ, გეხვეწებით, არ აწყენინოთ ერთმანეთს, თუ არა და, შემოვალ და ერთი დაწკაპუნებით გავაქრობ ამ ტექსტს, რომელმაც გამთლიანების ნაცვლად, დაგვყო. გაკოცეთ ბევრი.
ჰო, რა გამახსენდა... როცა ჩემს ებრაელ ქმარს კრძალავდნენ, აგვისტო იდგა, არ მოიძებნა ქალაქში 12 ზრდასრული ებრაელი მამაკაცი, რათა მიცვალებულისთვის კადიში წაეკითხა რაბინს, ანუ დაკრძალვის რიტუალს ვერ ვასრულებდით :( უყოყმანოდ დაიხურეს კიპები მისმა სამმა ქრისტიანმა ძმაკაცმა და მინიანში ჩაუდგნენ. (მინიანი ჰქვია ამ თორმეტ კაცს, რომელიც რეალურად "ქვორუმია" კადიშის წასაკითხად) რაბინმაც მიიღო ეს მათგან... მაშინ ვიფიქრე, რომ ჰუმანიზმია ზერელიგია და ის, რაც მას ემსახურება, არ შეიძლება იყოს აკრძალული. დღემდე ასე ვფიქრობ.
:* გამარჯობა. ვერ მოვახერხე აქამდე შემოსვლა, ბოდიშს გიხდით. საკამათო რომ არის ეს ტექსტი ვიცი, და ველოდი კიდეც, მაგრამ არ მომწონს ამ კამათის გადასვლა პიროვნულ შეურაცხყოფაში. მადლობა ყველა მკითხველს და კომენტარის ავტორს, და ბოდიში თუ ტექსტის გამო ერთმანეთს აწყენინეთ. მე ეს არ მინდოდა, იმდენად არ მინდოდა, რომ ლამისაა წავშალო ყველაფერი.
ამ ნაწერს არ აქვს პრეტენზია დაადგინოს ჭეშმარიტება :) უბრალოდ, ერთ პაწაწინა მარცვალს აგდებს ნიადაგში, რომელსაც ჰქვია: "ღმერთში მხოლოდ სიყვარულია, დანარჩენი ადამიანმა ჩაიდინა"... შეიძლება მქონდეს სიტუაცია, როცა თავადაც ეჭვი შემეპარება ამაში... მაშინ ეს ნაწერი იქნება ჩემთვის უბრალოდ "სანუგეშო". გამახსენდება ის შეგრძნება, რამაც დამაწერინა და ჭკუაზე მოვალ:) კიდევ თუ ვინმეს გამოადგება - ასე, ჩემსავით, მაშინ ჰქონია აზრი მის გამოქვეყნებას:) მიყვარხართ, გეხვეწებით, არ აწყენინოთ ერთმანეთს, თუ არა და, შემოვალ და ერთი დაწკაპუნებით გავაქრობ ამ ტექსტს, რომელმაც გამთლიანების ნაცვლად, დაგვყო. გაკოცეთ ბევრი.
ჰო, რა გამახსენდა... როცა ჩემს ებრაელ ქმარს კრძალავდნენ, აგვისტო იდგა, არ მოიძებნა ქალაქში 12 ზრდასრული ებრაელი მამაკაცი, რათა მიცვალებულისთვის კადიში წაეკითხა რაბინს, ანუ დაკრძალვის რიტუალს ვერ ვასრულებდით :( უყოყმანოდ დაიხურეს კიპები მისმა სამმა ქრისტიანმა ძმაკაცმა და მინიანში ჩაუდგნენ. (მინიანი ჰქვია ამ თორმეტ კაცს, რომელიც რეალურად "ქვორუმია" კადიშის წასაკითხად) რაბინმაც მიიღო ეს მათგან... მაშინ ვიფიქრე, რომ ჰუმანიზმია ზერელიგია და ის, რაც მას ემსახურება, არ შეიძლება იყოს აკრძალული. დღემდე ასე ვფიქრობ.
:*
29. ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე. ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე.
