მასწავლე! გახარება სხვისი სიხარულით, გამახსენე, ფრენასავით ლაღი სიარულით. რომ უნდა ვიარო ღრუბლებზე. მასწავლე! მომეცი უფლება ცაში დავივანო, თან წავიყვანო ჩემი კატა და ჩემი ძაღლი. ამიხსენი, მითხარი როგორ აგიშენო ჩემს გულში სახლი. შენ დამავალე, დასაბამიდან, შენ შემაყვარე, ძიება ახლის: ასე შევიცან სამყარო ვრცელი. დავიარე ხმელეთი მთელი შემოვიარე ზღვებიც მთლიანად მაძიებელმა,მოგზაურმა ადამიანმა, შენთან მოსვლა, კი დამაგვიანდა, გადავიკარგე, ვეღარსად გნახე, სულ დავიბენი, ამებნა თავგზა ვიარე, მაგრამ ვერ მოვაღწიე, თუმცა კოსმოსშიც გამოვაღწიე. ვერ გავიხსენე, გადამავიწყდა თუ როგორ მიყვარს მე შენი სახე, საკუთარ სულშიც ვერ მოგაგენი, ვეღარ ვიპოვნე მადლში საშველი, როდესაც,რწმენა გავრიყე ჩემგან წყალს გავატანე, წყალობა შენი გონის იმედით სადაც მივედი, უგუნურებით ბოროტი ვქენი. მწუხარება ვამრავლე ყველგან. დავკარგე ნიჭი ჩიტივით ფრენის, ამპარტავანმა ცხოვრება ჩემი ჯოჯოხეთად იმით ვაქციე, რომ ბუნებაზე ძალადობით აყვავებული წალკოტიც კი ხრიოკ უდაბნოდ გადავაქციე. ვერ მოვისვენე, ვერ ვცხოვრობ როგორც შროშანნი ველისანი მომხედე, მოხვედი,ვერ გიცანი, მაინც ამას გთხოვ, შემიწყალე, გულმოწყალევ! არ დამაქციო, სინანული მასწავლე ცოდვილს, მომეცი ძალა სურვილის ახლის, რომ მხოლოდ ჩემთვის არ მინდოდეს შენება სახლის, გადამარჩინე, მაცხოვრე ისე, სხვა, რომ არასდროს დავაზიანო. განა ამისთვის რ მომმადლე სული უფალო, როცა შემქმენი კეთილი და თავისუფალი მიწით მომზილე საკუთარ ხატად, და მოძალადე ნადირთა შორის, სიყვარულისთვის გამაჩინე ადამიანი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მასწავლე! გახარება სხვისი სიხარულით
-ასე ვფიქრობ, თქვენ ამის სწავლა არ გჭირდებათ, ისედაც იცით. თუნდაც ეს ერთი ფრაზაც -მშვენიერი მინიმაა უკვე. ლექსი ნამდვილად გენიალურია!!!!!
მასწავლე! გახარება სხვისი სიხარულით
-ასე ვფიქრობ, თქვენ ამის სწავლა არ გჭირდებათ, ისედაც იცით. თუნდაც ეს ერთი ფრაზაც -მშვენიერი მინიმაა უკვე. ლექსი ნამდვილად გენიალურია!!!!!
3. მასწავლე! გახარება სხვისი სიხარულით
-ასე ვფიქრობ, თქვენ ამის სწავლა არ გჭირდებათ, ისედაც იცით. თუნდაც ეს ერთი ფრაზაც -მშვენიერი მინიმაა უკვე. ლექსი ნმადვილად გენიალურია!!!!!
მასწავლე! გახარება სხვისი სიხარულით
-ასე ვფიქრობ, თქვენ ამის სწავლა არ გჭირდებათ, ისედაც იცით. თუნდაც ეს ერთი ფრაზაც -მშვენიერი მინიმაა უკვე. ლექსი ნმადვილად გენიალურია!!!!!
2. სინანული მასწავლე ცოდვილს მომეცი ძალა სურვილის ახლის, რომ მხოლოდ ჩემთვის არ მინდოდეს შენება სახლის, გადამარჩინე, მაცხოვრე, ისე, სხვა, რომ არასდროს დავაზიანო. განა, სიკეთის საკეთებლად არ მომმადლე სული უფალო, ,როცა, შემქმენი საკუთარ ხატად მიწით მომზილე თავისუფალი, და მოძალადე ნადირთა შორის, სიყვარულისთვის გამაჩინე ადამიანი.
კარგია
მოგიკითხეთ ქალბატონო ლუბა სინანული მასწავლე ცოდვილს მომეცი ძალა სურვილის ახლის, რომ მხოლოდ ჩემთვის არ მინდოდეს შენება სახლის, გადამარჩინე, მაცხოვრე, ისე, სხვა, რომ არასდროს დავაზიანო. განა, სიკეთის საკეთებლად არ მომმადლე სული უფალო, ,როცა, შემქმენი საკუთარ ხატად მიწით მომზილე თავისუფალი, და მოძალადე ნადირთა შორის, სიყვარულისთვის გამაჩინე ადამიანი.
კარგია
მოგიკითხეთ ქალბატონო ლუბა
1. ძალიან, ძალიან კარგია! ძალიან, ძალიან კარგია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|