28. მუხა@ ქრისტიანია ყველა ვინც ქრისტეს აღიარებს, მაგრამ ყველა არსებულ ეკლესიას თავისი ეპარქია აქვს და თავისი მრევლი ჰყავს - რომელთაც სხვა ეკლესიაში არ უნდა ილოცონ!... ხოლო, მართლმადიდებელმა კათოლიკეზე თუ დაიწერა ჯვარი ეს იმას ნიშნავს, რომ მეუღლის სარწმუნოება მიიღო! - ჩემი თუ არ გჯერათ, მოძღვარს კითხეთ... :) თავს როგორ მოვახვევ, ეს ჩემი დაკანონებული ხომ არ არის?!... :) მე უბრალოდ ცნობისთვის ვთქვი(ჩავთვალე, რომ მოწმუნე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა!) - ეს არის და ეს!... :) მუხა@ ქრისტიანია ყველა ვინც ქრისტეს აღიარებს, მაგრამ ყველა არსებულ ეკლესიას თავისი ეპარქია აქვს და თავისი მრევლი ჰყავს - რომელთაც სხვა ეკლესიაში არ უნდა ილოცონ!... ხოლო, მართლმადიდებელმა კათოლიკეზე თუ დაიწერა ჯვარი ეს იმას ნიშნავს, რომ მეუღლის სარწმუნოება მიიღო! - ჩემი თუ არ გჯერათ, მოძღვარს კითხეთ... :) თავს როგორ მოვახვევ, ეს ჩემი დაკანონებული ხომ არ არის?!... :) მე უბრალოდ ცნობისთვის ვთქვი(ჩავთვალე, რომ მოწმუნე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა!) - ეს არის და ეს!... :)
27. 15. პალადა .არაფრით არ შეძლება მართლმადიდებელი, რომ დაესწროს კათოლიკურ მესას(სამომავლოდ, რომ გაითვალიწინოთ)... აზრის გამოთქმის უფლება გაქვთ, მაგრამ თქვენი აზრი სხვას მოახვიოთ სწორედ ეს არ შეიძლება. მართლმადიდებელი და კათოლიკებიც ქრისტიანები არ არიან? დასწრება კი არა კათოლიკურ ეკლესიაში მართლმადიდებელს შეუძლია ჯვარი დაიწეროს კათოლიკე მეუღლეზე . ასე რომ ისტორიის ცოდნა ყველაფრის უფლებას არ იძლევა.
15. პალადა .არაფრით არ შეძლება მართლმადიდებელი, რომ დაესწროს კათოლიკურ მესას(სამომავლოდ, რომ გაითვალიწინოთ)... აზრის გამოთქმის უფლება გაქვთ, მაგრამ თქვენი აზრი სხვას მოახვიოთ სწორედ ეს არ შეიძლება. მართლმადიდებელი და კათოლიკებიც ქრისტიანები არ არიან? დასწრება კი არა კათოლიკურ ეკლესიაში მართლმადიდებელს შეუძლია ჯვარი დაიწეროს კათოლიკე მეუღლეზე . ასე რომ ისტორიის ცოდნა ყველაფრის უფლებას არ იძლევა.
26. მაღალი კლასის პოეზია! მაღალი კლასის პოეზია!
25. აქ არის სევდაც, სულიერიცა და ინტელექტუალურის. აქ არის სევდაც, სულიერიცა და ინტელექტუალურის.
23. უშესანიშნავესი ლექსია ეს.
როცა ერთი პოეტი, მეორე პოეტის ლექსზე ამბობს, მაგარიაო, ესე იგი, ორივე პოეტი მაგარია. :)
"შეიძლება შეხვიდე და ჩამოჯდე, ნება დართულია! აქ -შეიძლება! შეიძლება შუბლიც მიადო მერხს და ისე უსმინო: ტექსტს გაუგებარს - გასაგები მუსიკის ფონზე.
(ისე გამშვიდებს, თითქოს ვინმემ გულში ჩაგიკრა)" - აი, ძაალიან მაგარია. (მე პოეტი არ ვარ).
ისე, ცნობისათვის, მართლმადიდებლობა და კათოლიკობა ადამიანმა მოიგონა (ანუ, შემოიღო) და არა ღმერთმა. "გიყვარდეს მტერი შენიო" და ქრისტეს გამო ქრისტე გძულდესო, არსად წერია. კათოლიკებსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პროტესტანტებსაც კი მრწამსი იგივე აქვთ, რაც მართლმადიდებლებს, - ანუ სწამთ წმინდა სამების. უარესსაც გეტყვით, საერთოდაც ქრისტიანები ხალხმა დაარქვა ქრისტეს მოწაფეებს.
ისე, რომ ჩვეულებრივად შეიძლება მართლმადიებელი კათოლიკურ ეკლესიაში შევიდეს და მესას დაესწროს, ხალხს არა აქვს უფლება გაყოს ის. რაც არ გაუყვია ღმერთს.
პატივისცემით, ტენდი უშესანიშნავესი ლექსია ეს.

პატივისცემით, ტენდი
22. ნეფერტარი@ :D :D :D როგორ არ მახსოვს, ჩემო ნეფერტარ, აგრე რად შემომწყრომიხარ?! - დაჟე ისიც კი მახსოვს: გიორგი პირველი მეთერთმეტე საუკუნეში გამეფდა, ხოლო ქრისტეს სჯული მეოთხე საუკუნეში უღიარებიათ ქართველებს!... :D ვახ, კაცო, ვახ, მერედა ეგ ხომ ვთქვი უკვე, რომ შემდეგ უხვად იყო ცეცხლიცა და მახვილიც(და არა "სისხლით"!)... შენ კითხვა არ ვიცით?! - თუ როგორაა საქმე?!... :D
"წარმართულ კერპებს" ძაან მაგარი იყო!... :D :D :D ვა, მე იქნებ ანტიკურ ღმერთებს ვაღიარებ(იქნებადა წინა ცხოვრებაში რომაელი ვიყავი) - შენი რა მიდის?!... :D შენ წარმოიდგინე საერთოდ არ მაინტერესებს, "გაქანებული ათეისტების" გჯერა, თუ გამოქანებული "ღვთაებრივი ტორმუზის" - და საერთოდ ვისი ან რისი გჯერა!... :D
არ გადამრიო, მართლააა?! - ვააა... :D ვააბშე - ტა, ადამიანებმა "ფული" ქვის ხანაში გამიგონეს, უბრალოდ მაშინ ფულადი ერთეულები სხვა სახით არსებობდა: ქვების, კენჭების, თიხის პატარა ფირფიტების, და ა.შ... შემდეგ როცა ოქრო - ვერცხლს მიაგნეს, ოქრო - ვერცხლის ნატეხებს იყენებდნენ ფულად ერთეულად, და ა.შ... ასევე ერთმანეში ცვლიდნენ იმას, რაც ღირებული იყო - ღირებულება კი იგივე ფულია!... ამის არ ცოდნა განა გეპატიება?!... :D
:D :D :D კომუნისტური ლოზუნგი და არა "შეძახილი"!... ვააბშე - ტა, მე ნოვალისის "შეძახილი" ვიგულისხმე(დამიჯერე, წრმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ იყვნენ კომუნიტები) და არა მარქსის, რომელმაც "შეძახილი" ნაგლად მიითვისა!... :D
:D :D :D ჯვაროსნული ომები და არა "ომი"! - აბა ვინ გაგიბედავს ამის ისტორიიდან ამოღებას?! - მე თვითონ დავამტვრევ ხელებს!... :D Так и быть, отвечу: были конечно Крестовые походы, и инквизиция дышала огнем, и много всего еще было, а как же иначе?! - Люди много зла творили, творят, и будут творить - во имя бога, и не только; во имя чего угодно, а причина только деньги и власть(что по сути одно и тоже)!... Вообще - то, я это уже говорила!... ;)
მერედა მე როგორ გადავიტანო შენი გულის აცრუება?! - განა გეპატიება?!... :D (ხო ასეთი ჭიჭყინა ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ; შენი ზუზუნი თუ არ ისმის რაღაცა მაკლია)... :D
P.S. ბევრი კი ვიმხიარულე, გაგახარებს ღმერთი!... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ ნეფერტარი@ :D :D :D როგორ არ მახსოვს, ჩემო ნეფერტარ, აგრე რად შემომწყრომიხარ?! - დაჟე ისიც კი მახსოვს: გიორგი პირველი მეთერთმეტე საუკუნეში გამეფდა, ხოლო ქრისტეს სჯული მეოთხე საუკუნეში უღიარებიათ ქართველებს!... :D ვახ, კაცო, ვახ, მერედა ეგ ხომ ვთქვი უკვე, რომ შემდეგ უხვად იყო ცეცხლიცა და მახვილიც(და არა "სისხლით"!)... შენ კითხვა არ ვიცით?! - თუ როგორაა საქმე?!... :D
"წარმართულ კერპებს" ძაან მაგარი იყო!... :D :D :D ვა, მე იქნებ ანტიკურ ღმერთებს ვაღიარებ(იქნებადა წინა ცხოვრებაში რომაელი ვიყავი) - შენი რა მიდის?!... :D შენ წარმოიდგინე საერთოდ არ მაინტერესებს, "გაქანებული ათეისტების" გჯერა, თუ გამოქანებული "ღვთაებრივი ტორმუზის" - და საერთოდ ვისი ან რისი გჯერა!... :D
არ გადამრიო, მართლააა?! - ვააა... :D ვააბშე - ტა, ადამიანებმა "ფული" ქვის ხანაში გამიგონეს, უბრალოდ მაშინ ფულადი ერთეულები სხვა სახით არსებობდა: ქვების, კენჭების, თიხის პატარა ფირფიტების, და ა.შ... შემდეგ როცა ოქრო - ვერცხლს მიაგნეს, ოქრო - ვერცხლის ნატეხებს იყენებდნენ ფულად ერთეულად, და ა.შ... ასევე ერთმანეში ცვლიდნენ იმას, რაც ღირებული იყო - ღირებულება კი იგივე ფულია!... ამის არ ცოდნა განა გეპატიება?!... :D
:D :D :D კომუნისტური ლოზუნგი და არა "შეძახილი"!... ვააბშე - ტა, მე ნოვალისის "შეძახილი" ვიგულისხმე(დამიჯერე, წრმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ იყვნენ კომუნიტები) და არა მარქსის, რომელმაც "შეძახილი" ნაგლად მიითვისა!... :D
:D :D :D ჯვაროსნული ომები და არა "ომი"! - აბა ვინ გაგიბედავს ამის ისტორიიდან ამოღებას?! - მე თვითონ დავამტვრევ ხელებს!... :D Так и быть, отвечу: были конечно Крестовые походы, и инквизиция дышала огнем, и много всего еще было, а как же иначе?! - Люди много зла творили, творят, и будут творить - во имя бога, и не только; во имя чего угодно, а причина только деньги и власть(что по сути одно и тоже)!... Вообще - то, я это уже говорила!... ;)
მერედა მე როგორ გადავიტანო შენი გულის აცრუება?! - განა გეპატიება?!... :D (ხო ასეთი ჭიჭყინა ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ; შენი ზუზუნი თუ არ ისმის რაღაცა მაკლია)... :D
P.S. ბევრი კი ვიმხიარულე, გაგახარებს ღმერთი!... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ
21. ეს ლექსი, ჩემი სუბიექტური აზრით, იმდენად ძლიერია, იმდენად მაღალი და ზოგასაკაციობრიო, თავისი ადამიანური ბუნებით და ღვთაებრივის ადამიანური გაგებით, საქართველოს მართლა რომ ჰყავდეს მწერალთა კავშირი და კულტურის სამინისტრო, მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაზე უნდა ითარგმნოს და ისე გავრცელდეს. საქართველოს ტელევიზია და, რადიო პოეზიის ხუთწუთიან ჩანართებში უნდა კითხულობდეს ფართო საზოგაოდებისთვის გასაცნობად.
ისე ეს ამ საიტზე მობინადრე მთარგმნლებსაც შეუძლიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ აზრად არ მოუვათ თავში. საკუთარი თარგმანებით თვითტკბობას მიცემულები, სხვის დიდ ნიჭს ვერ ამჩნევენ და არც რამედ მიაჩნიათ საკუთართან შედარებით, რომელთა უმეტესობა ისეთი მდარეა, ქართული შეგძულდება ადამიანს.
ეს ლექსი, ჩემი სუბიექტური აზრით, იმდენად ძლიერია, იმდენად მაღალი და ზოგასაკაციობრიო, თავისი ადამიანური ბუნებით და ღვთაებრივის ადამიანური გაგებით, საქართველოს მართლა რომ ჰყავდეს მწერალთა კავშირი და კულტურის სამინისტრო, მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაზე უნდა ითარგმნოს და ისე გავრცელდეს. საქართველოს ტელევიზია და, რადიო პოეზიის ხუთწუთიან ჩანართებში უნდა კითხულობდეს ფართო საზოგაოდებისთვის გასაცნობად.
ისე ეს ამ საიტზე მობინადრე მთარგმნლებსაც შეუძლიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ აზრად არ მოუვათ თავში. საკუთარი თარგმანებით თვითტკბობას მიცემულები, სხვის დიდ ნიჭს ვერ ამჩნევენ და არც რამედ მიაჩნიათ საკუთართან შედარებით, რომელთა უმეტესობა ისეთი მდარეა, ქართული შეგძულდება ადამიანს.
20. პალადა, მეფეთ მეფე გიორგი უშიშარი ვითარცა უხორცო და მესიის მახვილი გახსოვს? ცეცხლით და სისხლით რომ მიიტანა ქრისტეს რელიგია საქართველოს მთიანეთში? :)
მთიელებმა თქვეს უარი ნათლისღებაზე და კარგა ხნის განმავლობაში დარჩნენ ძველი ქართული რელიგიის ერთგულნი და არაერთი წარმართული კულტი დღემდე შემოინახეს. მთიელთაგან ქრისტიანობის მიმართ განსაკუთრებული წინააღმდეგობა ფხოველებმა გამომაჟღავნეს, რამაც მათი მეზობელ თუშეთში მიგრაციაც კი გამოიწვია: "ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის ღება" (ქც. 1955, გვ. 126). საქართველოს მთაში ქრისტიანული რელიგია მხოლოდ ზედაპირულად შევიდა.
კოლაელ ყრმათა წამება გახსოვს ? ქრისტიანი ბავშვებს თავები რომ დაუხეთქეს წარმართმა ქართველმა მშობლებმა?
წყარო თუ გინდა აქეთ: http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/religiuri_situacia.html
მოკლედ, წინაპართა სალოცავების აღიარებისას, რას აღიარებთ წარმართულ კერპებს თუ მართლმადიდებლობას? ორივე წინაპართაა და... ანუ აქეთ-იქეთ კი არ უნდა იცურაოთ, კონკრეტულად ერთზე უნდა შეჩერდეთ.
რაც შეეხება მეორე საკითხს, აქ კი ნამდვილად უჰ... აქამდე გეთქვათ რომ ათეისტი იყავით, რა საჭირო იყო ვანკა-სტანკობა? იცით რა მე არ მჯერა გაქანებული ათეისტების, ყოველ ათეისტს აქვს ე.წ. ღვთაებრივი ტორმუზი სიკვდილის წინაწუთებში.
"სხვა საწმუნოების(ეკლესიის) სლუჟბაზე დასწრება და ლოცვა - იგივე ნათლობის პონტია..." - ეს სადა წერია ? ნათლობას თავისი რიტუალური საიდუმლო აქვს და სხვანაირად ვერ მოინათლები.
ფული ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში შეიქმნა, მერე მეფე დარიოსმა შემოიღო მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. იგივე დროს შეიქმნა ქართული ფული, კოლხური თეთრი იგივე დატვირთვით. მაგრამ მანამდე ძველ ეგვიპტეში არსებობდა ფულის ერთეული "უტენი" = 100 კედეტს და "კედეტი" (ე.წ. ხურდა). ეს იყო ძვ.წ.აღ. 15 საუკუნე. მანამდე რაიმე ფულის არსებობა ჩემთვის უცნობია.
კაცობრიობის ისტორია ფულზე ადრინდელია ცხადია, ჰოდა მანამდე რისთვის გამოიგონეს ღმერთი ადამიანებმა?
ხალხის საკონტროლებლად სახელწიფოებრიობა შექმნეს თავისი მანქანით და ნაზირ-ვეზირებით და უკეთ მართავდნენ ხალხს ვიდრე დღევანდელი "ხელმწიფენი" სახელმწიფოებრიობას ფულზე გაცილებით ადრინდელი ისტორია აქვს.
ოპიუმის და მარიხუანას დოზირებით მიღება ნებადართულია კანონით (უკვე საქართველოშიც) ჰოდა რა შუაშია ახლა თქვენი კომუნისტური შეძახილი, რელიგია - ოპიუმ დლია ნაროდა?
და ჯვაროსნული ომი ისტორიიდან როდის ამოიღეს ნეტავი?
არადა რა კი ტიპი მეგონე... მერედა რა შემრჩა ხელში ? - ჩვეულებრივი დემაგოგია. ეჰ... გულნატკენი ვტოვებ შენს ნიკს ურაკპარაკსა შინა.
პალადა, მეფეთ მეფე გიორგი უშიშარი ვითარცა უხორცო და მესიის მახვილი გახსოვს? ცეცხლით და სისხლით რომ მიიტანა ქრისტეს რელიგია საქართველოს მთიანეთში? :)

19. ვინც სამსახურიდან არც კი ბრუნდება (არ აქვს დასაბრუნებელი) იმათ რა? ახლა გამახსენდა ჩემი მოძღვრის ნათქვამი... ტაძარში რომ შედიან ღმერთს კი არა თავიანთ კეთილდღეობას ეძებენო - ზუსტად! (შესვლის ფორმა და ხასიათი ყველასთვის მსგავსი - ადამიანს შველა სჭირდება,მხოლოდ მაშინ "გახსენებული და მოგონებული უფლისგან" ,როდესაც ზედმერად უჭირს და სასოს ეძებს - ეს მიწიერების ხუნდებია და ყველას გვადევს ბორკილები (ვის როდის და რა მიზნით) ... მიწიერი სამართალი არ არსებობს (ამაში წმინდა მოწამეების მაგალითებზე პირდაპირ ვრწმუნდებით) მაშ უსამართლოდ იყოფენ პურს და წყალს? თანაც "თანაბარი" სულაც არ არსებობს! ჩვენი ადამიანური მენტალიტეტი: "ვიღაც ვიღაცაზე მეტია ან ნაკლები" რით? ხორცით? სულით? თუ "ჩონჩხით?" აწონის უფალი და "გაათანაბრებს"... მაგრამ მანამდე "ღმერთის ხილული სახლია" და მისი ებრაული წარწერა...და ადამიანის ბუნება,რაც ჩვეულებრივ ადამიანურ ყოფას და ცხოვრებას გვავალებს და მისი არარსებობის შემთხვევაში მისი შინაგანი სამყაროს მტვრევის შემდეგ "ნამსხვვრევებიღა" რჩება...ესეც არაბუნებრივი ყოფის ბუნებრივი ნაყოფი! +5 და ბევრი ფიქრი შეკითხვაზე,რომ ვარსებობს "ვინ ვარ მე" ? ვიპოვი იმ სახლს,სადაც ღმერთია ნამყოფი? (თუ ამაოა ყველაფერი? )
ვინც სამსახურიდან არც კი ბრუნდება (არ აქვს დასაბრუნებელი) იმათ რა? ახლა გამახსენდა ჩემი მოძღვრის ნათქვამი... ტაძარში რომ შედიან ღმერთს კი არა თავიანთ კეთილდღეობას ეძებენო - ზუსტად! (შესვლის ფორმა და ხასიათი ყველასთვის მსგავსი - ადამიანს შველა სჭირდება,მხოლოდ მაშინ "გახსენებული და მოგონებული უფლისგან" ,როდესაც ზედმერად უჭირს და სასოს ეძებს - ეს მიწიერების ხუნდებია და ყველას გვადევს ბორკილები (ვის როდის და რა მიზნით) ... მიწიერი სამართალი არ არსებობს (ამაში წმინდა მოწამეების მაგალითებზე პირდაპირ ვრწმუნდებით) მაშ უსამართლოდ იყოფენ პურს და წყალს? თანაც "თანაბარი" სულაც არ არსებობს! ჩვენი ადამიანური მენტალიტეტი: "ვიღაც ვიღაცაზე მეტია ან ნაკლები" რით? ხორცით? სულით? თუ "ჩონჩხით?" აწონის უფალი და "გაათანაბრებს"... მაგრამ მანამდე "ღმერთის ხილული სახლია" და მისი ებრაული წარწერა...და ადამიანის ბუნება,რაც ჩვეულებრივ ადამიანურ ყოფას და ცხოვრებას გვავალებს და მისი არარსებობის შემთხვევაში მისი შინაგანი სამყაროს მტვრევის შემდეგ "ნამსხვვრევებიღა" რჩება...ესეც არაბუნებრივი ყოფის ბუნებრივი ნაყოფი! +5 და ბევრი ფიქრი შეკითხვაზე,რომ ვარსებობს "ვინ ვარ მე" ? ვიპოვი იმ სახლს,სადაც ღმერთია ნამყოფი? (თუ ამაოა ყველაფერი? )
18. როგორ მიხაროდა, რომ "არ შეიძლება" კომენტარები არ იყო. სპეციალურად ვამოწმებდი ეს დღეები :( როგორ მიხაროდა, რომ "არ შეიძლება" კომენტარები არ იყო. სპეციალურად ვამოწმებდი ეს დღეები :(
17. მოგესალმებით! ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ
მოგახსენებთ: პირადად ჩემთვის რატომ "არ შეიძლება"... იმტომ, რომ სხვა სალოცავში ლოცვა - იმ სხვა რწმენის აღიარებას ნიშნავს, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია!... იმასაც მოგახსენებთ, რატომ: ჩემს(ჩვენს) წინაპრებს სარწმუნოება ცეცხლით და მახვილით არ მიუღიათ; ერთი კაფანდარა ქალის იწამეს, რომელიც ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა ფეხშიშველი, პატარა ვაზის ჯვრით ხელში; ანუ ეს იყო სრულიად განსაკუთრებული თანხვედრა: რელიგიისა, ერის კულტურისა და თვიშეგნებისა!... შემდეგ უკვე, როცა ეკლესია გამდიდრდა, გაძლიერდა და მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში, რაღა თქმა უნდა, უხვად იყო: მახვილიცა და ცეცხლიც(ბუნენრივია, შიშის დათესვის მიზნით და არა რწმენის გამყარებისა)... ანუ: ჩემი გენეტიკური მრწამსი არის ამ ისტორიის თავფურცელი და შესაბამისად, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მხოლოდ ჩემი წინაპრების სალოცავი ვაღიარო!
რაც შეეხება მეორე კითხვას: Это из области фантастики, რომ კაცობრიობას ღმერთი არ "დაეყო"!... ადამიანებმა ღმერთი მხოლოდ იმიტომ კი არ გამოიგონეს, რომ მისთვის ცოდვების შენდობა ეთხოვათ, პირველ რიგში, გამოიგონეს იმიტომ, რომ ერთმანეთი(ზედა ფენებს ქვედა ფენები) ეკონტროლებინათ და ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ... და სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა "თავყრილობას" თავის ღმერთი ჰყავს: თავის წესებით, კანონებით, თავისი მართვის ბერკეტებით და ტოტალური კონტროლით... მაგრამ მიუხედავად ამისა, "რელიგიური ნიშნით" არცერთი მსოფლიო ომი არ დაწყებულა!... Во, новейший наглядный пример: Россия и Украина, что, бога не поделили?!... Люди без кровопролития никогда не смогут жить, и религиозные разногласия тут вообще ни при чем; Сам мир кровожадный, сама жизнь кровожадная - по существу... А человек, к тому же, и разумное существо; он не умеет только существовать: родится, вырасти, научится раздобыть еду, есть, спать, размножатся, постареть(если его не сьедят), и умереть... он умеет жить на всю катушку, а для этого ему нужно главное: деньги!... Вот, деньги - это и есть: единственный и настоящий Бог на Земле!... Все остальное: сказки придуманные самими же людьми - опиум для народа... Се ля ви! მოგესალმებით! ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ
მოგახსენებთ: პირადად ჩემთვის რატომ "არ შეიძლება"... იმტომ, რომ სხვა სალოცავში ლოცვა - იმ სხვა რწმენის აღიარებას ნიშნავს, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია!... იმასაც მოგახსენებთ, რატომ: ჩემს(ჩვენს) წინაპრებს სარწმუნოება ცეცხლით და მახვილით არ მიუღიათ; ერთი კაფანდარა ქალის იწამეს, რომელიც ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა ფეხშიშველი, პატარა ვაზის ჯვრით ხელში; ანუ ეს იყო სრულიად განსაკუთრებული თანხვედრა: რელიგიისა, ერის კულტურისა და თვიშეგნებისა!... შემდეგ უკვე, როცა ეკლესია გამდიდრდა, გაძლიერდა და მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში, რაღა თქმა უნდა, უხვად იყო: მახვილიცა და ცეცხლიც(ბუნენრივია, შიშის დათესვის მიზნით და არა რწმენის გამყარებისა)... ანუ: ჩემი გენეტიკური მრწამსი არის ამ ისტორიის თავფურცელი და შესაბამისად, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მხოლოდ ჩემი წინაპრების სალოცავი ვაღიარო!
რაც შეეხება მეორე კითხვას: Это из области фантастики, რომ კაცობრიობას ღმერთი არ "დაეყო"!... ადამიანებმა ღმერთი მხოლოდ იმიტომ კი არ გამოიგონეს, რომ მისთვის ცოდვების შენდობა ეთხოვათ, პირველ რიგში, გამოიგონეს იმიტომ, რომ ერთმანეთი(ზედა ფენებს ქვედა ფენები) ეკონტროლებინათ და ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ... და სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა "თავყრილობას" თავის ღმერთი ჰყავს: თავის წესებით, კანონებით, თავისი მართვის ბერკეტებით და ტოტალური კონტროლით... მაგრამ მიუხედავად ამისა, "რელიგიური ნიშნით" არცერთი მსოფლიო ომი არ დაწყებულა!... Во, новейший наглядный пример: Россия и Украина, что, бога не поделили?!... Люди без кровопролития никогда не смогут жить, и религиозные разногласия тут вообще ни при чем; Сам мир кровожадный, сама жизнь кровожадная - по существу... А человек, к тому же, и разумное существо; он не умеет только существовать: родится, вырасти, научится раздобыть еду, есть, спать, размножатся, постареть(если его не сьедят), и умереть... он умеет жить на всю катушку, а для этого ему нужно главное: деньги!... Вот, деньги - это и есть: единственный и настоящий Бог на Земле!... Все остальное: сказки придуманные самими же людьми - опиум для народа... Се ля ви!
16. პალადა, ველოდი მსგავს კომენტარს და გმადლობ, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულ არგუმენტს მოვითხოვ თემაზე "არაფრით არ შეიძლება"...ნებისმიერ "არ შეიძლებაზე" მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუჩნდეს კითხვა "რატომ". თუ ერთ მოსაზრებას მაინც მომწერთ, თუ რატომ არ შეიძლება, ძალიან დამავალებთ, ოღონდ ნუ მომწერთ, რომ ასეა დადგენილი:) თქვენი პირადი მოსაზრება მომწერეთ. და კიდევ ერთიც, ახლა მე შეგეკითხებით:) როგორ ფიქრობთ, ადამიანს, თავად ღმერთიც რომ არ "დაეყო", იქნებოდა თუ არა ამდენი სისხლისღვრა რელიგიური ნიშნით? პალადა, ველოდი მსგავს კომენტარს და გმადლობ, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულ არგუმენტს მოვითხოვ თემაზე "არაფრით არ შეიძლება"...ნებისმიერ "არ შეიძლებაზე" მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუჩნდეს კითხვა "რატომ". თუ ერთ მოსაზრებას მაინც მომწერთ, თუ რატომ არ შეიძლება, ძალიან დამავალებთ, ოღონდ ნუ მომწერთ, რომ ასეა დადგენილი:) თქვენი პირადი მოსაზრება მომწერეთ. და კიდევ ერთიც, ახლა მე შეგეკითხებით:) როგორ ფიქრობთ, ადამიანს, თავად ღმერთიც რომ არ "დაეყო", იქნებოდა თუ არა ამდენი სისხლისღვრა რელიგიური ნიშნით?
15. არაფრით არ შეძლება მართლმადიდებელი, რომ დაესწროს კათოლიკურ მესას(სამომავლოდ, რომ გაითვალიწინოთ)... საერთოდ: სხვა საწმუნოების(ეკლესიის) სლუჟბაზე დასწრება და ლოცვა - იგივე ნათლობის პონტია... და მე რო მე ვარ - გაქანებული ათეისტი, ცხოვრებაში არ დავესწრები არცერთ წირვა - ლოცვას მართლადიდებლურის გარდა(ნუ, რადგან მართლმადიდებელ ქრისტიანად დავიბადე და ჩემი წინაპრები ამდენი საუკუნე სწირავდნენ თავს სარწმუნოების გამო... ე. ი. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს!) არაფრით არ შეძლება მართლმადიდებელი, რომ დაესწროს კათოლიკურ მესას(სამომავლოდ, რომ გაითვალიწინოთ)... საერთოდ: სხვა საწმუნოების(ეკლესიის) სლუჟბაზე დასწრება და ლოცვა - იგივე ნათლობის პონტია... და მე რო მე ვარ - გაქანებული ათეისტი, ცხოვრებაში არ დავესწრები არცერთ წირვა - ლოცვას მართლადიდებლურის გარდა(ნუ, რადგან მართლმადიდებელ ქრისტიანად დავიბადე და ჩემი წინაპრები ამდენი საუკუნე სწირავდნენ თავს სარწმუნოების გამო... ე. ი. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს!)
14. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
13. ნიკ, ეს არის კათოლიკური ეკლესია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ფოტო ჩემია:) (იხ.ილუსტრაცია) ცოტა წერა-კითხვა ვიცი ივრითზე:) ნუ, ამის წასაკითხად მეყო:) ნიკ, ეს არის კათოლიკური ეკლესია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ფოტო ჩემია:) (იხ.ილუსტრაცია) ცოტა წერა-კითხვა ვიცი ივრითზე:) ნუ, ამის წასაკითხად მეყო:)
12. "ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“"
ეს ვიგულისხმე რენუარ რომელი ეკლესიაა ეს? "ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“"
ეს ვიგულისხმე რენუარ რომელი ეკლესიაა ეს?
11. იშვიათი პოეტი ხარ, უდიდესის უმცირესში ჩამტევი, რთულის მარტივად ამხსნელი და ყოველ ჯერზე მკითხველის გამაოცებელი!!! იშვიათი პოეტი ხარ, უდიდესის უმცირესში ჩამტევი, რთულის მარტივად ამხსნელი და ყოველ ჯერზე მკითხველის გამაოცებელი!!!
10. გამარჯობა:) მადლობა ყველა მკითხველს:) მიხარია, რომ ტექსტი სწორად იქნა გაგებული. იმდენად ხშირად ვეჯახები სოციალურ უსამართლობას, რომ სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემიძლია. მადლობა, რომ მისმენთ, ვერც კი წარმოიდგენთ რა მნიშვნელოვანი ამბავია ეს. :* გამარჯობა:) მადლობა ყველა მკითხველს:) მიხარია, რომ ტექსტი სწორად იქნა გაგებული. იმდენად ხშირად ვეჯახები სოციალურ უსამართლობას, რომ სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემიძლია. მადლობა, რომ მისმენთ, ვერც კი წარმოიდგენთ რა მნიშვნელოვანი ამბავია ეს. :*
9. ბრწყინვალე აი ესაა! ასწალე წერა და თარგმნა აქოურებს. ბრწყინვალე აი ესაა! ასწალე წერა და თარგმნა აქოურებს.
8. ჩემი რენუარი.... ჩემი რენუარი....
7. ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე. + + +
ამდენი სიმართლე ერთად, თანაც ერთ ლექსში თავმოყრილი - არასდროს წამიკითხავს, რა მაგარია....
ო, ღმერთო, ერთო, შენ რამდენი სახლი აგიგეს? ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ! და ზუსტად ახლა, ჩემთვის - მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის, ამ კათოლიკურ სამლოცველოში, რომელსაც ზღურბლზე ებრაულად აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“ რა კარგი ქენი, რა დროულად შემოიარე. + + +
ამდენი სიმართლე ერთად, თანაც ერთ ლექსში თავმოყრილი - არასდროს წამიკითხავს, რა მაგარია....
6. შემოქმედმა//დემიურგმა/აბსოლუტურმა გონმა მოგცა აუცილებელი-მიწა, ჰაერი, წყალი, სითბო...ინტელექტი (ღვთის ნება)...შენ ნებას 9(კი ამ რესურსების გადანაწილება მიანდო (თავისუფალი ნება). ჰოდა, შენ რაც მოგანდო, ხომ უსამართლოდ დაყავი, მერე ეგეც არ იკმარე და სიკეთის მომცემი შემოქმედიც კი "დაყავი":))) მაგარზე მაგარი ხარ, რენუარ!!!:)) შემოქმედმა//დემიურგმა/აბსოლუტურმა გონმა მოგცა აუცილებელი-მიწა, ჰაერი, წყალი, სითბო...ინტელექტი (ღვთის ნება)...შენ ნებას 9(კი ამ რესურსების გადანაწილება მიანდო (თავისუფალი ნება). ჰოდა, შენ რაც მოგანდო, ხომ უსამართლოდ დაყავი, მერე ეგეც არ იკმარე და სიკეთის მომცემი შემოქმედიც კი "დაყავი":))) მაგარზე მაგარი ხარ, რენუარ!!!:))
4. უბინაო ღმერთი...
სათაური ივრითზე წერია ?
უბინაო ღმერთი...
სათაური ივრითზე წერია ?
3. რომ დავინახე გარედან ავტორი, ზუსტად ვიცოდი წავიკითხავდი და ერთხელ არა და მივიღებდი საოცარ ემოციებს. რომ დავინახე გარედან ავტორი, ზუსტად ვიცოდი წავიკითხავდი და ერთხელ არა და მივიღებდი საოცარ ემოციებს.
2. მადლობა, ნიკ მე სულ ვფიქრობდი, რომ დედამიწაზე არსებული სასიცოცხლო რესურსი, დედამიწაზე მოვლენილ ადამიანებთან სრულ შესაბამისობაშია. ეს შეიძლება მხოლოდ ღმერთმა აწონასწოროს, პრობლემა განაწილებაშია, საიდანაც მოდის სოციალური უსამართლობა და დისბალანსი. ეს კი ადამიანის სფეროა. ამის თქმას ვცდილობდი :) კონკრეტული მხოლოდ ის, რომ მესაზე მართლა ვიყავი:) მადლობა, ნიკ მე სულ ვფიქრობდი, რომ დედამიწაზე არსებული სასიცოცხლო რესურსი, დედამიწაზე მოვლენილ ადამიანებთან სრულ შესაბამისობაშია. ეს შეიძლება მხოლოდ ღმერთმა აწონასწოროს, პრობლემა განაწილებაშია, საიდანაც მოდის სოციალური უსამართლობა და დისბალანსი. ეს კი ადამიანის სფეროა. ამის თქმას ვცდილობდი :) კონკრეტული მხოლოდ ის, რომ მესაზე მართლა ვიყავი:)
1. ძალიან კარგია 5 ქულა
"მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო ამხელა ღმერთმა" ძალიან
არა ვარ საქმის კურსში, ალბათ რაიმე კონკრეტულთან კავშირშია და თუ ასეა, იქნებ განმარტოთ კომენტარით
ძალიან კარგია 5 ქულა
"მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო ამხელა ღმერთმა" ძალიან
არა ვარ საქმის კურსში, ალბათ რაიმე კონკრეტულთან კავშირშია და თუ ასეა, იქნებ განმარტოთ კომენტარით
|
|
მონაცემები არ არის |
|
|